არქივი

ვამპირთა სახეობები.

aacfb15082ad

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ვამპირთა რამდენიმე სახეობას.იმედია მოგეწონებათ.

ასანბოსამი-აფრიკული ვამპირია და ცნობილია სამხრეთ განაში, აშანტის ტომებს და სპილოს ძვლის სანაპიროს — კოტ-დ’ივუარსა და ტოგოს მცხოვრებთა შორის. გადმოცემების თანახმად, ასანბოსამი უღრან ტყეებში ბინადრობდა და ყველაზე ხშირად მას მონადირეები წააწყდებოდნენ ხოლმე. საერთოდ, მას ადამიანის გარეგნობა აქვს, ორი გამონაკლისით: რკინის კბილები და ფეხზე კაუჭისმაგვარი გამონაზარდი აქვს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმ ხესთან გაივლის, სადაც ასანბოსამი ცხოვრობს, სიკვდილი არ ასცდება
9fbe8ca0b95e

ბრუშა — ქალი-ვამპირი პორტუგალიიდან. ბრუშა ვამპირის სახეს, როგორც წესი, ჯადოქრობის საშუალებით იღებს. ღამ-ღამობით თავის სახლს ფრინველის ფორმაში ტოვებს. ყველაზე ხშირად იგი გადაღლილ, გზააბნეულ მოგზაურებს ესხმის თავს. გადმოცემის თანამად, დილაობით ის ლამაზი ქალის სახით გვევლინება და ჩვეულებრივ, ადამიანურ ცხოვრებას ეწევა; უყვარს ბავშვები, რომლებიც საბოლოო ჯამში მის მსხვერპლებად იქცევიან. მისი მოკვლა შეუძლებელია.

c80e657628d8

დანაგი — ვამპირი ფილიპინებიდან, რომელსაც უკავშირდება კუნძულებზე მცენარე ტაროს გახარება მრავალი წლის წინ. ისტორიულად, დანაგი ადამიანებთან თანამშრომლობდა, მაგრამ მათი მეგობრობა დასრულდა მაშინ, როცა ქალმა თითი გაიჭრა და დანაგმა ჭრილობა მოუწოვა; ამ დროს კი მას ისე მოეწონა გემო, რომ „მსხვერპლს“ სისხლი სულ გამოაცალა.

ee1f61b9ca91

ჯარეგ-დუე — საზარელი ქალი-არსება ირლანდიიდან, რომლის სახელიც “სისხლის წითელ მწოველს” ნიშნავს. ვამპირის ეს ნაირსახეობა, რომელსაც კელტების ხანას უკავშირებენ, დღემდე თავზარს სცემს ადგილობრივ მოსახლეობას. ასეთი არსების სავარაუდო ადგილსამყოფელის გაუვნებელყოფის ერთადერთი საშუალებაა, საფლავზე ქვების დახვავება.

დეარგ-დუეს შესახებ ყველაზე ცნობილი თქმულებაა ლამაზი ქალის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ უოთერფორდშია დაკრძალული, ეკლესიის ეზოში, “წელში მოხრილი ხის” გვერდით. წელიწადში რამდენჯერმე იგი ამოდის საფლავიდან და თავის უნარს იმისთვის იყენებს, რომ ადამიანი შეაცდინოს და შემდეგ – მოკლას.

3ce6fcf528ea

ოპელზოიგერი – გერმანელი ვამპირი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთითაა აღმოჩენილი — ვენდებს შორის (სლავური რასა). გადმოცემის თანახმად, ბავშვი, რომელსაც დედის ძუძუს მოაცილებენ, ვამპირად იქცევა. დოპელზოიგერი ნათესავების მკერდის ხორცსავსე ნაწილებით იკვებება და ამით იხანგრძლივებს სიცოცხლეს.

ცოტა ვიკიპედია დავიხმარე, მაგრამ ძირითადი ნაწილი ჩემით დავწერე.

მსგავსი ამბები

Back to top button