საკითხავისასარგებლო

კარჩაკეტილობა ცივილიზაციებში

8e77011f0018

ჩაკეტილი ცივილიზაციები უძველესი დროიდან არსებობენ, მაგრამ საკმაოდ მცირე რაოდენობით. საზოგადოდ მიღებულია, რომ გახსნილი ცივილიზაცია უფრო მეტად ვითარდება, ვიდრე კარჩაკეტილი ცივილიზაცია. მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ასე არ არის. მაგალითისთვის ავიღოთ ძველი ეგვიპტე. დამეთანხმებით, რომ ეგვიპტელებმა უმაღლეს დონეზე აიყვეანეს თავიანთი კულტურა, არქიტექტურა, სამხედრო საქმე. ძველი ეგვიპტე პირველი სახელმწიფო იყო, რომელიც უაღრესად კარჩაკეტილი იყო, მიუხედავად ამისა მან უფრო დიდი კულტურა შექმნა, ვიდრე შუმერებმა, ბერძნებმა და რომაელებმა.

 

ძველი ეგვიპტე- კარჩაკეტილობის სათავეებთან

 

1919ce570b7b

ეგვიპტის იზოლაცია სხვა კულტურებისგან გამოწვეული იყო არა სხვათა გავლენისგან, არამედ თავად ეს ცივილიზაცია გრძნობდა თავს კარგად, როცა კარჩაკეტილი იყო. მსოფლიო ისტორიის მანძილზე არსებული კარჩაკეტილი ცივილიზაციებისგან ეგვიპტე ერთი ფაქტორით განსხვავდება. სხვა სახელმწიფოები იზოლირებულ პოლიტიკას ატარებდნენ მხოლოდ რაღაც გარკვეულ ეტაპებზე და დროს, ხოლო ძველი ეგვიპტე მთელი არსებობის განმავლობაში კარჩაკეტილი იყო, არც ერთ ფარაონს, არც ერთ დედოფალს არ გაჩენია სურვილი ღია პოლიტიკა ეწარმოებინა.

ამ ყველაფრის უპირირველესი მიზეზი ამ ერის სიამაყე იყო. ჩემი აზრით არ არსებულა არც ერთი ცივილიზაცია, რომელიც ეგვიპტელებზე ამაყი იქნებოდა (ჩვენ ქართველებიც, კი სიამაყით ვერ შევედრებით ძველ ეგვიპტელებს). სიამაყე ბატონობდა არამარტო მმართველ კლასში (ფარაონის ოჯახი და არისტოკრატია), არამედ მდაბიო მოსახლეობაშიც, მონების გამოკლებით (მონა ძველი ეგვიპტელი იშვიათად იყო, უმეტესად ძველ ეგვიპტეში მონები იყვნენ ებრაელები, ნუბიელები და ბერბერები და თავისთავად მათ სიამაყის გრძნობა არ ექნებოდათ). ძველი ეგვიპტის მდაბიო მოსახლეობა ყველა სხვა ხალხებისგან აღმატებულად თვლიდა თავს. მათ მიაჩნდათ, რომ მათზე აღმატებულ, განვითარებულ და სრულყოფილ კულტურას ვერავინ შექმნიდა. იმისათვის, რომ მათ შეენარჩუნებინათ კულტურული სრულყოფილება და განვითარება ერთადერთ გამოსავლად ეთნიკურ იზოლაციას მიიჩნევდნენ.

ძველი ეგვიპტის კარჩაკეტილობა არამარტო ხალხის შეგნებაში სახლობდა, არამედ ის ქვეყნის კულტურაში, რელიგიაში, სამხედრო მოწყობაში აისახება.

3f9227fba064

ძველმა ეგვიპტემ ახალი სამეფოს პერიოდში თავის ძლიერების ზენიტს მიაღწია (ტერიტორიულად და სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით). მას ემორჩილებოდა უამრავი ტომი და სახელმწიფო და თან ისინი შედიოდნენ ეგვიპტის შემადგენლობაში. როგორც წესი დაპყრობილი კულტურა განიცდის გაბატონებული კულტურის გავლენას და აქედან გამომდინარე იუდეველებში, ებრაელებში, ხეთების ნაწილში, ბაბილონელების და შუმერების ნაწილში (რომლებიც ეგვიპტელებს ემორჩილენოდნენ) უნდა გავრცელებულიყო ეგვიპტელთა დამწერლობა და კულტურა, მაგრამ ამის სურვილი თავად ეგვიპტელებს არ ჰქონდათ. ისინი დაპყრობილ ხალხებს ბარბაროსებს უწოდებდნენ და არ მიიჩნევდნენ სასურველად მათი “განუმეორებელი” კულტურის გავრცელებას მათში (პრინციპში მართლებიც იყვნენ, რადგან იმ დროისთვის მათზე აღმატებული კულტურა არ არსებობდა)
ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ ჩინეთს და ინდოეთსაც. მათ მიაჩნდათ, რომ საუკეთესო ადგილი სადაც ადამიანს შეეძლო ცხოვრება ეს ჩინეთი იყო (ეს დღევანდელ გამოკვლევებს ემთხვევა). ისინი პატივს ცემდნენ ჩინელებს მაგრამ, მათზე მაღლა არც მათ აყენებდნენ.

ასეთი კარჩაკეტილობის და უაღრესი სიამაყის გამო ძველმა ეგვიპტემ შექმნა სხვებისგან ძალიან განსხვავებული კულტურა და მიუხედავად მისი გაუჩინარებისა მსოფლიოს მეხსირებაში სამუდამოდ დარჩა, როგორც მსოფლიოს უდიდესი ცივილიზაცია.

დღეს არსებობს ამერიკაში ეთნოლოგიური სკოლა, რომელსაც “პანეგვიპტიზმი” ეწოდება და მიაჩნია რომ ცივილიზაციის, კულტურის, სახელმწიფოებრიობის და ყველაფერი ის რაც საზოგადოებას კულტურულს ქმნის გავრცელდა ძველი ეგვიპტიდან და შემდეგ სხვადასხვა ხალხში განიცადა სახეცვლილება. დღეს მეცნიერთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ძველი საბერძნეთი აღორძინდა ეგვიპტური კულტურის საფუძველზე, საბერძნეთი გახდა რომის იმპერიის საფუძველი და რომის იმპერია გახდა საფუძველი ცივილიზებული ევროპის ჩამოყალიბებაში. ეს არის პანეგვიპტიზმის ამოსავალი წერტილი- ძველი ეგვიპტეა ცივილიზებული ევროპის წინაპარი ცივილიზაცია.

 

 

იაპონიის თვითიზოლაცია


d44865d1e032

იაპონია რაღაც დოზით ყოველთვის იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან, მაგრამ ამას გარკვეულწილად ამას განაპირობებდა მისი მდებარეობა. მაგრამ კარჩაკეტილობა იაპონიაში როგორც ჩანს ისე არ განვითარდა, როგორც ძველ ეგვიპტეში, რადგან იაპონია ყოველთვის განიცდიდა მისი საზღვაო მეზობლის ჩინეთის გავლენას და პირიქით.

1603-1867 წლებში იაპონიას განაგებდა სამხედრო შოგუნთა დინასტია. ამ დინასტიის უკანასკნელი და უძლიერესი მმართველი იყო ტოკუგავა. საერთოდ ამ დინასტიის არსებობის განმავლობაში იაპონიის პოლიტიკაში შეიმჩნეოდა თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება, მაგრამ აბსოლიტური თვითიზოლაცია დაამყარა შოგუნთა დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა ტოკუგავამ. ტოკუგავამ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის უაღრესად რადიკალური ზომებით მოახდიანა ხელისუფლების ცენტრალიზაცია, მან დაიმორჩილა და მკაცრი კონტროლი დააწესა მთავრებზე და აზნაურებზე.

25de8d4fb3c3

ტოკუგავას მიაჩნდა, რომ სახელმწიფო და მისი მმართველი ძლიერებას მიაღწევდა თვითიზოლაციის საშუალებით. ამ მოსაზრების საფუძველზე ტოკუგავა შოგუნმა იაპონიაში გამოაცხადა აბსოლიტური თვითიზოლაცია, მოსახლეობა მიაჯაჭვა მიწას. გააუქმა ყოველგვარი სავაჭრო, კულტურული და ეკონომიკური კავშირები დანარჩენ მსოფლიოსთან. ამ პოლიტიკის მეშვეობით შოგუნმა მოახერხა ფოდალური წესის შენარჩუნება და გარეშე მტრებისგან თავდაცვა, ჩამოაყალიბა ფეოდალური აბსოლუტიზმი. შედეგად კი ქვეყანამ დაიწყო მშვიდობიანი განვითარება, რაც არ შეიმჩნეოდა შოგუნთა სხვა სამხედრო დიქტატორების დროს.

93acec056e7f

აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა ასეთი პოლიტიკა არ მოიწონეს და ტოკუგავას 1854-1858 წლებში თავს მოახვიეს არათანსწორუფლებიანი ანსეის ხელშეკრულებები. 1867-1868 წლებში ევროპის და ამერიკის დახმარებით იაპონიაში ტოკუგავას წინააღმდეგ მოეწყო ბურჟუაზიული აჯანყება, სადაც ტოკუგავა დამარცხდა და დაემხო, ხოლო შოგუნთა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

მიუხედავად შოგუნთა დინასტიის დამხობისა იაპონიამ სუსტი,მაგრამ არსებითი თვითიზოლაცია პირველ მსოფლიო ომამდე შეინარჩუნა.

 

 

ირანის ისლამური რესპუბლიკა- თვითიზოლაციის მემკვიდრე


f955c0fc0767

სპარსეთი (ირანს ირანი მხოლოდ მეოცე საუკუნეში დაერქვა მანამდე სპარეთი ერქვა) არასდროს ყოფილი კარჩაკეტილი ქვეყანა პირიქით ის მსოფლიოში ერთ-ერთი გახსნილი სახელმწიფო იყო. სპარსეთს უამრავი არასპარსი წარმომავლობის დინასტია ჰყოლია სათავეში.
1979 წელს ირანში დაემხო ფეჰლევიანთა სამეფო დინასტია და დამყარდა ისლამური რესპუბლიკა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ დაგმო კაპიტალიზმიც და სოციალიზმიც. ააყვავა ძველ სპარსული კულტურა, მაგრამ ეს ყველაფერი გააკეთა ისლამის ფარგლებში. ირანელთა უმრავლესობა შიიტია და ისლამური რესპუბლიკის მთავრობა პერეტენზიას აცხადებს, რომ ის არის შიიზმის დამცველი.

b5e59291cdb6

ირანელებს მიაჩნდათ, რომ ისლამურ რევოლუციას მხარს დაუჭერდა მთელი ისლამური სამყარო მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით ის საკმაოდ აგრესიულად შეხვდა ამ ფაქტს და საბოლოოდ ირანს თავს დაესხა სადამ ჰუსეინის ერაყი და ამ კონფლიქტის მოგვარებაში გაერომ თითიც არ გაანძრია. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ როგორც ავღნიშნე პოლიტიკური განვითარების გზად არ აირჩია, არც კაპიტალიზმი და არც სოციალიზმი, მას არ დაჭურეს მხარი დანარჩენმა ისლამურმა სამყარომ და საბოლოო ჯამში ირანმა თავის თავს გამოუტანა თვითიზოლაციის განაჩენი.

მიუხედავად ამ განაჩენისა ირანი უაღრესად სწრაფი ტემპებით ვითარდება, მას ჰყავს ძალიერ განათლებული ახალგაზრობდა და მთავრობისთვის მთავარი საყრდენი სწორედ ისინი არიან. თვითიზოლაცია ირანში ისეთი ინტენსიური არ არის, როგორც ძველ ეგვიპტეში და შოგუნების იაპონიაში იყო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თვითიზოლაციის პოლიტიკა არ დაიკარგა და მემკვიდრეობით გადმოეცათ თანამედროვე სახელმწიფოებსაც.

დღეს ირანი აზიაში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა და შესაბამისად სწორი არ არის ის ილუზია, რომ იზოლირებული ქვეყანა და კულტურა ვერ განიცდის აღმავლობას და განვითარებას.

Back to top button