არქივი

სიკვდილის რაზმი #731 (II ნაწილი) (16+)

ac444c398424
“ჩვენი ცდებით დადგინდა, რომ მსგავს პირობებში ადამიანის გამძლეობა მტრედის გამძლეობის ტოლია. იმ პირობებში, როდესაც მტრედი იღუპება, იღუპება ადამიანიც…”

პოსტის დასაწყისი შეგიძლიათ იხილით აქ.

ექსპერიმენტები ეწყობოდა ადამიანის ორგანიზმის გაუწყლოვანებაზეც: ამისთივს ადამიანებს დაბალი ტენიანობის ცხელ ოთახში ათავსებდნენ. ტემპერატურის მატებასთან ერთად ადამიანი სულ უფრო და უფრო ოფლიანდებოდა. მას არ ასმევდნენ წყალს, ვიდრე მთლიანად არ გამოშრებოდა და მუმიად არ იქცეოდა. ამის შემდეგ სხეულს აწონიდნენ. ცდების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ორგანიზმში წყალი შეადგენს 78%–ს.
2729faf20c39
საიმპერატორო საჰაერო ძალების შეკვეთით, ექსპერიმენტები ეწყობოდა დიდ სიმაღლეებზე ადამიანის გამძლეობის ზღვრის  დასადგენად. თვითმხილველი მოგვითხრობს: “ვაკუუმის ბაროკამერაში მოათავსებდნენ ადამიანს, საიდანაც ნელ-ნელა ამოტუმბავდნენ ჰაერს. გარეგანი და შინაგანი წნევის განსხვავებულობის გამო, მსხვერპლი თვალებს გადმოკარკლავდა, შემდეგ სახე გაუსივდებოდა, სისხლძარღვები გველის სიმსხო გაუხედებოდა, ხოლო სწორი ნაწლავი ცოცხალი არსებასავით გარეთ გამოდიოდა. ბოლოს ადამიანი უბრალოდ სკდებოდა.”
4999183b184d
რაზმის ექსპერიმენტები განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩეოდა.ცდებს ხშირად უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ატარებდნენ. მსხვერპლს ორგანიზმიდან ამოაჭრიდნენ სხვადასხვა ორგანოებს, აჭრიდნენ ხელებს და ფეხებს, რომელთაც მაშინვე აკერებდნენ, ან აკერებდნენ პირიქით, მარჯვენას მარცხნივ და მარცხენას მარჯვნივ.ადამიანის ორგანიზმში შეყავდათ ცხენის და მაიმუნის სისხლი, ამყოფედნენ ძლიერი დასხივების ქვეშ, უდუღრავდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, ამოწმებდნენ ადამიანის რეაქციას დენზე. 2007 წელს ექიმი კენ იუსა “ჯაპან თაიმსისათვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს: ” ჩემი პირველი  ცოცხლად გაკვეთილ ორგანიზმზე  დაკვირვების შემდეგ შემვშინდი. მეორეზე უკვე ნაკლებად მეშინოდა და მზად ვიყავი მესამისათვის.
f8229de2cb0e
ამ მოგონებებს ამძაფრებს თვითმხილველთა ჩანაწერები: ” 1943 წელს რაზმში მოიყვანეს ჩინელი ბავშვი. იგი შეიყვანეს საოპერაციოში, გააშიშვლეს და საოპერაციო მაგიდაზე დააწვინეს. სახეზე საძილე საშუალებით გაჟღენთილი ნიღაბი გაუკეთეს. ბავშვს მალე  ჩაეძინა, ექიმები შეუდგნენ საქმეს: პატარას სხეულ  სპირტით დაუზილეს და ერთ-ერთმა ექიმმა მას მკერდზე Y-ის ფორმის იარა გაუკეთა. შემდეგ საქმეში სხვა ექიმებიც ჩაერთნენ. მათ რიგრიგობით ამოაცალეს ბავშვს ორგანოები და ფორმალინით სავსე ხსნარში მოათავსეს. გაკვეთის შემდეგ ყველა ორგანო ამოაცალეს, მხოლოდ თავისქალა იყო ხელშეუხებელი. ერთ-ერთმა ექიმმა ერთი თავის ქალაც გაუჭრა და ტვინი ამოაცა დასაკვირვებლად. მცირე ხნის წინ საოპერაციო მაგიდაზე ბავშვი იწვა, ახლა კი სხეულის ცალკეული ფრაგმენტებიღა დარჩენილიყო.”
396a228ab5c1
ამ ექსპერიმენტების შედეგად, უხეში გამოთვლებით, 10 000-მდე ადამიანი დაიღუპა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი რეალურად გაცილებით მეტი იყო, დაახლოვებით 300 000 ადამიანი. თვითმხილველები და რაზმის წევრები მოგვითხრობენ: “1940 წლის ოქტომბერში სოფელს მოულოდნელად იაპონურმა თვითმფრინავებმა გადაუფრინეს. მათ უცნაური ბომბები ჩამოყარეს, რომლებიც არ აფეთქებულა. უბრალოდ, კვერცხებივით გასკდა., საიდანაც ბრინჯის, ხორბლისა და ტილების უცნაური ნაზავი გადმოიყარა. რამდენიმე დღეში სოფელში სიკვდილიანობა დაიწყო. სულ მალე გამოჩნდნენ იაპონელი სანიტრები, თითქოს ეპიდემიასთან საბრძოლველად.  სინამდვილეში კი მათ აიღეს სინჯები და გაუჩინარდნენ.”

ამ სოფელს, სხვებთან შედარებით “გაუმართლა”, იგი არ გადაუწვავთ.

ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთი სტაჟიორი მოგვითხრობს: ” ერთხელ გვიჩვენეს დოკუმენტური ფილმი ჭირის ბაცილების პრაქტიკული გამოყენების შესახებ. გადაღებული იყო სპეციალური დივერსიული რაზმის მოქმედება “მტრის ღრმა ზურგში. კალათებშ ცალ-ცალკე გამოყოფილ სათავსოებში ჰყავდათ დატილიანებული დაავადებული ვირთხები, რომლებიც სოფელში გაუშვეს, დაავადების გასავრცელებლად. ფილმში ნაჩვენები იყო, როგორ აწვდიან დივერსანტები დაინფიცირებულ ტკბილეულს ბავშვებს… ყველა ასეთ სოფელში, სადაც ინფექცია გაავრცელეს, გადაწვეს. ოფიციალური მიზეზი,  ინფექციის ლიკვიდაცია იყო, არაოფიციალური – კვალის დაფარვა.”
e241bb57217f
1945 წლისათვის მათ უკვე ისეთი მარაგი დაუგროვდათ, რომ შესაძლებელი იყო რამდენიმე თვეში მსოფლიოს განადგურებაც კი. მათმა საწარმოო სიმძლავრემ 300 კგ სასიკვდილო ნივთიერების დამზადება შეძლო. მათი საქმიანობა მას შემდეგ შეწყდა, რაც 1945 წლის 9 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა იაპონიას. სწორედ საბჭოთა ჯარების მოქმედების ზონაში აღმოჩნდა “სიკვდილის ქარხანა”.ამ ქარხნის ევაკუაცია 10-11 აგვისტოს დაიწყო. აქ მოღვაწე ექიმები დადგნენ საჭიროების წინაშე, რომ ყოველგვარი მაკომპრომეტებელი მასალა გაექროთ. თანამშრომლებს კალიუმის ციანიდი დაურიგეს, ხოლო შორო იშიიმ გამოსცა შემდეგი ბრძანება: “ჩვენ ახალი გზა გველის. არ იფიქროთ, რომ იაპონიის იმპერია დამარცხდება. შენაერთი დაშლილია, მაგრამ ჩვენი შრომის ნაყფი მომავალში გამოვლინდება. ვბრძანებ, არ იქონიოთ ეთმანეთთან კავშირი, შეინახეთ ხველანაირი ინფორმაცია საიდუმლოთ,სახელმწიფო სამსახურზე უარი თქვით!”

თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი ფიცის ერთგული დარჩა სიცოცხლეს ბოლომდე. ბოლო დროს ამ თემისადმი ინტერესი მეტად გაღრმავდა,
40d6eea8ce9f
საზოგადოება ითხოვს ამ საკითხთათ დაკავშირებული ფაქტების გახსნას, რადგანაც ამგვარი პრეცენდენტი მომავალში აღარ განმეორდეს.

#731 რაზმის შესახებ დოკუმენტური მასალა შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოებში:


პოსტი ეყრდნობა სხვადასხვა უცხოური საიტებიდან მოძიებულ ინფორმაციას, ასევე, ჟურნალ “ისტორიანიში” გამოქვეყნებულ  სტატიას “სიკვდილის კონვეირი #731”

 

Keti Kozmanashvili | შექმენი შენი ემბლემა
1173073225.2274.113839696

მსგავსი ამბები

Back to top button