გასართობიუცნაური

მსოფლიოს ყველაზე პატარა არსებები

Image Hosted by ImageShack.us
ყველაზე პატარა ქამელეონი 1.2სმ

მსოფლიოს ყველაზე პატარა ქამელეონის ეს ჯიში, ნაპოვნია მადაგასკარზე, მისი ზომა როგორც ზემოთ არის მოცემული სულ რაღაც 1.2 სანტიმეტრია, თუმცა მდედრები უფრო დიდები იზრდებიან ვიდრე მამრები.

ყველაზე პატარა ძაღლი 12.4სმ

Image Hosted by ImageShack.us

ეს პატარა არსება აშშ-ს შტატ მასაჩუსეტში ბინადრობს. ჩიხუახუას ჯიშის ეს ძაღლი ამ მომენტისათვის ყველაზე პატარა ძაღლია მთელს მსოფლიოში, თუმცა ისტორია გვეუბნება, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლის რეკორდი იორკშირ ტერიერს ეკუთვნის რომლის სიმაღლეც სულ რაღაც 6.2სმ იყო.

ყველაზე პატარა გველი 10.1სმ

Image Hosted by ImageShack.us

გველების ჯიშებს შორის ეს ყველაზე პატარაა და იგი კარიბის ძღვის ერთ-ერთ კუნძულზე, კერძოდ კი ბარბადოსზე აღმოაჩინეს.

ყველაზე პატარა თევზი 7მმ

Image Hosted by ImageShack.us

ამ უცნაური თევზის ჯიში პირველად 2006 წელს კუნძულ სუმატრაზე აღმოაჩინეს, იგი ყველაზე პატარაა ხერხემლიან თევზებს შორის. და 7მმ არ აღემატება.

ყველაზე პატარა ცხენი 43 სმ

Image Hosted by ImageShack.us

საქმე ის არის, რომ ამ ცხენის ბედი თავიდანვე განსაზღვრული იყო, იგი სპეციალურად გამოჰყავდათ და მინიატურული უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი ზომები მინიატურული ცხენისთვისაც მეტად პატარა გამოდგა.

ყველაზე პატარა კატა 15.5სმ

Image Hosted by ImageShack.us

ეს კატა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, იგი ცენტრალურ ილინოისში ცხოვრობს და ხულ რაღაც 2 წლისაა.

ყველაზე პატარა ზაზუნა 2.5სმ

Image Hosted by ImageShack.us

ამ ზაზუნამ ზრდა დაბადებიდან სამი კვირის შემდეგ შეწყვიტა, უცნაური კი ის გახლავთ, რომ მისი და-ძმები ჩვეულებრივ ზაზუნებზე დიდები გაიზარდნენ.

ყველაზე პატარა ხვლიკი 16მმ

Image Hosted by ImageShack.us

ის ყველაზე პატაარაა ხვიკთა ჯიშებს შორის, მისი აღმოჩენის წელია 1965 ადგილი კი ვირჯინიის კუნძულები.

ყველაზე პატარა ძროხა 81სმ

Image Hosted by ImageShack.us

ეს გახლავთ იშვიათი ჯიშის ინდური ძროხა. სურათზე კი ნაჩვენებია 16 წლის იშვიათი უნდური ჟიშის ძროხა, რომელიც გვერდით უდგას, ჩვეულებრივ ზროხას, რომელიც 6 წლისაა.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close