არქივი

რჩევა საჩუქრის შერჩევისას

5a6e75413270
დღესასწაულები ახლოვდება და საჩუქრების შერჩევის დროც დგება. რასაკვირველია, ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, თუ ვის ვჩუქნით და რასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ უფრო ბევრი უფრო კარგს არ ნიშნავს. ძვირადღირებულ ნივთს დამატებული რაიმე იაფფასიანი ნივთი პირიქით აკნინებს საჩუქრის სიძვირფასეს. თუ მაგალითად, თქვენ ახლობელს უყიდით ძვირფას ქაშმირის სვიტერს და ზედ 20 ლარიან სასაჩუქრე ბარათს დაამატებთ, საჩუქარი გაცილებით ნაკლებად შთამბეჭდავი გახდება, ვიდრე ეს მარტო სვიტერი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ბარათიანი უფრო მეტფასიანი გამოდის.

ერთ–ერთ ონლაინ მაღაზიაში ჩაატარეს ასეთი ცდა: გასაყიდად ჩადეს აიპოდ თაჩი გარკვეულ ფასად. შემდეგ გააკეთეს სასაჩუქრე ვერსია: ზუსტად იგივე აიპოდ თაჩს დაამატეს თავისივე ორიგინალი ჩასადები ჩანთა და ცარიელი mp3 ჩასაწერი დისკი და ფასი იგივე დაადეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომხმარებელთა 92 %–მა თავის სურვილების სიაში მარტო აიპოდი გადაიტანა და მხოლოდ 8%–მა აირჩია საჩუქრებდამატებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ქვეცნობიერად, მომხმარებელი კრებს ნივთების რაოდენობას და ასაშუალოებს თითოეულის ფასს. ამიტომ იქმნება ილუზია, რომ იგივე თანხის გადახდით ნაკლებადფასიანს ყიდულობს.
1cd6f5051a13
კიდევ ერთი მაგალითი იმაში დასარწმუნებლად, რომ უფრო ბევრი უკეთესს არ ნიშნავს. გამომცდელებმა გააკეთეს სასტუმროების ონლაინ სია, სადაც აღწერილი იყო სხვადასხვა მომსახურების მქონე სასტუმროები. შემდეგ იგივე სასტუმროებისგან გააკეთეს სხვა სია, სადაც ყოველ სასტუმროს აღნიშნული ჰქონდა დამატებითი მომსახურების ტიპი ან აღწერა. შემდეგ თხოვეს 500–მდე მომხმარებელს აერჩიათ სასტუმრო – გამოკითხულთა ნახევარს ერთი სიიდან, მეორე ნახევარს – მეორე სიიდან. შედეგმა აჩვენა, რომ ერთი და იგივე სასტუმრო აირჩიეს იმ სიიდან, რომელშიც ეწერა მხოლოდ მისი 5–ვარსკვლავიანი აუზის შესახებ, ხოლო მეორე სიაში, სადაც ეწერა, რომ ამ სასტუმროს აქვს 5–ვარსკვლავიანი აუზი და 3–ვარსკვლავიანი სამზარეულო, იგი არავინ აირჩია.
ასე რომ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს მათემატიკურად. ორი ყველთვის ვერ ჯობია ერთს. ერთი და კარგი ჯობია, ვიდრე ერთი კარგს დამატებული ერთი საშუალო.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button