არქივი

ეს საინტერესოა…

58043274fa7e

ამ პოსტში წაიკითხავთ საინტერესო ფაქტებს გამოჩენილ პიროვნებებზე

1. თეოდორ რუზველტი
313a4d57e16f

ამერიკის შეერთებული შტატების ოცდამეექვსე პრეზიდენტს, თეოდორ რუზველტს ხშირად უწევდა პირველობა.  1905 წელს მისი დახმარებით დაიდო ხელშეკრულება რუსეთ იაპონიას შორის ომის შეჩერების შესახებ, რის გამოც ის გახდა პირველი ამერიკელი ნობელიის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. სწორედ რუზველტმა შემოიღო ცნება “თეთრი სახლი”, როგორც პრეზიდენტთა რეზიდენცია. კონგრესმა უმალ დააკანონა ეს სახელწოდება.  რუზველტი იყო პირველი რომელმაც მოიწვია შავკანიანი პოლიტიკური ფიგურები მასთან რეზიდენციაში. 1907 წლის 1 იანვარს მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი ხელის ჩამორთმევაში პოლიტიკურ ფიგურებს შორის, ახალ წელთან დაკავშირებულ ოფიციალურ წვეულებაზე თეთრ სახლში მან  ხელი ჩამოართვა 8513 სტუმარს.

2. ელეანორა რუზველტი

dc575e1ca791

ელეანორა რუზველტი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების ოცდამეთორმეტე პრეზიდენტის მეუღლე.  ერთხელ  დილით, კვირა დღეს ის ეწვია ციხეს საქველმოქმედო ვიზიტით. დილით გაღვიძებულმა ფრანკლინ რუზველტმა, როცა ვერ მოძებნა თავისი მეუღლე, ჰკითხა მორიგე მდივანს თუ სად იყო იგი.

-“სად არის ჩემი მეუღლე?”

-“ციხეში” -უპასუხა მდივანმა.

-“მისგან არც არის გასაკვირი”-უპასუხა პრეზიდენტმა,და კიდევ ჰკითხა:

-” და ხომ ვერ მეტყვი რის გამო მოხვდა იქ?”

3.ოსკარ უაილდი

f8b09f9f55fa

ოსკარ უაილდს რომან  “დორიან გრეის პორტრეტი”-ის დაწერა ძალიან ძვირად დაუჯდა. მან შეიძულა საკუთარი თავი რომანის გამო. საქმე იმაში იყო, რომ ღამით მწერალს აწუხებდა ჰალუცინაციები, ეცხადებოდა დორიან გრეი და მას სახის წართმევით ემუქრებოდა.ასე გრძელდებოდა ყოველ ღამე, სანამ მწერალს უძილობა არ დაემართა.ოსკარმა აღარ იცოდა რა ექნა, სად წასულიყო რომ შვება ეგრძნო. პარიზში ყოფნის დროს ის შევიდა ერთ-ერთ ეკლესიაში. სწორედ აქ იგრძნო მან შვება, ამის შემდეგ მას დორიანი აღარ დასიზმრებია. მწერალმა აღიარა რომ ამ დროს ჰქონდა ისეთი გრძნობა თითქოს ექსტაზში ოყო.ამ შემთხვევის შემდეგ მეამბოხე და ათეისტი ოსკარ უაილდი გახდა ღრმად მორწმუნე ადამიანი,იმდენად რომ სიცოცხლის ბოლოს კათოლიკობა მიიღო.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button