საკითხავისასარგებლო

პიზის კოშკის ვარდნა შეჩერებულია

s

წაქცევის პირას მყოფი კოშკები მსოფლიოში ბევრია. ისინი არიან ესპანეთში, გერმანიაში, საქართველოში, თურქეთში და ა.შ. მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილი კოშკი არის იტალიაში, ქალაქ პიზაში. ის აგრეთვე ყველაზე ძველიცაა – 800 წელზე მეტი ხნისაა.

s

კოშკის წაქცევა მისი მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა, XII საუკუნის ბოლოს : მისი საძირკველის ქვემოთ თიხის გრუნტი ნელ-ნელა ქვევით იწევდა. როცა გადახრა შესამჩნევი გახდა, სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტეს. 90 წლის მერე კი გადაწყვიტეს ისევ გაეგრძელებინათ, თუმცა დაწყებული სამუშაოებიდან 2 წლის შემდეგ კოშკი კიდევ 50 სანტიმეტრით გადაიხარა. კოშკი ამჯერად 60 წლით დატოვეს სიწყნარეში. ხოლო მესამეჯერ მისი მშენებლობა უკვე 1450 წელს არქიტექტორ ტომაცო პიზანოს ხელმძღვანელობით დაიწყეს.

s

პიზანოს გათვლები არ გამართლდა, და კოშკი ისევ განაგრძობდა გადახრას თუმცა ახლა მხოლოდ 1 მილიმეტრით წელიწადში. XIX საუკუნეში კოშკის გადახრამ ვერტიკალიდან შეადგინა 1.6 მეტრი. მისი მდგომარეობა აღიარეს როგორც ავარიული : უვარგისი საძირკველის გამო კოლოსალურ ნაგებობას ისღა დარჩენოდა საბოლოოდ დაჰმორჩილებოდა ფიზიკის კანონებს და წაქცეულიყო.

s

აღელვებულმა იტალიამ დასახმარებლად მსოფლიოს ყველა ქვეყნის სპეციალისტებს მიმართა. გამოაცხადეს კონკურსი: ითხოვდნენ რომ კოშკი „იქცეოდეს“ მაგრამ არ წაიქცესო. ჟიურიმ 1500 პროექტი განიხილა. მათ შორის ბევრი ძალიან ორიგინალური იყო. ერთ–ერთი ავტორი სთავაზობდა რომ კოშკი აგურ–აგურ დაენგრიათ, და შემდეგ იგივე მასალებით ახალი კოშკი გაცილებით უფრო სანდო ადგილას აეშენებინათ. სხვა ავტორი სთავაზობდა გვერდით კიდევ ერთი ზუსტად ასეთი კოშკი აეშენებინათ, ოღონდ მისკენ გადმოხრილი. შემდეგში კი ორივე შეეერთებინათ, ასე ისინი ერთმანეთს დააბალანსებდნენ.

s

აირჩიეს საკმაოდ უბრალო პროექტი: კოშკის შიგნით ტყვიის ზოდებისგან შემდგარი საპირწონე უნდა გაეკეთებინათ, რომელიც კოშკის წონას ასჯერ აჭარბებდა. სწორედ ამას უნდა ეხსნა პიზის კოშკი ვარდნისგან.  მშენებლებმა პირველივე დღიდან აქტიური სამუშაოები დაიწყეს და 2000 წელს სამყაროს სენსაციურმა სიახლემ შემოუარა: პიზის კოშკის ვარდნა შეჩერებულია!

s

გასაკვირი არაა რომ პიზის კოშკი თავისი უჩვეულო ფორმით ადრეც იზიდავდა ტურისტებს. სახუმარო ნამდვილად არაა როდესაც კოშკი ასეთი განმავციფრებელი კუთხით არის გადახრილი, და თითქოს დაცემამდე ცოტაღა უკლია. ამ არქიტექტურული შედევრის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ ტურისტები სიმაღლის შიშსაც უმკლავდებიან და მის თავზე ადიან, საიდან გადმოხედვისასაც განცვიფრებაში მოდიან.

s
პიზის კოშკი სამხრეთისკენ არის გადახრილი და რომ გაასწოროთ, მას  ბანანის ფორმა აქვს ;)

მსგავსი ამბები

Back to top button