საკითხავისასარგებლო

ფაქტები ნორვეგიის შესახებ

278db6d84c4d

1. ნორვეგია ფანტასტიური ქვეყანაა-ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით, ენერგორესურსების უზარმაზარი მარაგისა და მათი გონივრული ათვისების გამო ნორვეგიელები არიან ძალიან უზრუნველყოფილი ერი.

2. მოსახლეობა არ აღემატება 5 მილიონს, უფრო მეტიც 1,5 მილიონი ნორვეგიელების ცხოვრობს დედაქალაქში – ოსლოში და მის შემოგარენში. ნებისმიერი ქალაქი , რომლის მოსსახლეობა აღემატება 30 000 ითვლება დიდ ქალაქად.

3. 100 % ნორვეგიელების კარგად ფლობს ინგლისურ ენას. ბავშვები ენის სწავლას იწყებენ 5-6 წლის ასაკში. ყველა ბავშვი დაგელაპარაკებათ ინგლისურად, გამონაკლისი მხოლოდ მოხუცებია, რომლებიც 75 წელზე ზევით არიან.

4. ნორვეგიელებს ძალიან უყვართ და აფასებენ ზღვას, უპირატესობას ანიჭებენ ცხოვრებას 200-300 მეტრი წყალთან ახლოს ან ხედით ზღვაზე. ისინიც კი ვინც ქვეყნის შუაგულში ცხოვრობენ, მეორე სახლს აუცილებლად ყიდულობენ ზღვასთან ახლოს. ნავი და კატერი აქვს მოსახლეობის 80 %.

5. ნორვეგიაში ძალიან ცვალებადი კლიმატია. ნისლი, მზე , ქარი, წვიმა და ისევ ნისლი იცვლება გამუდმებით. ნორვეგიელები ხუმრობენ: “არ მოგწონთ ამინდი? -მოიცადეთ 15 წუთი”

6. ბუნება მრავალფეროვანია და ლამაზი , შეიძლება ითქვას პირველყოფილ მდგომარეობაში . ნორვეგიელები ბუნების მიმართ ძალიან მზრუნველები არიან. ბრაკონიერები ფაქტიურად არ არიან. კოღოები ზღვის წყალობით პრაქტიკულად არ არის, ზაფხულში სიცხეა, შეიძლება ითქვას სამოთხეა.

7. ნორვეგია ძალიან ძვირი ქვეყანაა. პროდუქტები იმდენად ძვირია, რომ თქვენ შეიძლება 200 ევრო დახარჯოთ და ფაქტიურად ცარიელი წამოხვიდეთ სახლში. გაცილებით ძვირია მომსახურება ( მაგალითად ტაქსი ან მშენებლობა ), ამ სფეროში მართლაც არარეალური ფასებია. ბენზინი 1 ლიტრი- თითქმის 2 ევრო. მანქანაზე გადასახადი შეიძლება ითქვას დაუჯერებლად ძვირია. ეს მაშინ როცა ნორვეგია მეორე ქვეყანაა ევროპაში ნავთობის ექსპორტით. ისეთი გიგანტები როგორიცაა Shell ან Statoil — არის ნორვეგიული.

8. პროდუქტები ნორვეგიაში უმაღლესი ხარისხისაა- განსაკუთრებით რძის პროდუქტები.

9. ყველა ზედმიწევნით იცავს კანონს, კრიმინალი ფაქტიურად არ არსებობს, ქურდობა წარმოუდგენელია მოსახლეობის უმრავლესობისათვის. სუპერმარკეტებში ფაქტიურად ვერ ნახავთ კამერებს და ჩარჩო-დეტექტორებს, ისინი უბრალოდ არ ჭირდებათ.

10. პრაქტიკულად 100 % ჩართული აქვს სწრაფი ინტერნეტი. კომპიუტერთან ნორვეგიელები ძალიან დიდ დროს ატარებენ.

11. ნორვეგიელებს უყვართ და უფრთხილდებიან თავის მონარქიას. უფროსი თაობა განსაკუთრებით ამაყობს იმით , რომ შეინარჩუნეს მეფის ოჯახი.

12. საშუალო ხელფასი 5-7 ათასი ევროა. ერთერთი ყველაზე მაღალი ევროპაში.

13. სატელევიზიო გადაცემების უმეტესი ნაწილი ინგლისურენოვანია, მაქსიმუმ ნორვეგიული სუბტიტრებით, ეს მოსახერხებელია კიდეც.

14. ნორვეგიელები იცმევენ ძალიან უბრალოდ, როგორც მთელი ევროპა. იშვითად ნახავ ადამიანს კარგად ჩაცმულს.

15. ნორვეგიელები ტყის სიმდიდრეს არ იყენებენ, არ კრეფენ სოკოს, კენკრას არ იციან სამკურნალო ბალახების შეგროვება. ამიტომაც ეს სიმდიდრე ძალიან ბევრია. სეზონზე აქ შეგიძლიათ უამრავი სოკოს, ჟოლოს, მაყვლის შეგროვება. ისინი როგორც სარეველა ბალახი ისე იზრდება.

16. ძლიერი ალკოჰოლის ყიდვა ნორვეგიაში ძალიან ძნელია მას ყიდიან მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში — Vinmonopolet. ითარგმნება როგორც ალკომონოპოლია და ეკუთვნის სახელმწიფოს, ისინი მუშაობენ მკაცრად მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევამდე და ისიც ყველგან არ არის. ალკოჰოლი ძალიან ძვირია ერთი ბოთლი არაყი 70-100 ევრო ღირს და ეს ნორმაა.

17.უცხოელების მიმართ ისინი თავშეკავებული, მაგრამ კეთილგანწყობილი არიან. ისინი დაგპატიჟებენ, გაგიმასპინძლდებიან მოგცემენ რჩევებს. შესაძლებელია დაგიმეგობრდნენ კიდეც.

18. მოწევას ებრძვიან თამბაქოზე არარეალური ფასებით.

19. შეიძლება იმგზავროთ მთელი დღე მანქანით და არ შეგხვდეთ არცერთი პოლიციის მანქანა, ან თვით პოლიციელი. ტრაქტორი კი 40კმ/სთ სიჩქარით გზაზე ეს ჩვეულებრივი ამბავია .

20. მუშაობას საშუალოდ იწყებენ 10 საათისთვის და ამთავრებენ 4 საათისთვის, დასვენების დღეებში ღიაა მხოლოდ რესტორნები და სუპერმარკეტები.

21. თხილამურებზე და სნოუბორდებზე დგომა იცის მოსახლეობის თითქმის 100 %-მა. ქალები არ ჩამოუვარდებიან კაცებს.

22. ბავშვებს ასწავლიან თხილემურებზე დგომას 4-5 წლიდან.

23. სოფლებში ფერმების გვერდით შეგხვდებათ მაგიდა ბოსტნეულით და ხილით. იქვე არის სასწორი და ყულაბა. ფასებიც მითითებულია- ეს თვითმომსახურების ფორმაა. ყველაფერი აწყობილია ნდობაზე. ახლოს არავინაა. იყიდი რამეს და ფულს ჩააგდებ ყულაბაში.

24. ახალგაზრდა ნორვეგიელებს და არა მარტო მათ, ძალიან უყვართ ფანტასტიკა. ისეთი ტიპის ფილმები, როგორიცაა ” ბეჭდების მბრძანებელი” და “ვარსკვლავური ომები”.

25. მდგომარეობიდან გამოყვანა ნორვეგიელის ძალიან ძნელია, ისინი ამჯობინებენ რომ არ აგყვნენ, მაგრამ თუ მაინც მიაღწიეთ ამას მაშინ არაფერს კარგს არ ელოდოთ, გაგიჟებული ნორვეგიელი ეს საშინელებაა.

26. ელექტროენერგია ძალიან ძვირია, ოჯახზე ერთ თვეში შეიძლება 1000 ევრომდე გადასახადი მოვიდეს .

27. გზაზე ხშირად შეგხდებათ ქვებისაგან აგებული პირამიდა. მათ “ტოგებს” ეძახიან. ადრე მათ ის დანიშნულება ჰქონდათ , რომ თოვლის და ძლიერი ნისლის დროს გაგეკვლიათ გზა. ახლა ის მხოლოდ გართობის მიზნით კეთდება.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close