არქივი

ფაქტები საბერძნეთის შესახებ

e48e7a9ffff2

მოთხოვნა იყო საბერძნეთზეც დამედო პოსტი, ძალიან ბევრი საერთო ვნახე ჩვენს ქვეყნებს და ხალხს შორის. გადახედეთ და ალბათ დამეთანხმებით

1. საბერძნეთი ერთ ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში, აქ უამრავი ძეგლი და მუზეუმია. განსაკუთრებით დედაქალაქ ათენში.

2. ბერძნები სვამენ უზომო რაოდენობით ყავას. არ უყვართ ჩაი.

3. ბერძნები ძალიან ბევრს ეწევიან. მათ შორის ქალებიც.

4. უფროსებს მიმართავენ შენობით.

5. ტკბილეულის მოყვარულთათვის აქ ნამდვილი სამოთხეა, აქ არის ყველაზე უფრო გემრიელი ნამცხვრები, ნაყინები, აღმოსავლური ტკბილეული თაფლით და ასე შემდეგ. თან ეს ყველაფერი საკმაოდ იაფია.

6. კაფეში სანამ შეკვეთას ელოდებით აუცილებლად მოგიტანებენ ერთ ჭიქა წყალს. იმის მიუხედავათ, მოითხოვთ მას თუ არა.

7. თუმცა იმის გათვალისწინებით , თუ როგორ აგვიანდება აქ შეკვეთას, ერთი ჭიქა წყლის იდეა საკმაოდ გამართლებულია :)
(საქართველო გამახსენდა)

8. ხანდახან სასმელთან მოგართმევენ ტკბილეულს, რომელიც ანგარიშში არ შედის. ვახშმის შემდეგაც მოაქვთ რაიმე დესერტი და თან უფასოდ.

9. სტუმრად ცარიელი ხელებით მისვლა მიუღებელია, ყველაზე ხშირად მიაქვთ ტკბილეული ან საზამთრო. საერთოდ ბერძნები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, გაგიმასპინძლდებიან და არ მოგაკლებენ ყურადღებას .

10. შეხვედრისას ბერძნები ორჯერ კოცნიან ერთმანეთს, მათ შორის კაცებიც. ეს რა თქმა უნდა ეხება ახლობლებს , მეგობრებს და ნათესავებს. თუმცა თუ თქვენ მეორედ ნახეთ ბერძენი, ის ახლობლად ჩაგთვლით და კოცნის გარეშე ვერ გამოხვალთ.:)

11. ძალიან აფასებენ გერმანელებს. არ უყვართ თურქები და ალბანელები. ეჭვის თავლით უყურებენ სერბებს, ისინი აქ შეიძლება ითქვას შვკანიანების როლში არიან.

12. განსაკუთრებული დამოკიდებულება ააქვთ კვიპროესელებთან.

13. შერეულ ქორწინებებას საბერძნეშში არ მიესალმებიან, თუმცა გამონაკლისიც საკმაოდ ხშირია.

14. ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაცია აქ არ არსებობს, ამის როლს ასრულებს ეკლესია. ასე გამოდის რომ ბერძნები ან ჯვარს იწერენ ან “სამოსქალაქო” ქორწინებაში არიან.

15. ჯვრისწერას დიდი სერიოზულობით ეკიდებიან, ამაში დიდ როლს ასრულებს ბერძნების რელიგიურობა. ჯვრისწერისთვის ბერძნებს სჭირდებათ უამრავი საბუთების შეგროვება, არაფერი რომ არ ვთქვათ უცხოელებზე. აუცილებლად უნდა იყოთ მონათლული, უნდა აიღოთ ნებართვა ჯვრისწერაზე, გადაიხადოთ რამდენიმე სახის გადასახადი და ასე შემდეგ.

16. ცოლს გვარი თავისი რჩება. ქმრის გვარზე გადასვლა შეუძლებელია, შვილებს შუძლიათ მისცენ ან მამის გვარი ან დედის.

17. გაყრა პრაქტიკულად შეუძლებელია.

18. 99,9% ბერძნების მონათლულია. მონათვლა დიდ მოვლენად ითვლება და აუცილებლად დღესასწაულობენ.

19. ერთი საათით დაგვიანება ბერძნებისათვის ჩვეულებრივი ამბავია.

20. მძღოლებს მანქანები დაყავთ საშინლად. მოძრაობის წესებს არღვევენ, წითელ შუქნიშანზე არ აჩერებენ. ღამით არ ჩაგიქრობენ შორი განათების ფარებს. ჩააქრობენ მხოლოდ მაშინ , როცა 10-ჯერ მაინც მიანიშნებ ამაზე.

21. ბენზინი ძაან ძვირია ის მერყეობს – 1.5-დან – 1.8 ევრომდე ლიტრზე.

22. ხალხი ძალიან ხმაურიანია, თუმცა არც იმდენად, როგორც იატალიელები.

23. საერთოდ ძალიან ძვირი ქვეყანაა, ფასდაკლებები არის ივლისსა და აგვისტოში, ამ დროს უამრავი ხალხი ირევა მაღაზიებში.

24. მეგაპოლისები აქ მხოლოდ ორია, ათენი და სალონიკი. 90% ტერიტორიის უკავია პატარა ქალაქებს და სოფლებს. ძირითადად დაბალი სახლებია, ხუთ სართულამდე მაღალსართულიანი სახლები ან ოფისებია ან სასტუმროები.

25. დიდ საწარმოებს აქ ვერ ნახავთ. ადრე იყო უცხოელების მიერ გახსნილი ქარხნები, თუმცა საგადასახადო პოლიტიკის გაუარესებასთან ერთად თითქმის ყველა მათგანი დაიხურა. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. საბერძნეთს ექსპორტზე გააქვს ფორთოხალი, ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი.

26. ბიზნესი ჩვეული გაგებით არ არსებობს, მაგრამ არის ძალინ ბევრი პატარა ფირმები სადაც მუშაობენ მარტო მესაკუთრეები და მათი ოჯახის წევრები.

27. გზები კარგია, როგორც ქალაქში ასევე ქალაქგარეთ. არის როგორც ფასიანი ასევე უფასო მაგისტრალები.

28. ტაქსი საკმაოდ ძვირია, 5 წუთის მგზავრობა შეიძლება დაგიჯდეთ 5-6 ევრო.

29. ისეთი ბენზინის ავტოგასამართი სადგურები , როგორიც ჩვენთანაა ქალაქში არ არის, მხოლოდ ავტომაგისტრალებზე და ისიც უნდა გადაუხვიოთ მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრი.

30. ქალაქში მხოლოდ პატარა კერძო ბენზოკალონკებია, რომლებიც განთავსებულია პირდაპირ საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. (!)

31. გადასახადების გადახდა აქ მაინცდამაინც არ უყვართ, ამის გამო სახელმწიფოს ხშირად ექმნება ფინანსური პრობლემები.

32. ამიტომაც კანონები აქ იქეთკენაა მიმართული, რომ ამოიღონ მაქსიმალური რაოდენობა გადასახედების. მაგალითად ვერ იყიდით იმ მანქანას , რომელიც თქვენ გსურთ და უნდა იყიდოთ ისეთი, რომელიც შეესაბამება თქვენს ხელფასს (?). ან უნდა გადაიხადო უფრო მეტი გადასახადი. იგივე ეხება უძრავ ქონებას და მიწას.

33. ბომჟებს საბერძნეთში ვერ ნახავ, შეგხვდებათ მათხოვრები, თუმცა ბერძნები გეტყვიან , რომ ისინი ბოშებია ან ალბანელები. თუმცა ისინი ბევრი არ არიან.

 

მსგავსი ამბები

Back to top button