არქივი

მძლეოსნობა და მისი ისტორია

07d83fd89bd9
ამ პოსტით მინდა ქართველებს გავახსენო რომ მძლეოსნობა არსებობს და მისი ისტორია შემოგთავაზოთ…
საქართველოში მძლეოსნობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია…მართალია მძლეოსნები გვყავს მაგრამ ეს არ კმარა…თბილისში რომ გაიკითხო მძლეოსნობა რა არისო გეტყვიან არ ვიციო ან ხელის გადაწევა და ჩხუბიო.მძლეოსნობა მე პირადად ყველა სპორტს მირჩევნია ამიტომაც მინდა შემოგთავაზოთ მძლეოსნობის ისტორია თუ როგორ გაჩნდა იგი პირველად.

მძლეოსნობის აღმოცენების ისტორია სათავეს უძველესი დროიდან იღებს. პირველყოფილ ადამიანს სისტემატურად უხდებოდა სირბილის, ხტომებისა და ტყორცნების გამოყენება და ყოველივე ეს მჭიდროდ იყო დაკავშირებული საკვების მოპოვებასა და თავდაცვასთან. დიდმა დრომ განვლო მას შემდეგ, ვიდრე ისინი ფიზიკური აღზრდის საშუალებად და სპორტის ერთ-ერთ სახეობად იქცეოდნენ.დღეს მძლეოსნობას სპორტის დედოფალს უწოდებენ და იგი ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა მსოფლიოში.
როგორც ცნობილია, ოლიმპიური თამაშები სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნიდან იღებს და მძლეოსნობა ანტიკური ოლიმპიადის პროგრამის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი იყო. 776 წლიდან პირველ ოლიმპიადაზე ასპარეზობა მხოლოდ ერთ სახეობაში, ერთ სტადიაზე (დღევანდელი 192 მეტრი და 27 სმ) რბენაში იმართებოდა. რბენის ეს სახეობა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში (13 ოლიმპიადაზე) ერთადერთი შეჯიბრება იყო ელინთა ზეიმზე.
მიუხედავად იმისა, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IAAF) 1912 წელს შეიქმნა, სპორტის ეს სახეობა 1896 წლიდან სისტემატურად არის თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. პირველ ეტაპზე, 1924 წლის პარიზის ოლიმპიადის ჩათვლით, მხოლოდ კაცები ასპარეზობდნენ, ქალები კი ოლიმპიურ თამაშებში 1928 წლიდან გამოდიან.ევროპის ჩემპიონატები მძლეოსნობაში 1934 წლიდან ტარდება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატები სათავეს 1983 წლიდან იღებს.დღეისათვის მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს 212 ქვეყნის ეროვნულ ფედერაციას აერთიანებს. ამჟამად ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედლების 46 კომპლექტი თამაშდება (22 ქალებისა და 24 მამაკაცებისათვის).
ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, შეჯიბრებები მძლეოსნურ სახეობებში (რბენა, ხტომა, შუბის ტყორცნა და სხვა) ჯერ კიდევ წარმართულ ქართულ ხალხურ დღესასწაულებზე იმართებოდა.მძლეოსნურ ვარჯიშებს, როგორც სამხედრო მომზადების საშუალებას, ფართოდ იყენებდნენ მეფის რუსეთის დროინდელ საქართველოში. 1948 წელს შეიქმნა ფიზიკური აღზრდის კავკასიის ე. წ. განსაკუთრებული ოლქი, რომელსაც სპორტის სხვა სახეობებთან ერთად მძლეოსნობის განვითარებაც ევალებოდა.
საქართველოში პირველი პროფესიული მძლეოსნური ჯგუფი 1918 წელს თელავში ჩამოყალიბდა და მას გიორგი ჩიკვაიძე ჩაუდგა სათავეში. მძლეოსნური რეკორდების აღრიცხვა ჩვენს ქვეყანაში 1922 წლიდან დაიწყო. საქართველოს პირველი რეკორდსმენი ბორის დიაჩკოვი იყო, რომელმაც 100 – მეტრიანი დისტანცია 12,4 წამში გაირბინა. მძლეოსნობის განვითარებას ხელი შეუწყო 1935 წელს თბილისის ,,დინამოს_ სტადიონისა და სპეციალიზებული სპორტული სკოლის გახსნამ.საქართველოს მძლეოსნებისათვის წარმატებული აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ნინო დუმბაძემ, ლევან სანაძემ, ელენე გოკიელმა, ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინამ, ალექსანდრე შჩერბინამ, იური დიაჩკოვმა, ლამარა ტუღუშმა, რევაზ ტრაპაიძემ, ედუარდ ლომთაძემ, ლუდმილა იევლევამ, გურამ გუდაშვილმა, ანდრო ბედუკაძემ და სხვებმა.ისტორიული მნიშვნელობისა იყო რობერტ შავლაყაძის გამარჯვება 1960 წელს რომის XVII ოლიმპიურ თამაშებში, რომელმაც სიმაღლეზე ხტომაში უშუალო ბრძოლაში აჯობა მსოფლიო რეკორდსმენს, ამერიკელ ჯონ თომასს და ევროპის რეკორდსმენს, რუს ვალერი ბრუმელს. სიცოცხლეშივე ლეგენდარულ სპორტსმენად აღიარეს პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი სამხტომელი ვიქტორ სანეევი, რომელმაც ოთხ ოლიმპიადაზე იასპარეზა და სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.დამოუკიდებელი საქართველოს მძლ-ეოსნობის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 30 აპრილს, რომელიც 1992 წლის 30 მაისიდან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა (IAAF) და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის (EAA) წევრია.1991 წლიდან საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია თამაზ მდინარაძე.

საქართველოს მძლეოსნებმა მედლები მოიპოვეს:
ოლიმპიადაზე
ვიქტორ სანეევმა – 1968 წ. მეხიკოში – ოქრო,1972 წ. მიუნხენში – ოქრო,1976 წ. მონრეალში – ოქრო,1980 წ. მოსკოვში – ვერცხლი
1980 წ. მოსკოვში – ვერცხლი
რობერტ შავლაყაძემ – 1960 წ. რომში – ოქრო
საიდა გუმბამ – 1980 წ. მოსკოვში – ვერცხლი
ლევან სანაძემ – 1952 წ. ჰელსინკში – ვერცხლი
მაია აზარაშვილმა – 1988 წ. სეულში – ბრინჯაო
ნინო დუმბაძემ – 1952 წ. ჰელსინკში – ბრინჯაო
ნადეჟდა დავალიშვილი-ხნიკინამ _ 1952 წ. ჰელსინკში და 1956 წ. მელბურნში _ ბრინჯაო
4 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო. სულ- 11

ევროპის ჩემპიონატებზე
ოქროს მედლები მოიპოვეს
ნინო დუმბაძემ _ 1946, 1950
ანატოლი მოშიაშვილმა- 1974
ლევან სანაძემ – 1950
ვიქტორ სანეევმა – 1969, 1970, 1972, 1973, 1974, 1975, 1976, 1977

ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ელენე გოკიელმა – 1946 _ 2.
ვიქტორ სანეევმა – 1971, 1978

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ლუდმილა იევლევამ – 1968
ლევან სანაძემ – 1954
რობერტ შავლაყაძემ – 1966
ალექსანდრე შჩერბინამ – 1966

ევროპის ჩემპიონი-4,ოქროს მედალი-12,ვერცხლის მედალოსანი-2, ვერცხლის მედალი-4,ბრინჯაოს მედალოსანი-4,ბრინჯაოს მედალი-4

სულ-20 მედალი (12 ოქრო,4 ვერცხლი,4 ბრინჯაო).

წყარო: www.opentext.org.ge

მსგავსი ამბები

Back to top button