ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ვილჰელმ ვალტერ ფრიდრიხ კემფი


ვილჰელმ ვალტერ ფრიდრიხ კემფი , გერმანელი პიანისტი და კომპოზიტორი. (დაბ.1895- გარდ.1991) გაგრძელებაში ვიდეოები და ცოტაოდენი რამ ამ შეუდარებელ პიანისტზე

კემფი დაიბადა ქალაქ ჟიუტერბოგში 1895 წელს. იგი გაიზარდა ქ. ბრანდერბურგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, სადაც მისი მამა პიანისტი, დირექტორი და ორღანისტი იყო. მისი ბაბუაც ასევე ორღანს ფლობდა, ხოლო ძმა კი ადრეულ ასაკშივე გახდა ტაძრის მუსიკის დირექტორი. კემფი თავდაპირველად ბერლინის სკოლაში 9 წლის ასაკშივე სწავლობდა ფორტეპიანოს, მისი დამთავრების შემდეგ კი მასწავლებლობას ახალგაზრდა მამა უწევდა. 1914 წელს კემფი სასწავლებლად გადავიდა ვიქტორიის გიმნაზიაში, ბერლინში დაბრუნებამდე იგი ძალიან ბევრს ვარჯიშობდა.

მან, როგორც შემსრულებელმა ხაზი გაუსვა ლირიზმს, ხიბლს და სპონტანურობას. მას დატოვებული აქვს თავისი რეპერტუარის დიდი ნაწილის ჩანაწერები, მათ შორის სრული სონატები ბეთჰოვენისა და შუბერტის. იგი კონცერტებს ატარებდა 80 წლის ასაკიდანაც. მიუხედავად მისი ასაკისა კემფი ფორტეპიანოსთან ხალხს მაინც შეუდარებელ და ჰარმონიული მუსიკის მოსმენის საშუალებას აძლევდა.

კემფი გამოირჩეოდა განსაკუთრებული და ორიგინალური ინტერპრეტაციებით, რაც მოულოდნელად მასში კონცერტის დროს იბადებოდა. მისი შემოქმედების ხიბლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. მის ერთ-ერთმა მოსწავლემ ჩაწერა CD მასწავლებლის კარიერულ მუშაობაზე. იგი მსმენელს სთავაზობდა არა მარტო სხვა დიდი კომპოზიტორების , არამედ თავის შემოქმედებასაც.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close