საკითხავისასარგებლო

ბავშვების 10 ცუდი თვისება

პოსტში მოგითხრობთ იმ 10 თვისების შესახებ რომლებიც პატარა ბავშვებს აქვთ , მაგრამ დამეთანხმებით ზოგიერთი თვისება ზრდასრულ ასაკში ადამიანი მაინც ვერ ივიწყებს.

პირველი თვისება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება პატარა ბავშვებში არის ცხვირში თითის შეყოფა.გასაგებია ბავშვი ამას გააზრებულად არ აკეთებს, მაგრამ მან არ იცის რომ ეს ცუდი თვისებაა, დამერწმუნეთ მშობელს შეუძლია ბავშვი გადააჩვიოს ამ საქციელს.

მეორე თვისება ეს არის სხვა ბავშვებისთვის თმების მოწიწკვნა, კაწვრა.

მესამე თვისება არის ცერა თითი პირში ჩადება. რა თქმა უნდა ჩვილი ბავშვისთვის ეს დამახასიათებელია და არ არის გასაკვირი მაგრამ ცუდად ჩანს როცა ამას სკოლის მოსწავლე აკეთებს ( I, ან II კლასელები)

მეოთხე თვისება არის მათ ასაკთან შეუფერებელი უზრდელური ლაპარაკი, მაგრამ ეს ბავშვის ბრალი სულაც არ არის, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემოცვაში ცხოვრობს ბავშვი, რა გარემოში დადის და ირგვლივ როგორ ლაპარაკობენ ადამიანები.

მეხუთე ეს არის ბავშვების მისწრაფება სწრაფ კვებაზე, ეს თვისება დიდ გავლენას ახდენს პატარას ჯანმრთელობაზე, ძნელია მათი კონტროლი, მაგრამ მშობლების მოვალეობაა მკაცრად აკონტროლონ შვილის კვება.

მეექვსე ეს არის კომპიუტერისადმი და კომპიუტერული თამაშებისადმი მისწრაფება. 6 წლამდე ბავშვისთვის დასაშვებია დღეში 10–15 წუთით კომპიუტერთან ჯდომა, დიდი დროით გაჩერება კი ვნებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მხედველობის პრობლემებსაც აჩენს. ხოლო 6-წლიდან საშუალო ასაკამდე – 15 წლამდე კომპიუტერთან ყოფნის ლიმიტია 20-30 წუთი.

მეშვიდე თვისება არის სიგარეტის მოწევა. სტატისტიკურად, სიგარეტის მოწევას 18-21 წლის ასაკში იწყებენ. მაგრამ არის უამრავი შემთხვევა როდესაც 12-13 წლის ასაკშიც კი ბავშვი იწყებს მოწევას, ამას კი მხოლოდ ინტერესის გულისთვის აკეთებს. ბავშვისთვის ერთხელ მოწევაც კი “დამღუპველია”, რადგან მას არ აქვს 12-13 წლის ასაკში ის ნებისყოფა გამომუშავებული რომ მან შემდეგ მოწევას თავი დაანებოს და ამიტომ უკვე თავს ვეღარ ანებებენ, აზიანებენ თავიანთ ჯანმრთელობას დ ავერ აცნობიერებენ თუ რა ზიანს აყენებენ საკუთარ თავს.

მერვე თვისება ეს არის კბენა. ეს თვისება უფრო დამახასიათებელია 8-9 წლამდე ბავშვებისთვის, როდესაც მათ რაღაც არ მოსწონთ ან ვიღაც და მათ წინააღმდეგ ასეთ ,,საყვარელ” ხერხს იყენებენ.

მეცხრე თვისება არის კამათი მშობლებთან და უფროსებთან, რაც ხშირად არასასიამოვნოდ მთავრდება პატარებისთვის.

მეათე თვისება არის თითის გაშვერა ადამიანებისკენ. ეს მათ აღზრდაზე მეტყველებს და მშობლებმა უნდა ასწავლონ რომ ეს ცუდი საქციელია.

P.S. დამეთანხმებით არავინ ვყოფილვართ ბავშვობაში სრულყოფილები, ყველას ჩამოთვლილი თვისებებიდან გვქონია ზოგიერთი თვისება. არავინ ვართ გამონაკლისები.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close