არქივი

ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფები და მათი ფოტოები

5fdcbd1384a7
გაგრძელებაში იხილეთ მსოფლიო ისტორიის განმავლობაში გადაღებული ყველაზე ცნობილი ფოტოები

5b77c15ed9c1

ფოტოგრაფმა ნიკ უიტმა ეს სურათი გადაუღო ვიეტნამელ გოგონას, რომელიც დაბომბვებს გაურბოდა. სწორედ ამ სურათმა აიძულა მთელი მსოფლიო დაფიქრებულიყო ვიეტნამის ომზე.
9 წლის ვიეტნამელი გოგონას,  კინ ფუკის სურათი სამუდამოდ შევიდა მსოფლიოს ისტორიაში.  კიმმა ეს სურათი პირველად 14 თვის შემდეგ, ერთერთ საავადმყოფოში მკურნალობისას იხილა. მას კარგად ახსოვს ეს დღე და ვერ ივიწყებს ბომბების დაცემის ხმას. ვიღაც ამერიკელი მეომარი ცდილობდა დახმარებას და დამწვარ კანზე წყალს ასხამდა, მაგრამ ეს უარესი იყო. გოგონას ფოტოგრაფი ნიკ  უიტი დაეხმარა და ის საავადმყოფოში მიიყვანა. ნიკი დიდი ხანი ფიქრობდა გამოექვეყნებინა ეს სურათი თუ არა, ბოლოს გადაწყვიტა რომ მსოფლიოს უნდა ენახა ეს ფოტო.
შემდეგ ეს სურათი დაასახელეს მე-20 საუკუნის საუკეთესო ფოტოდ. თავიდან ნიკი უფრთხილდებოდა კინს პოპულარობისაგან, მაგრამ 1982 წელს, როცა კიმი სწავლობდა სამედიცინო სასწავლებელში, ვიეტნამის მთავრობამ მას მაინც მიაგნო და მის პოპულარობას იყენებდნენ პროპაგანდისათვის. ” მე ვიყავი მუდმივი კონრტოლის ქვეშ, მე მინდოდა სიკვდილი, ეს ფოტო მუდამ უკან დამყვებოდა”-ამბობს კიმი. შემდეგ მან მაინც შეძლო გაქცეულიყო კუბაში , სადაც ის შეხვდა მომავალ მეუღლეს. მასთან ერთად გადავიდა კანადაში. დიდი ხნის შემდეგ ის მიხვდა, რომ მას არ შეეძლო ამ სურათს გაქცეოდა. და გადაწყვიტა ის და მისი პოპულარობა გამოეყენებინა მსოფლიოს დასაცავად.

955e2a16a128

1933 წლის 27 სექტემბერს პერუში დაბადებული ლინა მედინა სამედიცინო ისტორიაში დღესდღეობით ყველაზე ახალგაზრდა დედაა. მან შვილი 5 წლის, 7 თვისა და 21 დღის ასაკში გააჩინა.
ლინა მისმა მშობლებმა საავადმყოფოში 5 წლის ასაკში მიიყვანეს რადგან ლინას მუცელი გაეზარდა, ისინი ფიქრობდნენ რომ მას კიბო ჭირდა. მაგრამ ექიმმა აღმოაჩინა, რომ ლინა 7 თვის ორსული იყო. გადასამოწმებლად მან ლინა სხვა ექიმებთანაც მიიყვანა და მათაც იგივე დიაგნოზი დაუსვეს.
1939 წლის 14  მაისს მან საკეისრო კვეთით გააჩინა შვილი, რომელსაც ხერარდო დაარქვეს. იგი 2,7 კგ-ს იწონიდა. ხერარდო და ლინი თავდაპირველად იზრდებოდნენ როგორც და-ძმა. მხოლოდ 10 წლის ასაკში გაიგო სიმართლე ხერარდომ. გარდაიცვალა 40 წლის ასაკში ძვლის კიბოთი.
ლინს არასდროს დაუსახელებია ხერარდოს მამის ვინაობა.

c55326f39f40

“ყველაზე ცნობილი სურათი, რომელიც არავის უნახავს”- ასე ასათაურებს თავის ფოტოსურათს რიჩარდ დრიუ. ფოტოზე ნაჩვენებია 11 სექტემბრის ტერაქტის ერთერთი მსხვერპლი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ფანჯრიდან გადმოხტა.

dc446bf9aca0

30 წლის ფოტოგრაფს, მალკოლმ ბრაუნს , ტელეფონზე დაურეკეს და აცნობეს რომ მომდევნო დღეს საიგონში ერთერთ მითითებულ გზაჯვარედინზე უნდა მომხდარიყო რაღაც მნიშვნელოვანი. ფოტოგრაფი მივიდა დანიშნულ ადგილას დანიშნულ დროს. მალევე მოვიდა მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა რამოდენიმე ბუდისტი მონაზონი, მათ შორის ტჰი კუანგ დუკი, რომელიც გზაზე დაჯდა ლოტოსის პოზაში, ხელში ასანთის კოლოფით. დანარჩენები კი მას ახამდნენ გაზოლინს. დუკმა აანთო ასანთი და ის იქცა ცოცხალ ჩირაღდნად. განსხვავებით ქუჩაში მდგომი მოტირალი ხალხისაგან , დუკი არც განძრეულა და არცერთი ბგერა არ დასცდენია. მანამდე ტჰი კუანგ დუკმა ვიეტნამის მთავრობას მიწერა წერილი, რათა შეეყწვიტათ რეპრესიები ბუდისტებისადმი, მათი დაკავება და უფლება მიეცათ გაევრცელებინათ თავიანთი რელიგია, მაგრამ მან ამაზე პასუხი ვერ მიიღო.

7de432f0423e

ეს ერთერთი მნიშვნელოვანი სურათია მედიცინაში. 21 კვირის ჩასახული ბავშვის ხელი, რომელიც დედის სხეულიდან თითქოს ცხოვრებას ეჭიდება და ხელს კიდებს ქირურგს. სურათი გადაღებულია ერთერთი ოპერაციის დროს ამერიკაში.

e6eb0722b955

” შიმიშილი სუდანში “. გადაღებული კევინ კარტერის მიერ 1993 წლის გაზაფხულზე. ამ დღეს ის სპეციალურად ჩაფრინდა სუდანის ერთერთ პატარა სოფელში, რათა გადაეღო შიმშილობის კადრები. რამდენიმე სურათის გადაღების შემდეგ მას შემოესმა ტირილის ხმა. იქვე მინდორზე დაინახა შიმშილისგან თითქმის მკვდარი პატარა გოგონა, რომელიც  ჩუმად ტიროდა. კევინს უნდოდა სურათის გადაღება, მაგრამ უეცრად გოგონას ახლოს მტაცებელი ფრინველი მოფრინდა. კევინს მიეცა შანსი შეექმნა შესანიშნავი ფოტო,  შეარჩია პოზიცია და გადაიღო ეს სურათი.

f881f26940f0

2006 წლის 1 თებერვალი. ებრაელი გლეხი ქალი ეწინააღმდეგება ისრაელის პოლიციას. პოლიციას ძალაში მოყავს სასამართლოს გადაწყვეტილება, 9 სახლის დემონტაჟი ერთერთ რაიონში. მოსახლეობას შეუერთდა ათასობით პროტესტანტი, და ერთი საათის განმავლობაში ისინი იცავდნენ თავიანთ ტერიტორიას, მაგრამ საბოლოოდ უძლურები აღმოჩნდნენ. 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მძიმე დაზიანებები.

d3173e01ed2d

12 წლის ავღანელი გოგონა. სტივენ მაკკიურეის ცნობილი სურათი , რომელიც გადაღებულია ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე გაქცეულების ბანაკში. ამ გოგონას სოფელი საბჭოთა ჯარებმა მთლიანად დაბომბეს, მთელი მისი ოჯახი დაიღუპა. მან 2 კვირიანი გზა განვლო მთებში რათა მისულიყო ბანაკამდე.  ეს სურათი გამოქვეყნდა 1985 წლის ივნისში, მას შემდეგ ის გახდა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფოტო.

df2b5944f9fa

დევიდ სეიმურის ფოტო , გადაღებული პოლონეთში 1948 წელს. საკონცენტრაციო ბანაკში ნამყოფი პატარა გოგონა – ტერეზა , ხატავს სახლს.

8e0ffdac92ef

1911 წელი, გაყინული ნიაგარას ჩანჩქერი.

e5eabd1b8901

უგანდა, 1980 წლის აპრილი.  მშიერი უგანდელი ბიჭი და მისიონერი.

50bfb7e14b30
1950 წელი, ელიოტ ერვიტის სურათი “თეთრები და ფერადები”.
7abb496bbbc2
ეს სურათი გადაღებულია 1930 წელს, როდესაც ათიათასობით თეთრკანიანმა ლინჩის წესით გაასამართლა ორი ფერადკანიანი, რომლებმაც გააპატიურეს თეთრკანიანი ქალი და შემდეგ მოკლეს. ხალხმა ისინი ციხიდან გამოიყვანეს და ლინჩის წესით გაასამართლეს. სურათზე ასახულია ბედნიერი თეთრკანიანი ხალხის ფონზე მკვდარი შავკანიანები.

46f4d2b64a2d

თუფაქ ამურ შაკური, სურათი გადაღებულია მორგში. 1996 წლის 7 სექტემბერს, ლას ვეგასში მისი მანქანა დაცხრილეს, 4 ტყვია მოხვდა თუფაქს. 6 დღის შემდეგ, ხუთშაბათს, 1996 წლის 13 სექტემბერს, 16 საათსა და 3 წუთზე, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა თუფაქ ამურ შაკური. მისი მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

90f577674e81

დამარხული უცნობი ბავშვი. 1984 წლის 3 დეკემბერს ინდოეთის ქალაქი ბხოპალი დაზარალდა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტექნიკური კატასტროფისაგან. გიგანტურმა  მოწამლულმა ღრუბელმა, რომელიც ატმოსფეროში მოხვდა ამერიკის ქარხნებიდან, რომლებიც უშვებდნენ პესტიციდებს, დაფარა ქალაქი და იმ ღამეს წაიღო 3 ათასი ადამიანის სიცოცხლე, ერთი თვის განმავლობაში კი მათი რიცხვი 15 ათასამდე გაიზარდა. საბოლოოდ დაზარალდა 150 000 ადამიანი და ამას გარდა ის ბავშვები რომლებიც 1984 წელს დაიბადნენ.

836ba295f524

2003 წლის 31 მარტი.ერაყი.მამაკაცი ცდილობს თავის შვილს შეუმსუბუქოს მძიმე პირობები ერთერთ ტყვეთა ციხეში.

8e1f0cecb2e2

დოლი-პირველი წარმატებულად კლონირებული ძუძუმწოვარა. ექსპერიმენტი ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ის დაიბადა 1996 წლის 5 ივლისს. მან იცოცხლა 6 წელი და გარდაიცვალა 2003 წლის 14 თებერვალს.

9d6120576c52

ალბერტო კორდას ფოტო გადაღებული 1960 წელს, ერთერთ მიტინგზე, სადაც პალმასა და ვიღაცის ცხვირს შორის ჩანს ჩე გევარა. ეს სურათი არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფოტო.

e999e99f2d45

სურათი გადაღებულია ევგენი ხალდეის მიერ 1945 წელს. ფოტოზე აღბეჩდილია საბჭოთა კავშირის გამარჯვება გერმანიაზე.

b0798841d211

ალფრედ აიზენშტადმა ეს სურათი შემთხვევით გადაიღო სეირნობისას. შემდეგ ის იხსენებდა: ” შევნიშნე მატროსი, რომელიც დადიოდა მოედანზე და კოცნიდა ყველა ქალს, ახალგაზრდას თუ ბებერს, მსუქნებს თუ სუსტებს. მოულოდნელად მან ხელი სტაცა რაღაც თეთრს. და მაშინ ძვლივს მოვასწარი დამეფიქსირებინა მისი კოცნა მედდასთან” . მილიონობით ამერიკელისთვის ეს სურათი , რომელსაც ეიზენშტადტმა “უსიტყვო კაპიტულაცია” უწოდა, გახდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების სიმბოლო.

0a2e8fab1b9f

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ფეხბურთში. 109-ე  წუთი.  ზინედინ ზიდანის დარტყმა მკერდში მარკო მატერაციზე.  ეს იყო გამოსამშვიდობებელი თამაში უდიდესი ფრანგი ფეხბურთელისა. დღემდე უცნობი რჩება რა უთხრა მატერაციმ ზიდანს.

88b8e8fd871a

1968 წელს ამ სურათმა გააცოა ყველა. ორმა შავკანიანმა სპორტსმენმა , ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა , მოიპოვეს ამერიკის სახელით ოქროსა და ვერცხლის მედლები მექსიკის ოლიმპიადაზე 200 მეტრზე სირბილში.  ამერიკის ჰიმნის შესრულების დროს, იმის მაგივრად რომ ეყურებინათ თავიანთი ქვეყნის ზევით აღმართული დროშისათვის, დახარეს თავები, დახუჭეს თვალები და მაღლა აწიეს ხელები რომლებზეც შავი ხელთათმანები ეკეთათ.ორივე ფეხსაცმლის გარეშე იდგა, მხოლოდ შავი წინდებით, რომლებიც იმ შავკანიანების გაჭირვების სიმბოლო იყო, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდნენ. ამან გამოიწვია ძალიან დიდი სკანდალი. ამერიკის ოლიმპიურმა კომიტეტმა ორივე სპორტსმენი გარიცხა ნაკრებიდან.

88ea56acfe20

72 წლის აინშტაინი იმდენად შეაწუხეს კორესპონდენტებმა თავიანთი თხოვნით, რომ განესახიერებინა ცხოვრებით ბედნიერი ადამიანის ღიმილი, აინშტაინმა გამოყო ენა.  ამ სურათის წყალობით აინშტაინს იცნობენ არამარტო როგორც უდიდეს ფიზიკოსს, ასევე უდიდეს ორიგინალს.

9d9655c7b9c6

ფოტოგრაფმა ფილიპ ჰალცმანმა კარიერა აიწყო ადამიანების ფოტოებით ნახტომში. ის თვლიდა რომ ნახტომში ადამიანი გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს. მუშაობის 6 საათი, 28 ნახტომი, ოთახ სავსე დამხმარეებით რომლებიც ჰაერში სროულობდნენ წყლიან ვედროს და კატებს.. ასე დაიბადა ეს სურათი. სურათის უკან ფონზე ჩანს სალვადორ დალის  ჯერ კიდევ დაუსრულებელი შედევრი.

a99c8a71a11b

1941 წლის 27 იანვარს უინსტონ ჩერჩილი შევიდა ერთერთ ფოტოატელიეში რათა გადაეღო რამოდენიმე პორტრეტი, რომლებშიც გამოჩნდებოდა მისი სიმკაცრე და მიზანდასახულობა, მაგრამ მისი სახე მიუხედავად ბევრი მცდელობისა მაინც მოსლაბებულად გამოიყურებოდა. უდიდესი ადამიანი სიგარით ხელში ვერანაირად ვერ პოულობდა შესაფერის სურათს. მაშინ ფოტოგრაფი იუსუფ კარში მიუახლოვდა დიდ პოლიტიკოსს და სწრაფი მოზრაობით პირიდან გამოგლიჯა სიგარა, ჩერჩილმა გაბრაზებული მზერით შეხედა ფოტოგრაფს, და მანაც არ დაახანა და გადაიღო სურათი. ასე შეიქმნა უინსტონ ჩერჩილის ყველაზე ცნობილი პორტრეტი.

041ad161ddcb

მთვარის ორბიტიდან ” აპოლო 8 “-ს მიერ გადაღებული ” დედამიწის ამოსვლა ”

430c47d4a2ec

ყველაზე დიდი გასანადგურებელი ბანაკი,ოსვენციმი.რომელსაც უწოდებდნე “სიკვდილის ქარხანას”. პოლონეთში რამდენიმე ათას ჰექტარზე გაშენებული იქნა ყველაზე  საშინელი სახელმწიფო მსოფლიოში,რამდენიმე მილიონი ადამიანით, რომლიდანაც დაახლოებით 3 ათასამდე დააღწია თავი. მის შესასვლელში ეწერა “სამუშაო გხდის თავისუფალს” . შესასვლელი ჯოჯოხეთში.

d3fd1052ab56

პრეზიდენტ კენედის მკვლელობა. ტრაგედია მოხდა 1963 წლის 22 ნოემბერს. პრეზიდენტი მეუღლესთან და ტეხახის გუბერნატორთან ერთად დალასის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისაკენ მიემართებოდა. პრეზიდენს ესალმებოდა 200 000-მდე ადამიანი. რაღაც მომენტში პრეზიდენტის მანქანამ ოდნავ შეანელა სვლა და მაშინ გაისმა სროლის ხმა.

d37dc9fcb9a9

ატომური კვამლი ნაგასაკის თავზე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button