საკითხავისასარგებლო

ტოპ 10 ფობია

ფობია ბერძნული სიტყვაა და შიშს ნიშნავს, კერძოდ რაიმე სიტუაციის,საქმიანობისა ან ადამიანის(ან ცხოველის) მიმართ ძლიერ პანიკურ შიშს. ფობიას,რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება მიაკუთვნებენ ნერვული გადახრის,ანომალიის ერთ-ერთ ნაირსახეობას. ამ პოსტში იხილავთ ამ ანომალიის ტოპ ათეულს მათივე განმარტებებით…

პირველია ადგილი დაიკავა არაქნოფობიამ-Arachnophobia

1.Arachnophobia-შიში ობობების მიმართ, ამ ფობიით ქრონიკულად დაავადებულებს ეშინიათ სურათზე ნანახი ობობისაც კი.

მეორე ადგილი დაიკავა სოციოფობიამ-social phobia.

2.social phobia-შიში ხალხის მიმართ. გამოწვეული შეიძლება იქნას უამრავი მიზეზის გამო, მაგალითად: როდესაც ადამიანი უარყოფილია სხვებისაგან ან შეფასებულია სხვებისგან ნეგატიურად, ან კიდევ როდესაც ადამიანი გრძნობს თავს დამცირებულად სხვების თვალში და ა.შ განსაკუთრებულად შეიმჩნევა ბავშვებსა და თინეიჯერებში.

მესამე ადგილზე გავიდა აეროფობია-aerophobia.

3.aerophobia-ფრენის შიში. ასეთი ფობიის მქონე ხალხი აშკარად იტანჯება თვითმფრინავით მგზავრობით.  უმეტესად შედარებულია კლაუსტროფობიასთან.(სივრცის ნაკლებობის შიში)

მეოთხე ადგილზეა აგორაფობია-agoraphobia

4.agoraphobia– არის შიში გახსნილი სივრცის მიმართ.აგორაფობიით შეპყრობილი ხალხი განიცდის შიშს დიდ მოედნებში, ცარიელ ქუჩებში, ან გახსნილ მდელოში. გახსნილი სივრცის გარდა, აგორაფობიკებს ასევე ეშინიათ ხალხმარავალი ადგილების. თვით სიტყვა აგორას  პირველი მნიშვნელობაა “ბაზარი” რაც ხალხმრავლობასთან იყო გაიგივებული. ეს ხალხი უსაფრთხოდ თავს მარტო შენობაში გრძნობენ, სადაც სრულიად მარტო ან ცოტა ხალხი არის. ყოველგვარი “საზოგადოებრივი  ადგილები” მათ აშინებთ, ისინი მარტო მოგზაურობასაც ვერ ახერხებენ ამ შიშის გამო.

მეხუთეზეა ზემოთხსენებული კლაუსტროფობია-claustrophobia.

5.claustrophobia-შიში ჩაკეტილი სივრცის მიმართ. ამ შიშით შეპყრობილნი გაურბიან ლიფტით მგზავრობას, ჩაკეტილ სივრცეს და ა.შ. ეწყებათ პანიკური შეტევები როდესაც არ აქვთ არსად გასაქცევი და ვერ ნახულობენ სიტუაციიდან გამოსავალს.

მეექვსე ადგილზეა აკროფობია-acrophobia.

6.acrophobia-სიმაღლის ავადმყოფური შიში. ეწყებათ პანიკა და თავბრუსხვევა , როდესაც იმყოფებიან დიდ სიმაღლეზე.

მეშვიდეა ემეტოფობია-emetophobia.

7.emetophobia-შიში იმისა რომ მოულოდნელად არ აგერიოს გული :D. ამ ფობიით დაავადებულ ადამიანებს ხშირად უწევთ დიდ მანძილზე სირბილი რათა თავი აარიდონ ხალხს :D.

მერვე ადგილზეა კარცინოფობია-carcinophobia

 8.carcinophobia- კიბოთი დაავადების აკვიატებული შიში. როგორც ვიცით კიბო არ არის გადამდები სენი.კარცინოფობს კი სჯერა რომ თუ ის შეეხება კიბოთი დაავადებულს ამით თვითონაც დაავადდება უნკურნებელი სენით.

მეცხრე ადგილი დაიკავა ბრონტოფობიამ-brontophobia

9.brontophobia-ჭექა-ქუხილის შიში.ასევე ცნობილია როგორც ასტრაფობია. ჭექა-ქუხილის დროს ბრონტოფობი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ქუხილის საზარელ ხმას და ჭექის საზარელ ნათებას,რადგან სხვა შემთხვევაში მათ ეკვრებათ სუნთქვა და ვარდებიან პანიკაში.

მეათეზე კი გავიდა ნეკროფობია-necrophobia.

10.necrophobia-გვამის,მკვდრის შიში.ამას მემგონი ახსნა არ ჭირდება…

მადლობთ,იმედია მოგეწონათ

 

 

 

 

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close