გართობაუცნაური

ცრურწმენები ორსულობის დროს

df2499401a2a
საკმარისია ნათესავებმა და ახლობლებმა თქვენი ორსულობის შესახებ გაიგონ, რომ იწყება ათასგვარ ცრურწმენაზე დაფუძნებული რჩევების კორიანტელი. ზოგიერთი ამბობს, რომ ამ პერიოდში თმის შეჭრა არ შეიძლება, ზოგიც სარეცხის გაფენას დაგიშლით… მოდით გავერკვიოთ მედიცინის თვალსაზრისით, რამდენად მართალია ეს ცრურწმენები და ღირს თუ არა მათი დაჯერება.
de0ae49beb9c
ცრურწმენა 1 – ორსულობის დროს არ შეიძლება თმების შეჭრა
ძალიან ადრე ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ თუ ორსული თმას შეიჭრიდა ამით ის ბავშვს სიცოცხლეს შეუმოკლებდა. სინამდვილეში არავითარი კავშირი არ ამასთან არ არსებობს. ეს სულელური ცრურწმენა დაუტოვეთ მათ, ვისაც თავის მოვლა ორსულობაში არ სურს. თავისუფლად შეგიძლიათ ესტუმროთ სილამაზის სალონს იმდენჯერ რამდენჯერაც გინდათ, მითუმეტეს ორსულობაში ბევრს თმის ბოლოების გაყოფა და ცვენა ეწყება. ამ დროს კი თმის ოდნავი დამოკლება აუცილებელია.
fc224ba92bf8
ცრურწმენა 2 – არ მოქსოვოთ
არის ცრურწმენა რომ დედა თუ ქსოვს ბავშვს ჭიპლარი შემოეხვევა. სინამდვილეში ქსოვა შეიძლება და მეტიც, ის სასარგებლოც არის, რადგანაც ნერვულ სისტემას ამშვიდებს. თუმცა დიდი ხნითაც არ ღირს ამ გატაცებით დაკავება-ორსულისთვის ერთ პოზაში დიდი ხნით განმავლობაში ჯდომა არ არის სასურველი.
aad16809726d
ცრურწმენა 3 – არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე
ბევრი აშინებს ორსულებს რომ ბავში მოიგუდება. ექიმები კი ამბობენ, რომ ამ მდგომარეობაში უარესდება სისხლის მიმოქცევა და მომავალ დედას შეიძლება ვენების ვარიკოზული გაგანიერება დაემართოს.
6c5983986c7d
ცრურწმენა 4 – არ გადაიღო სურათი
საიდან წამოვიდა ცრურწმენა ალბათ აღარავის ახსოვს… ბევრი მომავალი დედიკო იღებს ფოტოსესიებში მონაწილეობას, რომ არც ერთი ორსულობის მომენტი არ გამოეპაროს, რადგანაც ცხოვრების ამ პერიოდს ხომ ბევრი დადებითი მოგონება უკავშირდება. როგორც ვხედავთ ესეთი დედიკოები ჯანმრთელ და ლამაზ პატარებს აჩენენ. ასე რომ, ნუ დაუჯერებთ ყველა ცრურწმენას, რომელშიც სიმართლის მარცვალიც კი არ არის. დაუჯერეთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც დასაბუთებულად აგიხსნიან ამა თუ იმ შეზღუდვას და რჩევებსაც არ დაიშურებენ.
30ef192eb7af
ცრურწმენა 5 – არ დაიძინოთ ზურგზე
ცრუმორწმუნე ორსულებს გონიათ რომ ზურგზე წოლა ბავშვისთვის სასარგებლო არ არის. ექიმების აზრით სანამ ნაყოფი პატარაა, დედას ნებისმიერ პოზაში შეუძლია დაძინება. რაც დიდია მუცელი მით მოუხერხებელი ხდება მუცელზე ძილი, ამ დროს გინეკოლოგები მარჯვენა გვერდზე გვირჩევენ დაწოლას. ზურგზე წოლისას გაზრდილი საშვილოსნო ხერხემალზე დიდ დატვირთვას ახდებს, ასე რომ ამ პოზაში წოლა დედისთვის არ არის რეკომენდებული.
ace6af113943
ცრურწმენა 6 – არ შეიძლება წინასწარ ბავშვისთვის ტანსაცმლის შეძენა
თუ ამ ცრურწმენას დავუჯერებთ, მშობიარობის შემდეგ მამა, ბებიები და ბაბუები სასწრაფოდ უნდა გაიქცნენ და ბავშვს ყველაფერი უყიდონ. როგორც წესი ეს სერიოზული კონფლიქტის მიზეზი ხდება ხოლმე. თან არ არის გარანტია, რომ დედიკოს ნათესავების შეძენილი რაღაცეები მოეწონება.
ამიტომ უმჯობესია ფანატიზმის გარეშე, ნელ-ნელა, მომავალმა დედიკომ შეიძინოს საჭირო ნივთები პატარასთვის, მითუმეტეს რომ მაღაზიაში სასიამოვნოა საყიდლებზე სიარული და ბევრ დადებით ემოციას მოუტანს მას, რაც თავის მხრივ კარგათ აისახება ორსულობასა და მშობიარობაზე.
187676b57fd4

ცრურწმენა 7 – არ მიიღოთ აბაზანა

აბაზანისგან თავის შეკავებას გვირჩევენ, რომ ნაადრევი მშობიარობა არ დაიწყოს. საშიშროებას ცხელი წყალი წარმოადგენს, ხოლო თბილი წყალი ზღვის მარილთან ერთად ხსნის დაძაბულობას და დადებითად მოქმედებს ორსულის ნერვულ სისტემაზე. ცხელ აბაზანაზე უმჯობესია უარი თქვან მათაც, ვისაც წნევის პრობლემა აწუხებთ.

ცრურწმენა 8 – არ მოყვეთ თქვენს ორსულობაზე

ეს ცრურწმენა ფესვებით შორეული დროიდან მოდის. მაშინ ითვლებოდა რომ ვინმე ორსულს გათვალავდა და ბავშვის მაგივრად ის ეშმაკუნას გააჩენდა. თუმცა საღი აზრი აქ დევს. პირველი 3 თვე ყველაზე რთულია ორსულისთვის, ყველაზე დიდი საშიშროებაც არის მუცლის მოშლის. ამიტომაც მართლაც უმჯობესი იქნება თქმისგან თავს თუ შეიკავებთ, ახლობლებისგან ზედმეტი ზრუნვა და ყურადღება თქვენთვის გამაღიზიანებელი რომ არ გახდეს.

ცრურწმენა  9  – არ დაკიდოთ ფარდები და არ გაფინოთ სარეცხი

მომავალ დედიკოებს უშლიან არა მხოლოდ სარეცხის გაფენას არამედ ხელების ზევით აწევასაც, ბავშვს ჭიპლარი შემოეხვევაო. გინეკოლოგები კი ამბობენ რომ ამ ქმედებეში არაფერია საშიში. ბავშვი რეგულარულად ეხვევა ჭიპლარში და შემდეგ თავს ინთავისუფლებს მისგან, იმის და მიუხედავად დედა რას აკეთებს.

მსგავსი ამბები

Back to top button