არქივი

სახალისო ფაქტები

853c856d6142
სახალისო ფაქტების მორიგი კრებული
1.
f38744743e6d
მცენარეული ზეთის ბოთლების ეტიკეტზე ხშირად შეხვდებით წარწერას „ არ შეიცავს ქოლესტერინს“ ან „ შეიცავს ვიტამინ E–ს“. სინამდვილეში ეს სარეკლამო ხრიკებია, რადგან ყველა მცენარეული ზეთი შეიცავს ვიტამინ E-ს, ხოლო ქოლესტერინი მასში ისედაც ვერ იქნება, რადგან მხოლოდ ცხოველური ცხიმების შემადგენლობაში შედის.

2.
ad534757de53
სომხური ხვლიკების (darevskia armeniaca), რომლებიც ფართოდაა გავრცელებული სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მხოლოდ მდედრი სახეობები არსებობს. ეს პართენოგენეზის შედეგად მოხდა. განაყოფიერებული კვერცხიდან იჩეკება მამრი ხვლიკი, ხოლო გაუნაყოფიერებელიდან – მდედრი. როგორც ჩანს, რომელიღაც პერიოდში მამრები სულ ამოწყდნენ…
3.
58c77b3de453
საკუთარ კარში გოლების გატანის რეკორდი დაამყარა ბელგიელმა სტენ ვან დენ ბაისმა. 1995/96 სეზონზე „ანდერლეხტი“ – „ჟერმინალ ეკერენი“ შეხვედრის დროს მან 3 ავტოგოლი გაიტანა. მატჩი დამთავრდა ანგარიშით 3:2 ანდერლეხტის სასარგებლოდ, ამასთან წაგებულმა გუნდმა გაიტანა ხუთივე გოლი, მოგებულმა კი – არცერთი.
4.
33886fe50d5e
რომანში „სამი მუშკეტერი“ ერთ–ერთი პერსონაჟი – გრიმო – დიუმამ შეიტანა მხოლოდ და მხოლოდ ჰონორარის გამო. ჟურნალი Le Siècle მას უხდიდა სტრიქონების რაოდენობის მიხედვით. ამიტომ დიუმამ სიტყვაძუნწი გრიმო გამოძებნა, რომელიც მხოლოდ „კი“ და „არას“ ამბობდა. ამაში კი ჟურნალი იგივეს იხდიდა, რასაც გრძელ წინადადებიან სტრიქონებში. „20 წლის შემდეგ“ წერის დაწყებისას გამომცემელმა სიტყვების რაოდენობის მიხედვით გადახდა დაიწყო და გრიმოც მაშინვე ამჭერმეტყველდა.
5.
ea6c8ec57127
ბირ–ტრავილი, 2060 კვ.კმ ფართობი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ეგვიპტესა და სუდანს შორის, ფაქტიურად არ ეკუთვნის არცერთ სახელმწიფოს. ეს უცნაური სიტუაცია წარმოიშვა ამ ორი სახელმწიფოს საზღვრების რამოდენიმეჯერ გადატანა–გადმოტანის შედეგად. არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს პრეტენზიას ამ ტერიტორიაზე, შედეგად ბირ–ტრავილი არის «terra nullius»
6.
44b6297df6dc
ახალ ტექნოლოგიურ გამოგონება „ბლუთუზს“ სახელი დანიელი მეფის ჰარალდ I „ლურჯკბილას“ საპატივცემულოდ დაერქვა. თავად მეფეს კი ეს სახელი შეარქვეს მაყვლის გადამეტებული სიყვარულის გამო. მაყვლის ჭამის გარდა ჰარალდმა სხვა მნიშვნელოვანი საქმისთვისაც მოიცალა – მე–10 საუკუნეში მოქიშპე დანიური ტომები ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა. ბლუთუზსაც იგივე პრინციპი უდევს – უზრუნველყოფს სხვადასხვა მოწყობილობების კავშირს.
7.
c44df8bae56c
მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი „ბაუნტის“ რეკლამები საუცხოო ტროპიკული პლაჟებისა და პალმებიანი კუნძულების ფონზე მიმდინარეობს, რეალური ბაუნტის კუნძულები მდებარეობს ანტარქტიდასთან ახლოს და ტროპიკული ტყის ნაცვლად მასზე პინგვინებიანი ტუნდრაა.
8.
86d0436627fb
ჯორჯ ვაშინგტონს თავის ფერმაში მოჰყავდა… მარიხუანა და ყველას ურჩევდა იგივეს გაკეთებას, რადგან ის გამოიყენებოდა კანაფის თოკების დამზადებაში და კარგი სასუქი იყო ნიადაგის გასანოყიერებლად. საკმაოდ დიდი დრო გავიდა სანამ ამ საინტერესო მცენარეს არალეგალურად გამოაცხადებდნენ და ვინ იცის, ვაშინგტონმა მისი სხვა თვისებებიც შეამჩნია :)

9.
პატარა ინდონეზიელმა ადრი რიზალმა სიარულთან ერთად … სიგარეტის მოწევაც დაიწყო. ინდონეზიელი პატარა ბავშვების 3% „სტაჟიანი“ მწეველები არიან.

მართალია, პატარა ადრის მშობლები საერთოდ არ ნერვიულობენ ამასთან დაკავშირებით, მაინც:

გახსოვდეთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button