გართობაუცნაური

მსოფლიოს უდიდესი ხანძრები

96c6eee101c9

ხანძარი რომში
ეთრთ-ერთი პირველი დიდი ხანძარი, რომლის შესახებაც ცნობებმა ჩვენამდე მოაღწია, მოხდა რომში 64 წლის 19 ნოემბერს, იმპერატორ ნერონის მმართველობის დროს. ხანძარმა მთელი ქალაქი მოიცვა და შვიდი დღე მძვინვარებდა. ბევრი ადამიანი დაიღუპა, ბევრიც დაშავდა და დარჩა სახლ-კარის გარეშე. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ხანძრის მიზეზი გახდა იმპერატორის ბრძანება ქალაქის გადაწვის შესახებ, რომელსაც ძალიან უყვარდა გრანდიოზული სანახაობები.

a30bad1ea2e0
ლონდონის დიდი ხანძარი

ისტორიას შემორჩა აგრეთვე ცნობები ლონდონის უდიდესი ხანძრის შესახებ. 2 სექტემბერს ღამით 2 საათზე, ლონდონში გაჩნდა დიდი ხანძარი,რომელიც 4 დღე გრძელდებოდა, ყველაფერი დაიწყო ტომას ფერინორის საცხობით, პუდინგ-ლეინის ქუჩაზე. ცეცხლი საცხობიდან გადავიდა გვერდით მდებარე ხის სახლებზე. იმ დროისთვის ლონდონის სახლების უმრავლესობა დახურული იყო ისლით, ამიტომაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ცეცხლს აქრობდნენ 3 დღე და ღამე. ცეცხლის ჩაქრობას ხელს მშრალი ამინდი და ქარიც უშლიდა. ცეცხლმა გაანადგურა 13 500 სახლი. 87 ეკლესია, წმინდა პავლეს ტაძარი, ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობა. ქალაქის ცენტრი თითქმის მთლიანად დაიწვა, უსახლკაროდ დარჩა 200 000 ადამიანი, რაც იმდროინდელი ლონდონის ნახევარ მოსახლეობას შეადგენდა. ქალაქის აღდგენას ნახევარი საუკუნე მაინც დასჭირდა.

7628056441451

ხანძარი ლისაბონში 1755 წელს – დანგრეული ლისაბონი

ნოენმბერს 1755 წელს , ლისაბონში მოხდა დიდი მიწისძვრა. მიწისძვრასთან ერთად , ქალაქს თავს დაატყდა ცუნამი და გაჩნდა ხანძარი. 20 ეკლესი დაინგრა სრაფადვე, რომელმაც ქვეშ მოიყოლა უამრავი ადამიანი, რომლებიც ეკლესიაში იყვნენ. ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა დაიღუპა, 40 000 ადამიანი. დაინგრა 300 სასახლე, მათ შორის მეფისაც. 110 ეკლესია. ერთდროს დიდებული და მდიდარი ქალაქიდან აღარაფერი დარჩა. თუმცა ქალაქი მალე აღადგინეს .

XIX საუკუნის უდიდესი ხანძრები

1811 ლის 9 ივლისს მოხდა მასშტაბური ხანძარი კიევის ერთ-ერთ, მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში, პოდოლში. დაიწვა სახლების უმრავლესობა, 3672 საცხოვრებელი სახლიდან კიევში 2068 იყო სწორად აქ განლაგებული. ხანძარი დაიწყო ზეინკლის სახლში, სპასკის ქუჩაზე. სიცხისა და ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და სამი დღე გრძელდებოდა. დაიწვა 11 ქვის და 8 ხის ეკლესია, მონასტრები. 1176 საცოვრებელი სახლი, ბაღები.

7536da2435b7

ხანძარი მოსკოვში 1812 წელს

ცნობილი მოსკოვის ხანძარი, 1812 წელს დაიწყო, ანუ  მეორე დღესვე, ფრანგების მიერ მოსკოვის აღების შემდეგ  ღამით 3 ნოემბერს.  ძლიერი ქარის გამო კი ძალიან სწრაფად გავრცელდა.   მოკლე დროში მოიცვა ქალაქის ორი მესამედი. მეორე დღეს ხანძარი უფრო გაძლიერდა და გაჩნდა საშიშროება, რომ ის მეფის სასახლემდეც მიაღწევდა. ნაპოლეონმა მოასწრო დაეტოვებინა კრემლი, სადაც მალე რამდენიმე დიდი აფეთქება მოხდა. დაინგრა კრემლის კედლების ნაწილი. სამრეკლოდან ჩამოვარდა ცნობილი ანდრეი ჩეხოვის ზარი- “რეუტი” . ცეცლმა გაანადგურა 6496 საცოვრებელი სახლი – 9151-დან, 122 ტაძარი 329 -დან. დაიღუპა 2000 ადამიანი. განადგურდა უნივერსიტეტი, ბუტურლინის ბიბლიოთეკა. პეტროვის და არბატის თეატრები. მოსკოვის აღდგენას 20 წელი დასჭირდა.

დიდი ხანძარი მოხდა ბრუკლინში 1842 წელს, რომელმაც უკაცრიელი გახადა ქალაქის მეოთხედი. ხანძარი 4 დღე მძვინვარებდა დაიწვა 71 ქუჩა, 1992 სახლი.
აგრეთვე დაიწვა წმინდა პეტრესა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. სინაგოგა, ბანკი და ძვირფასი სასტუმროები. საბედნიეროდ , ადამიანთა შორის მსხვერპლი არ იყო დიდი, 44 ადამიანი დაიღუპა.  ბევრ სახლში ვაჭართა საქონელი ინახებოდა, რომელიც დაიწვა და ამის შედეგად ღარიბთა რიცხვი ჰამბურგში გაიზარდა.

XX საუკუნის დიდი ხანძრები

f81a94e5af4d
ხანძარი კალიფორნიაში

18 აპრილს 1906 წელს კალიფორნიაში მოხდა მიწისძვრა, რომელმაც 7.7 ბალი   შეადგინა. ამას მოჰყვა ხანძარი. ეპიცენტრი სანფრანცისკოსთან ახლოს იყო. მიწისძვრისა და ხანძრის გამო დაიღუპა 3000-მდე ადამიანი . 225 000- 300 000 ადამიანი დარჩა საცხოვრებელი ადგილის გარეშე. 80 % შენობების სანფრანცისკოში განადგურდა.

საშინელი ხანძარი მოხდა ბოსტონშიც 1942 წლის 22 ნოემბერს. ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა და მოედო შენობას, შენობას ჰქონდა მბრუნავი კარები, რამაც გაართულა ხალხის სწრაფი გამოსვლა შენობიდან. დაიწყო პანიკა , ხალხი იხუთებოდა და გადარბოდნენ პირდაპირ წაქცეულ ადამიანებზე. სახანძრო მანქანები 10 წუთში მოვიდა. შეანგრიეს ფანჯრები და ჩარაზული კარებები და დაიწყეს ცეცლის ჩაქრობა, 1000 კაციდან მხოლოდ 220-მა შეძლო უვნებლად გამოსვლა. 490 დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ამის შემდეგ ისეთ შენობებზე სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, აკრძალეს მბრუნავი კარების ჩასმა.

a8b87cd9e029

დამწვარი სასტუმრო ” როსია”

დიდი ხანძარი მოხდა მოსკოვში კარგად ცნობილ სასტუმრო “როსიაში” ( რომელიც დღეს აღარ არის) 1977 წლის 25 თებერვალს. ცეცხლი მომენტალურად მოედო მე-5 დან მე-12 სართულებს. საფრთხეში იყვნენ მე -17 სართულზე მდებარე რესტორანში და ზედა სართულებზე მყოფი ადამიანები, ( სასტუმრო სულ 22 სრთულიანი იყო). დაიღუპა 42 ადამაინი, მათ შორის 5 სსტუმროს თანამშრომელი. დაშავდა 52 ადამიანი, მათ შორის მეხანძრეები. დაიწვა 100 ნომერზე მეტი. ხანძარი ითვლება მსოფლიოში ერთერთ ძლიერ ხანძრად. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

2004 წლის 31 დეკემბერს ღამით ბუენოს -აირესში ერთერთ დისკოთეკაზე გაჩნდა ხანძარი, დაიღუპა 174 ადამიანი, სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო 410 ადამიანმა. იმ დროისთვის დარბაზში იმყოფებოდა 6000 ადამიანი,  სცენაზე კი   პოპულარული ჯგუფი გამოდიოდა. ბევრი ადამაინი კვამლისგან მოიწამლა. დიდი მსხვერპლი გამოწვეული იყო იმითაც , რომ სარეზერვო კარებები ჩაკეტილი აღმოჩნდა.

მსგავსი ამბები

Back to top button