კატები, რომლებსაც მუტანტებსაც კი უწოდებენ…
შეიძლება თუ არა კატას მუტანტი უწოდო როცა ის ძალიან დიდ ზომებს აღწევს?.. ალბათ ყოველთვის არა, რადგან ამ ზომების დამსახურებით ისინი გინესის რეკორდების წიგნში ხვდებიან.. მაგალითად ეს კატა, მუტანტი არაა, მაგრამ ძალიან ძალიან მსუქანია…
ან კიდე ეს…
სავანა – ეს კატა სიამის და სერვალის ჯიშის კატების შეჯვარების თამამი გენეტიკური ექსპერიმენტია. პირველი სავანა გაჩნდა 1986 წელს. ერთი შეხედვით ეს კატა მოგაგონებთ ძაღლს, რომელიც პატრონისთვის ძალიან ერთგული იქნება…
ცნობილი გიგანტი კატა რომელის სახელიც გუნდაა (snowball), ფოტომონტაჟი აღმოჩნდა… 2001 წლის აპრილში ვინმე ”როჟე რეგანიე”-მ ინტერნეტით გაავრცელა ფოტოები, სადაც ამტკიცებდა რომ ეს კატა მისია და ნამდვილად არსებობდა. ასევე წერდა რომ 15 წლის წინ იპოვა ორი კნუტი, ნახევრად დამტვრეულ საიდუმლო ატომურ ლაბორატორიის ეკლიან ღობესთან. კნუტები აღმოჩნდნენ სხვადასხვა სქესის და 6 წლის შემდეგ მათ საერთო კნუტებში აღმოჩნდა თეთრი კნუტი შავი ლაქებით. კნუტი გაიზარდა 175 სანტიმეთრის სიგრძის და 44 კილოგრამი, რომელიც დიდი სიამოვნებით დაყვებოდა პატრონს სათევზაოდ. ( :D )
სპეციალისტები რომლებიც იკვლევენ კატა-მუტანტებს, არ აღიარეს ფოტო, რადგან მისი პატრონი ასეთ კატას ესე ადვილად ვერ დაიჭერდა, რადგან კატა გამოიყურებოდა ძალიან უსიცოცხლოდ… და ბოლოს, ატომური ლაბორატორია არავის არ დაუკეტავს და იქ არასდროს არ უნახავთ უსახლკარო კნუტები…
2007 წლის აგვისტოში ქალაქ ბრენფორდში, მობილურით გადაუღეს სურათი კატას ორი კუდით, რომელსაც ადგილობრივი ბავშვები დევნიდნენ.
აი ამ ერთკუდიან კატას კი, რომლის სახელიც განდი-ა, აქვს დიდი თვალები და თითქმის არ აქვს კბილები. დაიბადა სანაგვეზე, ძილის დროს ხვრინავს და თითქმის სულ მოწყენილია.
ვლავივასტოკის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ქალაქში აღმოაჩინეს კნუტი სახელად ლუნტიკი. მას აქვს ოთხი ყური, მაგრამ სმენა მხოლო დიდ ყურებში აქვს…
ასევე 2006 წელს მსგავსი კატა აღმოაჩინეს ჩიკაგოს ერთ-ერთ ბარში, სადაც ადგილობრივი ლოთები რბილად რომ ვთქვათ კატას დასცინოდნენ. ძალიან მალე ამერიკის ერთ-ერთმა ოჯახმა ის სახლში წაიყვანა. ნორმალური კატებისგან განსხვავებით იოდას-ს ძალიან უყვარს თეთრი პური და სახლში ძალიან ხშირად იპარავს ))
სხვადასხვა თვალის ფერით კატებს უკვე ძალიან ხშირად შეხვდებით. ამასთან ერტი თვალი აუცილებლად ცისფერია, მეორე კი ან ყვითელი, ან მწვანე ან თაფლისფერია. ასეთი ანომალია შეიძლება დაემართოს ნებისმიერ კნუტს, რომელსაც სისხლში აქვს ”თეთრი გენი”.
თუ სხვადასხვა ფერის თვალიან კატას გადაუღებთ სურათს ”ფპლეშ” განათებით, მაშინ ლურჯი ფერის თვალის გუგა მოგცემთ წითელი ფერის ეფექტს, მეორე კი არა.
კნუტი ოთხი თვალით, ორი ცხვირითა და ორი პიროთ დაიბადა 2010 წლის ივლისში დასავლეთ ვირჯინიაში. კნუტი ყველა მხრივ ჯანმრთელია, გარდა ანომალიისა, რომელიც თავის არეში გააჩნია. მედიცინურ ენაზე ამას ”დიპროპოზი” ეწოდება.
კატა-ციკლოპი პირველად აღმოაჩინა ექიმმა კიტომ ჯონსონ-მა 1970 წელს. ისინი ძალიან ცოტანი არიან და როგორც წესი მკვდრები იბადებიან. ვეტერინარები თვლიან რომ, ესეთი ანომალია ხდება მაშინ, როდესაც ჯვარდებიან ახლონათესავი კატები.
2006 წლის იანვარში გაჩნდა ერთ თვალიანი კატა, რომელმაც შედზლო ეცოცხლა თითქმის ერთი დღე. მისი ერთადერთი თვალი, რომელიც ბრმა იყო, არ ეხურებოდა.
ქალბატონნი ფეი, რომელიც ”ფრთიანი” კატის პატრონია, ამბობს რომ ფრთები მას გაუჩნდა შეჯვარების შემდეგ. და ასევე ის ცდილობს ფრენა ისწავლოს. ( :O )
ჩინეთის რესპუბლიკისთვის ეს კეთილი ნიშანია, ისინი თვლიან რომ ეს მომავალში საკუთარი ქვეყნის აყვავების ნიშანია…
კნუტს სახელად კასიმ-ის, რომელიც დანიაში დაიბადა, წინა თათებზე აქვს ორ-ორი ზედმეტი ”თითი”. უკანა თათებზე კი ერთი ზედმეტი. კნუტი სრულიად ჯანმრთელია.
კასიმის ძმა ალადინი – იგივე ისტორიით
ამერიკელ ლიზი ელვის-ს, რომელიც კატების თავშესაფარში მუშაობს, მიუყვანეს კნუტი, რომელსაც ორმაგი ”ეშვები” გაეზარდა. ლიზიმ ეს ფუმფულა წაიყვანა სტომატოლოგთან,სადაც დამატებითი ეშვები ამოუღეს…
სულ ეს იყო ))