გართობაუცნაური

ნიმფები და სატირები

5397b83bdb3e

გაგრძელებაში ნახავთ ინფორმაციას ნიმფებსა და სატირებზე

ნიმფები  ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ქართ. ფერიები)  ცოცხალი სტიქიური ძალების განსახიერება ქალიშვილების სახით, გამოხატული ნაკადულების რაკრაკით, მცენარეთა ზრდით, მთებისა და ტყეების გარეული მშვენიერება. გეასაგან წარმოშობილნი  ისინი ცხოვრობდნენ ბუნების წიაღში, წყაროებთან ახლოს მთების ჩრდილიან ხეობებში, ჭალებში. სატირების მსგავსად არიან დედამიწის ზედაპირის სულები, ბუნებრივი ძალების გამომჟღავნება, მოქმედნი ადამიანის მიღმა განცალკევებულ გროტებში, ხეობებში, ტყეებში, კულტურული ცენტრებისაგან დაშორებით, ისინი დაკავებულნი იყვნენ ქსოვით, ქარგვით, მღერიან და ცეკვავენ პანის ვიოლინოს ჰანგების ქვეშ, ნადირობენ არტემიდასთან ერთად, მონაწილეობენ დიონისეს ორგიებში, მუდმივ ჭიდილში არიან მომაბეზრებელ სატირებთან. ზოგჯერ ისინი შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ზრუნავენ მათზე, ეძლევიან გმირებსა და მშვენიერ ყმაწვილებს (კალიპსო და ოდისევსი, ამარილა და დაფნისა), ზოგჯერ ისინი ადამიანებს უგზავნიდნენ შეშლილობას, მრისხანებას, უგზავნიან წინასწარმეტყველების ნიჭს, აღმაფრენას. ასეთ შთამაგონელებ ნიმფებს მიეკუთვნება მუზები. მათ მიუძღვნა ორფეოსმა  ჰიმნი.

ნიმფების სახეობები

ორეადები — მთის ნიმფები
დრიადები — ტყისა და ხეების ნიმფები
ნაიადები — წყაროების ნიმფები
ნერეიდები — ზღვის ნიმფები
ნეპეი — ხეობების ნიმფები
ლიმონიადები — მდელოების ნიმფები

ორეადები ან ორეასტიდები – მთის ნიმფები ორეადები სოფლის ერთ-ერთი მთის ქალღმერთი დიონისეს აღმზრდელები

ყველაზე ცნობილი არეადათაგანი არის ექო, რომელსაც ჰერამ წაართვა ხმა და დაუტოვა მხოლოდ გამეორების შესაძლებლობა. ისინი ასევე იწოდებოდნენ ისე როგორც მთების სახელები, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, კიფერონიდები, პელიადები და ა. შ.

ამ ნიმფების პატივსაცემად ტბას დააქვეს ორესტიადა, რომლის სანაპიროზე გაშენებულია ქალაქი კასტორია.

fa3ee2c313b7
დრიადები (ძვ. ბერძნ.„ხე“, კერძოთ „მუხა“) — ნიმფები ხის მფარველები.

ძველი ბერძნები ჰყვებოდნენ, რომ მათ, ვინც ხეებს რგავენ და უვლიან, განსაკუთრებული სულები — დრიადები მფარველობენ. დრიადები უკვდავები არიან და როგორც ყველა უკვდავს, ერთობ ჭირვეული ზნე აქვთ. თუ გადაწყვიტეს, რომ ხეებს ერჩით, აუცილებლად გადაგემტერებიან და მათი მტრობა ცუდი ამბავია.

დრიადებთან ხუმრობა არ ვარგა.

ზოგჯერ დრიადები იწოდებოდნენ ხეების სახელების მიხედვით. ყველაზე ძველი ნიმფები არიან დრიადები, რომლებიც ურანის სისხლის წვეთიდან დაიბადნენ და იფანში (კოპიტი) ბინადრობდნენ მელიადი. ისინი არიან ერთადერთი მოკვდავი ნიმფებთაგანი. ყველაზე ცნობილი დრიადა არის დრიოპა.
ზოგი წარმოდგენების მიხედვით დრიადები სახლდებიან ხეებში, ასევე ღებულობენ ადამიანის მაგვარ სახეს, ასტრალურად შეეძლოთ ურთიერთობა მათთან. ამასთან არ კარგავენ ტყესთან კავშირს. მათ შესახებ წარმოდგენები არაერთგვაროვანია, მშვენიერი მათში უერთდება აუხსნელს, შიშს.მშვენიერების მოყვარულ ბერძნებისათვის წარმოიდგენდნენ მათ – მარმარილოს კანიან ქალწულებთან. ქაოსის საწყისთან, ამიტომ მათი ხასიათი იყო თავისუფლების მოყვარული.

დრიადები ნიმფები არიან რომლებიც ყველა მცენარეს მფარველობს. ისინი ითვლებიან ყველაზე ლამაზებად და ყველაზე მრისხანენი. ყველა უბედურება ტყეში მათ სინდისზეა. მათ ძალიან უყვართ მხიარულება, ხშირად მათი ხუმრობა ავი გამოდის მაგრამ რეალურად ზიანს არ აყენებს ადამიანს. მხოლოდ შეშინებული ადამიანი ხვდება მათ განკარგულებაში. დრიადის ამოცნობა სხვა ქალიშვილებში შეუძლებელია. ისინი არაფრით არ გამოირჩევიან ადამიანისაგან.

ეხლა ასე ვთქვათ თანამედროვე ცივილიზებურ ხალხში პოპულარული ხდება ბუნების წიაღში დაბრუნება. ამიტომაც ძველი კულტები და ტრადიციები ისევ ღორძინდება, თუმცა პროგრესის დაღს ატარებს. ახლა ხეები და მათი სულები დაკავშირებულია სიტყვებთან „ასტრალი“, „ენერგია“, „პარალელური სამყარო“.

5397b83bdb3e

ნაიადა – ბერძნულ მითოლოგიაში წყლის (მდინარის, ნაკადულის, წყაროს) ნიმფა (ქართ. ფერიები). იყვნენ ზევსის ქალიშვილები, წყლის სტიქიის ნიმფები, ნერეიდების ნათესავნი. მოხსენიებულნი არიან „ოდისეაში“

ზევსი როგორც ზეცის, ღრუბლებისა და წვიმის ღმერთი, ასევე ნაიადებიც იგივე სტიქიის ქალღმერთები არიან. ჰესიოდის მიხედვით გორაკებისა და ტყეების ნაიადები — გეას შვილები არიან. ზევსის გარდა, ნაიადები თან ახლდათ პოსეიდონს, დიონისეს, აპოლონს, აფროდიტეს, დემეტრას, პერსეფონეს, იძლევიან ხვავს, ბარაქას და ჯანმრთელობას, მფარველობენ ქორწინებებს. ნაიადები ითვლებოდნენ მოკვდავებად თუმცა ცხოვრობენ დიდხანს.

განასხვავებდნენ ზღვის ნაიადებს, მდინარის, წყაროების, ნაკადულების, მთების (ორეადები), ველების (ნეპეები), მდელოების (ლიმონიადები), ხეების (დრიადები) და ა.შ.

ნიმფებს უძღვნიდნენ გროტებსა და გამოქვაბულებს, ზოგჯერ აშენებდნენ სამლოცველოებს განსაკუთრებით მცენარეებით მდიდარ და ირიგაციულ რაიონებში, უფრო გვიან კი ქალაქებში. ნიმფებს სწირავდნენ თხებს, ხბოებს, რძეს, ზეთს, ღვინოს. როგორც ბუნების სიმშვენიერების გამოხატულებას მათ ხელოვნებაში გამოსახავდნენ ლამაზ არაჩვეულებრივ თმიან ახალგაზრდა ქალიშვილებად ყვავილების გვირგვინებით უფრო გვიან მოცეკვავეებად, გაშიშვლებული ხელებითა და ფეხებით, გაშლილი თმებით. ორეადებს წარმოადგენდნინ მაღალ კლდეებზე ჩამჯდარ ჩაფიქრებულებს. ნაიადების გამოსახულებებს ხშირად ატრიბუტად ნიჟარა წარმოადგენდა რომელიც კალთაში ედო.სიტყვისაგან „ნიმფა“ წამოვიდა ტერმინი „ნიმფომანია“ და „ნიმფოფილია“

83c04e9db475

29a9a4ec582f

cd7e5c2312ef

303f20738336

სატირა

b34c3b49032f

სატირა — სინამდვილის მხატვრული ასახვის ისეთი ფორმა, როდესაც გამანადგურებელი სიცილით ამხილებენ ასახულის უარყოფით, მანკიერ ბუნებას. კომიკურის სახე. იუმორისაგან (რომელიც კეთილგანწყობილია ასახულის მიმართ და ცდილობს სიცილით “განკურნოს” იგი, გამოასწოროს მისი ნაკლი) განსხვავებით სატირა სიცილით ამხილებს, ბოლომდე “აშიშვლებს” თავის ობიექტს, ააშკარავებს შეუთავსებლობას გარეგან და შინაგან მხარეებს შორის, ფორმასა და შინაარსს შორის. ამით განსხვავდება სატირა პირდაპირი კრიტიკისგან, ინვექტივისაგან.

სატირისთვის დამახასიათებელია პუბლიცისტურობა, ავტორისეული ტენდენციურობა და გადაულახავი ზღვარი ავტორისეულ იდეურ სამყაროსა და მხილების ობიექტს შორის, ხოლო მისი ესთეტიკური ამოცანაა გამოიწვიოს და გამოაცოცხლოს გახსენება მშვენიერისა, რასაც შეურაცხყოფს მხილების ობიექტი თავისი მანკიერი არსით. სატირის აქტუალობა დამოკიდებულია ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ ფაქტორებზე. რამდენადაც უფრო ზოგადსაკაცობრიოა იდეალი, რომლის საშუალებით სატირიკოსი წარმოაჩენს თავის ანტიიდეალს და რამდენადაც უფრო ესთეტიკურად გამართულია მისი უარყოფითი სიცილი, მით უფრო ხანგრძლივდება სატირის ცხოველმყოფელი მნიშვნელობა.
სატირა აღმოცენდა ძველ რომაულ ლირიკაში. შემდეგ დაკარგა ჟანრულობა, თუმცა განსაზღვრავს სხვადასხვა ჟანრის არსს: იგავ-არაკის, ეპიგრამის, პამფლეტის, ფელეტონის. სატირის პრინციპზე აგებული რომანი გადაიქცევა სატირულ რომანად, დრამა კი – კომედიად. სატირისთვის დამახასიათებელი იერსახე იქმნება ჰიპერბოლიზაციით, გაზვიადებით, გროტესკით, სარკაზმით.

სატირა ჩაისახა და განვითარდა ძველ ნეთი|საბერძნეთში]]. სატირული ხასიათის ნაწარმოებებით ცნობილი არიან ძველი ბერძენი პოეტები: არქილოქე პაროსელი, ჰიპონაქტე ეფესელი, კომედიოგრაფი არისტოფანე, პროზაიკოსი ლუკიანე სამოსატელი. სატირამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო ძველ რომაულ პოეზიაში. მისი წარმომადგენლები არიან: ჰორაციუსი, იუვენალი და სხვ. სატირული ნაწარმოებებით ევროპულ ლიტერატურაში სახელი გაითქვეს ფრანსუა რაბლემ, სერვანტესმა, ჯონათან სვიფტმა, ვოლტერმა, ჰაინრიხ ჰაინემ და სხვ.

005ede8642d4

 

წყარო : ka.wikipedia.org

PagsOn

Ucnauri.com aris Dzalian Magari saiti am saitis sashualebit dzalian bevri informacia movipove da madloba im adamians vinc es saiti sheqmna :)

მსგავსი ამბები

Back to top button