არქივი

ნიუ-იორკის მცხოვრებლები რუს ემიგრანტებზე

606447f01089

ერთმა ჩვეულებრივმა მოაზროვნე რუსმა, მიხაილ სობოლევმა გადაწყვიტა გამოკითხვა ჩაეტარებინა ნიუ-იორკის ქუჩებში, უფრო სწორად ერთ, 86-ე ქუჩაზე. მან გამოკითხა რამდენიმე ადამიანი, კითხვა კი ერთი იყო: როგორ იცოდნენ მათ კვარტალში ან მეზობლად მაცხოვრებელი რუსუენოვანი ხალხის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულები მარტო ამერიკელები არ ყოფილან, არამედ ემიგრანტებიც სხვადასხვა ქვეყნიდან. შედეგები გაგრძელებაში.

მაშ ასე, გამოკითხვის შედეგები:

ეთანი, მენეჯერი, 46 წლის

შეერთებულ შტატებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია კანონმორჩილი. კრიმინალურ დაჯგუფებებს რუსები არ ქმნიან, როგორ ლათინოამერიკელები, მაგრამ რუსული მაფიის გავლენით კავშირი აქვთ უკანონობასთან. რუსები “ცხვირს ყოფენ” უმსხვილეს სახელმწიფო ორგანიზაციებში. მათი გავლენა ყოველდღიურად იზრდება ჩვენს ქვეყანაში.

ენდი, სტუდენტი
აფროამერიკელი

ვერ ვიტან რუსებს. ყოველწლიურად იზრდება მათი რაოდენობა. მალე მთელი ამერიკა ჩინურად, ესპანურად და რუსულად ალაპარაკდება. თქვენ (ინტერვიუერი რუსია) ყველაფერზე წახვალთ, ოღონდ მიზანს მიაღწიოთ. თქვენი მიზანი კი მეტი ფულის შოვნაა. ამერიკა ცივილიზებული და კულტურული ხალხის ქვეყანაა და არა უიღბლოების. ახალი ამბები არ არის თქვენს გარეშე. ქურდები, ყაჩაღები და უსაქმურები. ხო, მართლა, თქვენი პრეზიდენტიც არაა თქვენზე უკეთესი, ისიც თქვენნაირია.

ჰაიდი, ბანკის თანამშრომელი
ამერიკელი, წარმოშობით პუერტო-რიკოდან

რუსები? რუსული არაყი, რუსული მაფია, დათვები, კრემლი, კომუნიზმი, – ესენი პირველია, რაც პირველად მომდის თავში. რუსული დიასპორა ძალიან ჩაკეტილია. თქვენ არ გაქვთ ურთიერთობა სხვა ეროვნების ხალხთან. ცხოვრობთ, როგორც თქვენს საბჭოთა კავშირში, მთელი სამყაროსგან მოწყვეტილები. რუსებს არ უყვართ, როცა შენიშვნას აძლებენ და ასევე, მათგან არ უნდა ელოდო მობოდიშებას.

აშრაფი, ტაქსისტი
ეგვიპტელი, ნიუ-იორკშია ბოლო 7 წელი

რუსი ემიგრანტები ძალიან ხმაურიანები არიან. უყვართ მოლხენა, სიმღერა, ხმაურიანი წვეულებები. მათი გაგება შეიძლება, ისინი ჩამოვიდნენ ქვეყნიდან, სადაც მთავარი სიმბოლო არაყია. რუსულენოვანები ძალიან ამოუცნობი ხალხია. მათ შეუძლიათ მთელი დღის მანძილზე ტაქსით იარონ და ერთი ცენტიც არ დაგიტოვონ ხურდა. თანაც, ისინი სრულიად დარწმუნებუნი არიან, რომ სწორად იქცევიან. მოკლედ, ძალიან უცნაური ხალხია.

ჯოუი, ამერიკელი, 36 წლის.

რუსებს შეუძლიათ ამერიკაში იცხოვრონ 20 წელი და არ ისაუბრონ ინგლისურად. არიან ბრაიტონში, სვამენ ჩაის და ღებულობენ დაზღვევას. ისიც კი არ მესმის, რას აკეთებენ ამერიკაში. ჩინელებს ბოსტნეულის გასაყიდი ჯიხურები, რესტორნები აქვთ, არაბებს – მაღაზიები, იტალიელებს -რესტორნები. და რუსებს? თქვენზე მსგავსს ვერაფერს გაიგებ. თქვენ, რა, ტყულად ზიხართ? თუ მიწისქვეშა ბიზნესს აწარმოებთ?

კამალი, გამყიდველი
პაკისტანელი, ნიუ-იორკშია ბოლო 11 წელი.

რა ვიცი აქაურ რუსებზე? მათი უმრავლესობა ძალიან მდიდარია, მუშაობენ მსხვილ კომპანიებში. ჩუმი ხალხია, არ უყვართ, როცა ელაპარაკებიან ან კითხვებს უსვამენ. ამით ძალიან გვანან პოლონელებს და იუგოსლავიელებს. ვეთანხმები იმ აზრს, რომ რუსი ქალები ერთ-ერთი ულამაზესები არიან მსოფლიოში. კიდევ ვიცი ალა პუგაჩოვას შესახებ, მომწონს მისი ხმა.

საიდი, გამყიდველი
თურქი, ამერიკაში 5 წელია.

რუსული დიასპორა – ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია აშშ-ში. ნიუ-ორკში რაიონი აღარაა, სადაც რუსები არ იყვნენ. თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რამდენი რუსი ცხოვობს სტამბულში. ისინი მალე თურქებს გადააჭარბებენ. ისე, თურქებს ძალიან უყვართ რუსის ქალები.მე ძალიან მიყვარს რუსული სამზარეულო. განსაკუთრებით “ვარენიკები”. თურქული სუდი ძალიან გავს რუსულს. საერთოდაც, ჩვენს ქალაქებს ბევრი აქვთ საერთო მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუსულმანები ვართ, თქვენ კი – ქრისტიანები.

ჯამალი, მაროკოელი, ამერიკაშია 9 წელია.

რუსები არასოდეს გვესალმებიან და იშვიათად იღიმიან, როცა სხვებს ესაუბრებიან. ამ თვისებებით მათი გამორჩევა ყოველთვის შეიძლება მრავალეროვანი იმიგრანტებიდან. ეს კი ალბათ იმის ბრალია, რომ საბჭოთა კავშირში ძალიან მკაცრი ტოტალირარული რეიჟიმი იყო. ლენინი, სტალინი და გორბაჩოვი… რუსებს ალბათ მობეზრდათ კომუნიზმი. ისიც გამიგია, რომ რუს ემიგრანტებს შორის ბევრია ე.წ. “კაგებეს” ყოფილი თანამშრომელი.

კიკი, იაპონური რესტორნის მიმტანი
იაპონელი, ორი წელია ამერიკაშია

არ გეწყინოთ, მაგრამ ჩემი აზრით, რუსი ემიგრანტები ძალიან ზარმაცები არიან. ისინი არასოდეს იმუშავებენ რანდენიმე დოლარისთვის. ისინი ძალიან მომთოვნები არიან და აღმერთებენ ყველაფერს ძვირფასს – დაწყებული სამოსიდან, დამთავრებული მანქანით. ძალიან მდიდარი რუსიც კი არ ტოვებს რესტორანში ხურდას. საიდუმლო არაა, რომ რუსებს ქურდებად თვლიან. თქვენ ძალიან გიყვართ, როცა სხვებისგან გამოირჩევით. გარდა ამისა, რუსები ბევრს ეწევიან და სვამენ. ცოტა დროს უთმობენ სპორტს დაცხოვრების ჯანსაღ წესს.

სონია, მენეჯერი
კორეელი, ამერიკაშია 7 წელია.

რუსული კულტურა ჩემთვის ასოცირდება პუშკინთან, არაყთან, ტანკებთან და პუტინთან. აი, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა. დანარჩენით ისინი თითქმის არ განსხვავდებიან კორეელი ემიგრანტებისაგან. კიდევ ვიცი, რომ რუსებს ძალიან უყვართ ფიგურული სრიალი და ციგურები.

ჯონი, სუპერმარკეტის მეპატრონე
ჩინელი, ამერიკაშია 16 წელია.

რუსები ბევრს სვამენ. მათ შეუძლიათ ერთად დალიონ არაყი, ვისკი, ღვინო და ტეკილა, უპირატესობას არ ანიჭებენ ერთ კონკრეტულ სასმელს. თუ სხვა ხალხი ალკოჰოლს იყენებს მხოლოდ სადღესასწაულოდ, რუსები სვამენ ყოველდღიურად. ისეთი შეგრძნებაა, რომ სასმელის მიმართ ლტოლვა მათ გენეტიკაშია. ჩემთვის საოცარია, რომ მათ შორის ცოტაა ალკოჰოლიკი.
რუსები არასოდეს ტოვებენ ხურდას, თუნდაც ხედავდნენ, რომ ამას იმსახურებს ადამიანი.

მარტა, დიასახლისი
იტალიელი, ამერიკაშია 16 წელია.

აბსურდია, მაგრამ ამერიკელებს ეშინიათ და ამავდროულად პატივს სცემენ რუს ემიგრანტებს. რუსებთან ურთიერთობა რთულია, რადგან ისინი ყოველთვის ელიან სხვისგან ტყუილს. კიდევ არსებობს მითი, რომ რუსი ქალები ძალიან ადვილად მისაღწევები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ მდიდარ ამერიკელებს გაყვნენ ცოლად. სხვა “დიდებით” გამოირჩევა ბრაიტონ-ბიჩი, სადა რუსები ცხოვრობენ. ის ძალიან ბინძური და ცუდი რაიონია.

გრეგი, მარკეტის თანამშრომელი
პოლონელი, ამერიკაშია 7 წელია.

რუსებს და პოლონელებს ერთიანი სლავური ფეხვები აქვთ, ამიტომ ჩვენს ერებს შეიძლება დავარქვათ მოძმეები. ხასიათითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენს სამზარეულოსაც ბევრი აქვთ საერთო.
შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, რუსებს ამერიკაში რცხვენიათ საკუთარი ეროვნების. ბევრი ახალგაზრდა იტყუება, რომ ის არის ან იტალიელი, ან რუმინელი, ბულგარელი თუ პოლონელი, მალავენ საკუთარ წარმომავლობას.

ტალიფი, ირანელი
ამერიკაშია 11 წელია.

რუსები კარგი ხალხია. მაგრამ მათ მოთმინება არ ყოფნით. ყოველთვის სადღაც ჩქარობენ, ნერვიულობენ. ერთხელ 80-იან წლებში ვიყავი რუსეთში. იქ კი სულ სხვა ხალხია. ისეთები არა, როგორც აქ. ვიცი, რომ ძალიან გიყვართ სასმელი, ამიტომ ხშირად შეიძლება დაინახო ავტომობილთან ნასვამი რუსი. კიდევ, მანქანის მართვა ნამდვილად არ იცით.

გამოკითხვის შედეგები რუსულ საიტზე დაიდო, რასაც გამოხმაურებაც მოყვა ხალხისაგან. ზოგიერთი მათგანი ეთანხმება აქ გამოთქმულ აზრებს, ზოგიერთი კი – ამერიკელებს ლანძღავს, იმის გაუთვალისწინებლად, რომ აქ გამოთქმული აზრები მხოლოდ ამერიკელებს არ ეკუთვნოდათ.

მსგავსი ამბები

Back to top button