არქივი

დიაბეტი

controlbw150
ყოველ 10 წამში მსოფლიოში 3 ადამიანი შაქრიანი დიაბეტით ხდება ავად.
ყოველ წელს 4,2 მილიონი კაცი იღუპება შაქრიანი დიაბეტის ამა თუ იმ გართულებით.
შაქრიანი დიაბეტის გართულებისგან ყოველ 10 წამში 2 ადამიანი იღუპება.

ამჟამად მსოფლიოში მილიარდ-ნახევრამდე ადამიანს აღენიშნება მეტაბოლური სინდრომი, რომელიც, არსებითად, პრედიაბეტურ და პრეათეროსკლეროზულ მდგომარეობას წარმოადგენს. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში დიაბეტის ყოველწლიური მატება მოსახლეობის ნამატს აჭარბებს. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეიძლება დავუშვათ, რომ დადგება დრო, როდესაც ევროპის მთელი მოსახლეობა დიაბეტით დაავადდება, თუმცა, მეცნიერთა დაკვირვებით, ცხოვრების ჯანსაღ წესს შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს.

დიაბეტის გავრცელებული ფორმებია ტიპი 1, ტიპი 2 და გესტაციური და პრეგესტაციური დიაბეტი (გესტაციურია დიაბეტი, როდესაც ქალს დაავადება ორსულობისას გამოაჩნდება, ხოლო პრეგესტაციურს იმ ფორმას უწოდებენ, როდესაც დაორსულება დიაბეტის ფონზე ხდება).
ტიპი 1 (დიაბეტის ის ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და შედარებით ახალგაზრდებს ემართებათ) გამოწვეულია იმუნური პროცესების დარღვევით ან იდიოპათიურია (დაუდგენელი მიზეზით არის განპირობებული). ამ დროს ზიანდება და იშლება ინსულინის გამომმუშავებელი უჯრედები და ორგანიზმში ეს ჰორმონი საჭიროზე გაცილებით ნაკლები ოდენობით ან სრულებით აღარ წარმოიქმნება, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას ქმნის. ასეთი ავადმყოფები მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიაზე იმყოფებიან – მუდმივად იკეთებენ ინსულინს. სხვაგვარად ისინი კეტოაციდური კომით დაიღუპებიან.
ტიპი 2 უმთავრესად მოწიფულ და ასაკოვან პირებს ემართებათ.
1381280c1711
მოგეხსენებათ, მედიცინაში ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არ არის. ბოლო დროს ბავშვებშიც მოიმატა ტიპის 2 დიაბეტმა (უმთავრესად – ჭარბწონიანობის ხარჯზე) და მოზრდილებს შორისაც შეიძლება შევხვდეთ დიაბეტის ტიპ 1-ს, რომელიც ამ ასაკისთვის ტიპური არ არის, მაგრამ ბეტა უჯრედების დაზიანება ახასიათებს. მას მოგვიანებითი იუვენილური დიაბეტი ეწოდება.
რაც შეეხება ორსულთა დიაბეტს, ამ დროს ორგანიზმში ხდება ჰორმონული ძვრების მთელი წყება. იმატებს ინსულინის საწინააღმდეგო ჰორმონების სინთეზი. საბედნიეროდ, მეტწილად ეს ფიზიოლოგიური მდგომარება თავისთავად გაივლის. თუ ნახშირწყლოვანი ცვლა დაირღვა, ქალი ინსულინზე გადაგვყავს. ორსულს ტაბლეტებს არ ვუნიშნავთ, რადგან პლაცენტური ბარიერი მათ ვერ აკავებს. ორსულობის გამო სარისკოა შეზღუდული დიეტის დანიშვნაც.
დიაბეტის ტიპური და ცნობილი სიმპტომებია პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი, გაძლიერებული შარდვა, წონის კლება ნორმალური ან გაძლიერებული მადის ფონზე. ეს ნიშნები მკვეთრად აქვთ გამოხატული ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულებს. ტიპი 2-ის შემთხვევაში ხსნებული სიმპტომები გაცილებით სუსტია, ამიტომ მათ ხშირად ყურადღებას არ აქცევენ და ექიმს დაგვიანებით, უკვე გართულებების (მაგალითად, კანის ქავილის, ჰიპერტენზიის, მხედველობის დაქვეითების და სხვ.) გამო მიმართავენ.
ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში დაავადებულთა 80%-ს აღენიშნება ჭარბი წონა ან სიმსუქნე, რაც ინსულინის ბიოლოგიური ეფექტების დაქვეითებას იწვევს. ასეთ შემთხვევას ინსულინრეზისტენტულს ვუწოდებთ.
საკვების შემადგენლობის გარდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი მიღების ჯერადობას და დროს. ზოგი დილით და შუადღისას არაფერს ჭამს და ვახშამზე ინაზღაურებს მთელი დღის ნორმას. ეს არაჯანსაღი კვებაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობასაც, რომელსაც ზომიერად ყველა უნდა მისდევდეს.
43dd888c914d
რაც შეეხება დაფინანსებას, ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს საერთაშორისო დონის იდეალური პროგრამა ბავშვებისთვის. სახელდობრ, არსებობს დიაბეტურ ბავშვთა ასოციაცია. ასოციაცია ათასამდე ბავშვს აერთიანებს. მათ ყოველგვარი დაფინანსება აქვთ: ინსულინის შპრიც-კალმისტრები, გლუკომეტერები, ინსულინი, კონტროლი ყოველ ექვს თვეში და თუ საჭირო გახდა, დამატებითაც. ჩვენი მიზანია, მოზრდილებშიც იმავეს მივაღწიოთ.
d78cfb3258a0
დიაბეტის გართულებები

მრავალი სპეციალისტისგან გაიგონებთ, შაქრიანი დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესიაო. მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური განცხადებისა, ვერსად წავუვალთ იმ ფაქტს, რომ შაქრიანი დიაბეტი გართულებებს იწვევს.
მოდით, იმ შედეგებზე ვისაუბროთ, რომლებსაც ყველაზე ხშირად იწვნევენ ხოლმე დიაბეტით დაავადებულნი.
დაზარალებული თვალის ამბავი
როგორც ჩანს, შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების საგრძნობლად აზიანებს. სწორედ ამის ბრალია, რომ პათოლოგიის დროს ბევრი ორგანო მწყობრიდან გამოდის და ფუნქციას კარგავს.
ერთ-ერთი “დაზარალებული” ორგანო თვალია. შაქრიანი დიაბეტი მას სხვადასხვაგვარ ზიანს აყენებს (კატარაქტა, გლაუკომა), მაგრამ ყველაზე ხშირი და ვერაგი გართულება რეტინოპათიაა.
დიაბეტური რეტინოპათიის დროს თვალბუდის ფსკერზე მოთავსებულ სისხლძარღვოვან ქსელში პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს: კაპილარები სკდება და იქიდან სისხლი იწყებს ჟონვას. ჩნდება სისხლჩაქცევები. უყურადღებობისა და არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში ამგვარ ცვლილებებს მხედველობის დაქვეითებამდე ან სიბრმავემდე მივყავართ.
დაავადების საწყის სტადიაში რაიმე სიმპტომმა, თვალის ტკივილი იქნება ეს თუ მხედველობის დაქვეითება, ყოველთვის შესაძლოა არ იჩინოს თავი, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პათოლოგიური ცვლილებები არ ვითარდება.
თუ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, გირჩევთ, ნუ დაიზარებთ – ოფთალმოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც ეწვიეთ.
615bcc15d046

უშაქრო დიაბეტი

წყურვილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. სიცხეში, მლაშე საკვების მიღების შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისა და მაღალი ტემპერატურის დროს ეს შეგრძნება მძაფრდება, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მუდმივი და ძლიერი წყურვილი პათოლოგიაზე მიუთითებს. კერძოდ, გაძლიერებული წყურვილი უშაქრო დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. საინტერესოა, რომ ბავშვებში ღამის უნებლიე შარდვის მიზეზი ხშირად სწორედ უშაქრო დიაბეტია. ამ დაავადების შესახებ გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ხითარიშვილი.

უშაქრო დიაბეტი (უშდ) ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვაზოპრესინის – ორგანიზმის წყალმარილოვანი ცვლის მარეგულირებელი ერთ-ერთი მთავარი ჰორმონის – გამომუშავების შემცირება ან თირკმელზე მისი პერიფერიული ზემოქმედების დათრგუნვა. შარდსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ვაზოპრესინს ანტიდიურეზულ ჰორმონს (ადჰ) უწოდებენ (“ანტი” – წინააღმდეგ, “დიურეზი” – შარდვა).
უშაქრო დიაბეტს გაძლიერებული შარდვა და წყლის უხვი სმა ავლენს. მისი სინონიმებია უშაქრო ხშირი შარდვა.
საბედნიეროდ, უშაქრო დიაბეტი არცთუ ისე გავრცელებულია. ენდოკრინულ დაავადებებს შორის მისი პროცენტული მაჩვენებელი 0,5-0,7-ს უდრის (15 000-17 000-დან 1 შემთხვევა). ყოველწლიურად 1 000 000 კაცზე დაავადების ერთი ახალი შემთხვევა ვლინდება. უმეტესად მამაკაცები ავადდებიან. ბავშვებში უშაქრო დიაბეტი უპირატესად 12 წლის ასაკიდან გვხვდება.
უშაქრო დიაბეტის არსის გასაგებად, ურიგო არ იქნება, შარდის წარმოქმნის პროცესს გადავავლოთ თვალი.
მოგეხსენებათ, ორგანიზმიდან სითხის გამომყოფი მთავარი ორგანო თირკმელია. შარდის გამოყოფა საკმაოდ რთული პროცესია და რეაქციათა მთელ წყებას მოიცავს. თავდაპირველად სისხლი თირკმლის გორგლებში იფილტრება და წარმოიქმნება პირველადი შარდი, რომლის მოცულობა საბოლოო შარდის მოცულობაზე ბევრად მეტია. მომდევნო ეტაპზე ხდება რეაბსორბცია – თირკმლის კლაკნილი და შემკრები მილაკების საშუალებით პირველადი შარდიდან სითხე უკანვე შეიწოვება – და საბოლოოდ იმ ოდენობის შარდი წარმოიქმნება, რომელიც სხეულიდან გამოიყოფა.
615bcc15d046
ანტიდიურეზული ჰორმონი პროცესის მეორე ეტაპში უშუალოდ მონაწილეობს. იგი პირველადი შარდიდან დიდი ოდენობის სითხის (და არა ელექტროლიტების) უკუშეწოვას განაპირობებს. ამ პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის ანტიდიურეზული ჰორმონი თირკმლის მილაკების სპეციფიკურ რეცეპტორებს უკავშირდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვლინდება მისი ბიოლოგიური ეფექტი – სითხის უკუშეწოვა და საბოლოო შარდის წარმოქმნა. ამრიგად, ადჰ-ის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, მისი ნორმალური ოდენობით გამომუშავება და სისხლში გამოყოფა, და, მეორე მხრივ, თირკმელებში ოპტიმალური რაოდენობის შესაბამისი რეცეპტორების არსებობა. სხვაგვარად საბოლოო შარდის წარმოქმნა დაირღვევა, ორგანიზმი ვერ შეიკავებს მიღებულ სითხეს და დიდი ოდენობის შარდს გამოყოფს. ეს დაარღვევს პლაზმის ოსმოსურ წნევას, რაც განსაზღვრულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით წყურვილის შეგრძნებას ბადებს. მის საკომპენსაციოდ პაციენტი წყალს ჭარბი რაოდენობით სვამს.
განურჩევლად ფორმისა, დაავადება ან შთამომავლობითია, ან შეძენილი. ცენტრალური შეძენილი უშაქრო დიაბეტის მიზეზები გახლავთ ჰიპოფიზის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა, ჰიპოფიზის სიმსივნის ოპერაციული მოცილება,
როდესაც ავადმყოფს აღენიშნება უშაქრო დიაბეტის ძირითადი კლინიკური გამოვლინებები – გაძლიერებული შარდვა და წყურვილი, რაც აიძულებს, დღე-ღამეში 3-დან 20 ლიტრამდე სითხე მიიღოს, ინიშნება სათანადო გამოკვლევები: განისაზღვრება შარდის ხვედრითი წონა, სისხლისა და შარდის ოსმოლარობა, სისხლში ადჰ-ის ოდენობა. ტარდება შიმშილის ტესტი. ცენტრალური უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში მივმართავთ ჰიპოფიზის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას.
ed0d5a14456f

მათვე იყენებენ ცენტრალური და თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დიფერენცირებისთვის. დიურეტიკებს დადებითი ეფექტი მხოლოდ თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში აქვს.
დაავადება ადამიანის ცხოვრების წესზე გარკვეულწილად მოქმედებს, ვინაიდან ნებისმიერი ფორმის უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში ავადმყოფს ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელი ეკრძალება, ლუდიც კი.
ამგვარად, როდესაც ადამიანი იწყებს არადეკვატური ოდენობის შარდის გამოყოფას და/ან არაადეკვატური ოდენობის სითხის მიღებას, უშაქრო დიაბეტის არსებობა უნდა ვიეჭვოთ და კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მივმართოთ სპეციალისტს. იგივე ითქმის ბავშვებში ღამის უნებლიე შარდვისა და ჭარბი სითხის უმიზეზო მიღების შემთხვევებზეც.

შაქრიანმა დიაბეტმა ასაკი არ იცის: ის მოზრდილებსაც ემართება და მცირეწლოვან ბავშვებსაც, თანაც ამ უკანასკნელთ გაცილებით მკაცრად ეპყრობა – ბავშვთა ასაკში განვითარებული დიაბეტი, მოზრდილთა დიაბეტისგან განსხვავებით, მხოლოდ კვების რეჟიმის შეცვლას და ტაბლეტოთერაპიას არ სჯერდება – უთუოდ ინსულინით მკურნალობას მოითხოვს.
572ebab896ca

ციფრები და ფაქტები:
შაქრიანი დიაბეტით ყოველ წელს 7 მილიონი კაცი ავადდება.
ყოველ 10 წამში მსოფლიოში 3 ადამიანი შაქრიანი დიაბეტით ხდება ავად.
ყოველ წელს 4,2 მილიონი კაცი იღუპება შაქრიანი დიაბეტის ამა თუ იმ გართულებით.
შაქრიანი დიაბეტის გართულებისგან ყოველ 10 წამში 2 ადამიანი იღუპება.
დღეს შაქრიანი დიაბეტი 20-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანებში განვითარებული სიბრმავის წამყვანი მიზეზია.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ნახევარი 40-დან 60 წლამდე ასაკისაა. მათი 70 პროცენტი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.
დიაბეტით დაავადებული ადამიანები საშუალოდ 5-10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე დიაბეტის არმქონენი.
სიკვდილიანობის მიზეზთა შორის დიაბეტი მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილს იკავებს.
საგანგაშოდ გახშირდა; მისი გავრცელების ტემპი წელიწადში 3 პროცენტით იმატებს.
ყოველწლიურად 14 წლამდე ასაკის 70 ათასი მოზარდი ავადდება შაქრიანი დიაბეტით.

დაავადებულთა ნახევარმა, ზოგიერთ ქვეყანაში კი 80%-მა არც კი იცის, რომ დიაბეტი აქვს

როგორც 2010 წლის მონაცემებით ვიგებთ საშუალოდ 285 მილიონი ადამიანი არის არის დაავადებული დიაბეტით. მისი სიხშირე სწრაფად იზრდება და 2030 წლისათვის ეს რიცხვი სავარაუდოდ გაორმაგდება. დიაბედი გვხვდება მთელ მსოფლიოში მაგრამ უფრო ხშირია განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა მოსალოდნელია რომ დიაბეტის სიხშირის მატება მოხდეს აზიის და აფრიკის კონტინენტზე.

ჩინეთი
თითქმის ყოველ 10 ჩინელი მოსახლიდან 1 მოსახლე დიაბედიტაა დაავადებული. ასევე სწრაფად იზრდება დაავადების სიხშირე კველევამ აჩვენა 30% ზრდა 7 წლის განმავლობაში.

ინდოეთი
ინდოეთში ყველაზე მეტი ადამიანია დაავადებული დიაბეტით ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. საშუალო ასაკი დიაბეტის გამოვლენის არის 42,5 წელი

გაერთიანებული სამეფო
დიდ ბრიტანეთის მოსახლეობიდან 3,8 მილიონი მოსახლე დიაბეტით არი დაავადებული
ასევე უნდა იღინიშნოს ისიც რომ დიდი ბრიტანეთი წლიურად 16.9 მილიარდ დოლარს ხარჯავს დიაბეტის საწინააღმდეგოდ

აშშ
შეერთებულ შტატებში 2010 წლის მონაცემებით 26 მილიონ ადამიანს აქვს დიაბეტი რომელთაგან 7 მილიონს არ ჩატარებია დიაგნოსტიკა
ხოლო 57 მილიონი ადამიანს აღენიშნიშნება დიაბეტის წინამორბედი ფორმა
საშუალო მონაცემები 5-10 % მდე აღენიშნებათ 1 ტიპის დიაბეტი ხოლო დანარჩენი მეორე ტიპის

 

წყარო : http://www.aversi.com

prafesor

Barca fan
Back to top button