ახალი ამბებიგამოგონება

“კომუნიზმი” ნორვეგიაში


გახსოვთ ალბათ, ნორვეგიის შესახებ დადებულ პოსტში ვსაუბრობდი სოფლის მაღაზიების შესახებ სადაც გამყიდველი არ არის, იყიდით პროდუქტს, ჩააგდებთ ყულაბაში ფულს და თქვენვე აიღებთ ხურდას, რამდენიც გეკუთვნით. ყველაფერი ნდობაზეა დამყარებული და თქვენს სინდისზე. არავინ და არაფერი გიშლით აიღოთ საქონელი ან დღის ნავაჭრი ფული, რომელიც იქვე დევს თაროზე. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ სავსებით რეალური.(ტიპიური მაღაზიები შვეიცარიაშიც ყოფილა) მახსოვს ჩემს “კომუნისტურ” ბავშვობაში სკოლაში გვასწავლიდნენ , რომ -“კომუნიზმში არ იქნება ფული, შეხვალ მაღაზიაში და აიღებ იმას რაც გინდა და იმდენს რამდენიც გჭირდება”. მაშინ ეს არარეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ ეტყობა ნორვეგიაში უკვე დიდი ხანია კომუნიზმია. ამის დასტურად დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთერთი ასეთი მაღაზია.

აი ეს პატარა სოფლის მაღაზიაც

ტიპიური ფერმა ნორვეგიაში , სწორედ ამ ფერმებში ქმნიან იმ პროდუქციას, რომელსაც მერე ამ მაღაზიებში იყიდება

შეხვალ მაღაზიაში და იყიდი რაც გჭირდება, ყოველგვარი გამყიდველის გარეშე

ყველაფერი შეფუთულია და დაფასოებულია კილოგრამების მიხედვით

კომბოსტო იყიდება არა კილოგრამებით, არამედ რაოდენობის მიხედვით.

რაღაცეები უკვე გაყიდულა და აღარ არის

ფასები ყველაფერს აწერია

შეგიძლიათ ბავშვის ტანსაცმელიც შეიძინოთ


აი ბოლოს მიდიხართ ამ თაროსთან, ყრით ფულს ყულაბაში და ამოიღებთ იმდენ ხურდას , რამდენიც გეკუთვნით

აი ეს ყულაბაც

წყარო: nnm.ru

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close