არქივი

დაუფასებელი ადამიანი – ლეგენდები

3675dc6393b9
ამ ქალში მე ღმერთს ვხედავ. ეს არის ქალი რომელმაც 2500 ბავშვი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.დანარჩენი აუცილებლად ნახე სრულიადში…

ირენა სანდლერი 1910 წელს პოლონეთში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს მან ვარშავის გეტოში ექთნად დაიწყო მუშაობა (მეორე ვერსიით კი სანტენიკის შემდუღებლად).

ხელსაწყოების ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა. ცოტა უფრო მოზრდილებისთვის კი სატვირთო საბარგულში ტომარა ჰქონდა.

d19825060fa4

ირენეს მუდამ თან ახლდა ძაღლი, რომელიც დაგეშილი ჰყავდა და აყეფებდა, როდესაც გერმანელი გუშაგებით გარშემორტყმულ ბანაკის ჭიშკარში შედიოდა ანტოვებდა იქურობას . ჯარისკაცები გაავებულ ცხოველს არ ეკარებოდნენ, მისი ყეფა კი პატარების ხმებს ფარავდა. ამ გზით ირენემ გეტოდან გამოიყვანა და სიკვდილს 2500 ბავშვი გადაარჩინა.

2b5de5bb226d

1943 წელს ირენა დაასმინეს. ნაცისტებმა ამხილეს და უმოწყალოდ სცემეს. ხელ-ფეხი გადაუმტვრიეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს თუმცა ჯალათი, რომელიც ბოლო გზაზე მიაცილებდა მოსყიდული იყო, მან ქალი საკნიდან გააპრა. ოფიციალურ მონაცემებში ის დახვრეტილად ჩაიწერა. ეს კეთილშობილი ქალი ომის ბოლომდე იმალებოდა, მაგრამ ქველმოქმედებას მაინც განაგრძობდა.

ირენას ყველა გადარჩენილი ბავშვის სია ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა შუშის ქილაში და თავისი ეზოს ბოლოს, ხის ძირში ჰქონდა დამარხული. ომის შემდეგ შეეცადა მოეძებნა მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მშობლების უმეტესობას სიცოცხლე გაზის კამერებში დაესრულებინა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.

1965 წელს ისრაელის სახელმწიფო მუზეუმმა მას ,,მსოფლიო ხალხთა წინამძღოლის” წოდება მიანიჭა. 2007 წელს კი მიენიჭა ,,თეთრი არწივის“ ორდენი.

1d4e8bb25b75

გასულ წელს ირენა სანდლერი ნობელის მსოფლიო პრემიაზე იყო ნომინირებული, თუმცა არ აირჩიეს. მის ნაცვლად პრემია ელ გორმა მიიღო გლობალური დათბობის სლაიდშოუსთვის.

2009 წლის აპრილის თვეში გამოვიდა ჯონ კეტ ჰარისონის ბიოგრაფიული დრამა ,,ირენა სენდლერის მამაცი გული” რომელიც გმირი ქალის ისტორიას ასახავს.

a39d6d6f28a7

ფილმი 2008 წელს ლატვიაში გადაიღეს მთავარ როლს მსახიობი ანნა პაკუინი ასრულებს.

ირენა სანდლერი 2008 წლის 12 მაისს გარდაიცვალა.

72eac6419741

0eee8c893fb0

ესეც ფილმის ტრეილერი

მსგავსი ამბები

Back to top button