არქივი

ცხოვრება ადამიანის გარეშე (ნაწილი 1)

45676063d0c2
დედამიწის 80% წყლითაა დაფარული , დარჩენილ 20%-ზე ადამიანის მიერ გაშენებული ცივილიზაციაც წყლის ძალას ეყრდნობა . მდინარეების დინება ირეგაციის სისტემის გამართულ მუშაობას და ელექტრო-ენერგიის მოწოდებას უზრუნველყოფს , მაგრამ ადამიანის გარეშე დარჩენილ სამყაროში წყალს შეუძლია გაანადგუროს ცივილიზაცია რომელიც მისივე დახმარებით აღმოცენდა . < რა მოხდება თუ დედამიწიდან ადამიანი გაქრება ?

335e015e7840

1 დღე ადამიანის გარეშე

ადამიანების გაუჩინარებიდან 1 დღემ განვლო . დედამიწიდან 880 კილომეტრზე კოსმოსური თანამგზავრები ჩრდ. და სამხრ. პოლუსებისკენ მიემართებიან . დღის განმავლობაში დედამიწას 14-ჯერ არტყამენ წრეს . ოდესღაც ნალექისა და ტენიანობის ყოველდღიური შემადგენლობას დედამიწის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო . მზის ენერგიის ელემენტები კიდევ ათეულობით წლები გაძლებენ , თუმცა თანამგზავრები სიგნალებს უკაცრიელ სადგურებზე აგზავნიან .
მოსკოვში მოსალოდნელი ყინვით არავინ ინტერესდება . დუბაიში კი არავის ახარებს პირველი წვიმა , აქ ხომ ასეთი დღეები წელიწადში მხოლოდ 25-ჯერ დგება . ახალ ორლეანში არავინმიიღებს ზომებს მოსალოდნელი ქარიშხლისგან თავის დასაცავად .

2 ამერიკელის სახელობის აკვარიუმში დრო უკუღმა დატრიალდა . შენობის 4 მილიონი ლიტრის წყლის ტევადობის აკვარიუმში 12 ათასზე მეტი წყლის ბინადარი ცხოვრობს . ადამიანების გაუჩინარებიდან პირველივე დღეებში თევზები შიმშილს იწყებენ მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება აკვარიუმის ელექტრონული ტუმბოების გაჩერებაა . 50 ტუმბო დღე-ღამის განმავლობაში წყალს ჟანგბადით ამარაგებდა და ასუფთავებდა . ასეთნაირად ისინი თევზების ჯანმრთელობას უზრუნველყოფდნენ .

8fe98335709c

ჯეიმს არნოლდი
აკვარიუმის თანამშრომელი

ადამიანების გაქრობის შემდეგ ელექტრო-ენერგიული ტუმბოები მხოლოდ 1 კვირა იმუშავებენ , შემდეგ საწვავი გამოელებათ და ავზებს ვერავინ შეავსებს . ახალი ორლეანის თევზებს სათადარიგოდ კიდევ რამდენიმე დღე აქვთ მაგრამ სხვა ზღვისპირა ქალაქებში თევზებს ლპობა დაეწყებათ .

ab1a1429b820

2 დღე ადამიანის გარეშე

45b617fe1eab

ადამიანის გაქრობიდან 2 დღის შემდეგ ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში , მღრღნელების შემოსევაა. განსაკუთრებით 1907 წელს აშენებულ თევზების ბაზრობაზე . მეთევზეები ნადავლს , რომელსაც გამძლეობისთვის ყინავდნენ , აქ ყიდდნენ მაგრამ დნობის პროცესი 2 დღეში დაიწყება რაც გახრწნის პორეცსს შეუწყობს ხელს .

98d2ba8987aa

ტიმ ნელსონი
ბიოლოგი

თუ მეთევზეები ნადავლს ნორმალურ ტემპერატურაზე არ გაყინავენ , დაიწყება გახრწნის პროცესი , იქვე გაჩნდებიან ტურები და ენოტები , ისინი ხომ ქალაქის გარეუბნებს თხრიან და ბაზარს სუნის მიხედვით მიაგნებენ .

3 დღე ადამიანის გარეშე

4407fe3ed6ec

მექსიკის ყურეში მდგომი 3800 ნავთობის კოშკურა ტალღებს ებრძვის .

კარლოს გონსალესი
ინჟინერი

ადამიანების გარეშედარჩენილ კოშკურებს საწვავის ხარჯზე რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია მუშაობა , მაგრამ დაახლოებით 2 დღეში ავარიული გენერატორები ჩაირთვება . კოშკურა მუშაობას წყვეტს .

ამ დროისთვის ადამიანების მეზობლად მცხოვრები არსებები განწირულნი არიან სიკვდილისთვის .

ჟენე კრისტი
ენტომოლოგი

თუ ყველა ადამიანი გაქრება დედამიწიდან მათ გარეშე მწერების მინიმუმ 3 სახეობა გადაშენდება . მათ შორის არიან ტილები და ტკიპები . ტილები 3 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ და ადამიანებთან ერთად განიცადეს ევოლუცია . დღეს მათ მათი დნმ აუძულებს ადამიანის სისხლის საფუძველზე მკაცრი დიეტა დაიხვან .

1 კვირა ადამიანის გარეშე

37d41661bba5

ახალი ორლეანის ახლოს მდინარის ფართო დელტაზე მცხოვრები ალიგატორებისთვის ადამიანის გაქრობა შეუმჩნეველი რჩება . მათი ახალი საკვები სახლებიდან გაქცეული უპატრონო შინაური ცხოველები არიან , რომლებიც მდინარეს წყლის დასალევად მიადგებიან . ცხოველთა სამყაროში ალიგატორებს ყველაზე ძლიერი ყბები აქვთ მათ მიერ წარმოქმნილი წნევა კვ.სანტიმეტრზე 150 კილოგრამს შეესაბამება . ალიგატორები სახლობენ ჰიუსტონსა და მაიამიშიც . მათ ათობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს . ახლა კი საფრთხე წყურვილით მოკლულ შინაურ ცხოველებს ემუქრებათ .

I ნაწილის დასასრული … იმედია მოგეწონათ …გაგრძელება იქნება .. :))

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button