გართობა

ტური ვენეციურ მარადიულ ქალაქში

8a82f47c8495

ვენეციის მოყვარულებს… წინა პოსტში შემოგთავაზეთ ვირტუალური აეროპორტი ეხლა ამ პოსტში ვენეციის მარადიულ ქალაქში გავისეირნებთ :) სრულად ნახვაში შესვლისას დაგხვდებათ რამოდენიმე სურათი რომელსაც აირჩევთ იმ ადგილს დაათვალიერებთ ვირტუალური კამერით იმედია მოგეწონებათ.

PS ბაქარ ლომსაძეს მადლობას ვუხდი ჩემთვის სტატუსის მონიჭებისთვის და როგორც დავპირდი ამ საიტს მართლა ბევრ საინტერესო და კარგ სიახლეს შევმატებ გაიხარე ბაქარ :kiss:

თუ არ ჩაირთო ეს იმას არ ნიშნავს რომ არასწორად მაქ  სიახლე დადებული… უბრალოდ სცადეთ სხვა ბრაუზერით ან გადმოწერეთ Quick Time Installer_ი დააინსტალირეთ გადატვირთეთ კომპიუტერი ან ბრაუზერი კონტროლ F5 ით  და უპრობლემოდ აჩვენებს

bacino orseolo bacino orseolo palazzo ducale palazzo ducale
rio del ponte delle beccarie rio del ponte delle beccarie ponte dei sospiri ponte dei sospiri
ponte di rialto ponte di rialto piazza san marco piazza san marco
piazza san marco piazza san marco panorama della città panorama della città
sestiere di santa croce sestiere di santa croce rio della misericordia rio della misericordia
chiesa di san vida chiesa di san vidal palazzo ducale palazzo ducale
ponte de la rioda ponte de la rioda sestiere di castello sestiere di castello
campo san tomà campo san tomà canal grande canal grande
san pietro san pietro peschiera cassan peschiera
maddalena maddalena san apostoli san apostoli
sangiacomo san giacomo scuola san gio scuola san gio

oONETTWOo

მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, ზოგიერთი ჯგუფელისთვის – 09, ზოგიერთისთვის კი – მეგობარი, დაინტერესებული პირებისათვის - სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, კოღოებისათვის – უფასო დონორი და უფასო დონორებისაგან ღმერთმა დამიფაროს, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის. მაქვს სურვილი ვიყო ცნობილი და არ მაქვს სათანადო სქესი “ფლეიბოიში” გადასაღებად. ხშირად მომდის მუზა და კიდევ უფრო ხშირად “მესიჯები” არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია) ვაპირებ გავხდე (ჟურნალისტი) და გავსუქდე (ცოტა). არასდროს გეტყვით, რომ “სადღაც ორი საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს” და არასდროს გაგაცნობთ “ამინდის მოსალოდნელ პროგნოზს“. არასდროს გავუხევ ხახას რესპონდენტს მიკროფონის საშუალებით და არ ვკითხავს პანაშვიდზე შვილმკვდარ დედას “რას გრძნობს” ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო! მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა… :)
Back to top button