გართობაკულტურა

ყველაზე ძვირად ღირებული ნახატები მსოფლიოში

2d1edb199bce
10. $78,100,000. პიერ-ოგიუსტ რენუარი – ბალი მულან დე ლა გალეტში, მონმარტრი
იმ დროს როდესაც ეს ნახატი გაიყიდა 1990 წელს, ეს იყო მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი, რომელიც ოდესმე გაყიდულა. თანაც ეს ნახატი იმან იყიდა, ვინც იმ დროს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნომერი პირველი ნახატი შეიძინა. საბოლოო ჯამში ამ ნახატის მფლობელს პრობლემები შეექმნა, გაკოტრდა და ამ ნახატს ყადაღა დაედო.

9. $80,000,000. ჯასპერ ჯოუნზი – წარუმატებელი დასაწყისი
ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე გაიყიდა
6869ffd5593a

8. $82,500,000. ვინსენტ ვილემ ვან გოგი – ექიმი გაშეს პორტრეტი
ნახატი, რომელიც 1990 წლის იაპონიის აუქციონზე იყიდა ბიზნესმენმმა რიოეიო საიტომ. საიტო იმ დროს იყო 75 წლის,მან დაიბარა, რომ როდესაც მოკვდებოდა, ეს ნახატი საფლაში უნდა ჩაეყოლებინათ. შემდეგ რათქმა უნდა ეს წინადადება უარყო და თქვა რომ ეს მხოლოდ ნახატისადმი დიდი სიყვარულის დასამტკიცებლად განაცხადა.
4cce380aaf4f

7. $86,300,000. ფრანსის ბეკონი – ტრიპტიქი,1976.
ბეკონის ეს შედევრი რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან, იყიდა რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა
6618645b9fed

6. $87,900,000. გუსტავ კლიმტი – ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი II.
ერთადერთი მოდელი, რომელიც კლიმტმა ორჯერ დახატა. პირველი პორტრეტის გაყიდვიდან რამდენიმე თვეში გაიყიდა მეორე პორტრეტიც. მთლიანობაში პორტრეტები გაიყიდა 215 მილიონად. მყიდველი უცნობია.
9b7dfdb71088

5. $95,200,000. პაბლო პიკასო – დორა მაარი კატასთან,
ეს ნახატი ყველაზე საინტერესოა, რადგანაც ცოტამ თუ იცის რომ მისი მფლობელი ვიღაც რუსი მილიარდელი კი არა, არამედ ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. მან 2006 წელს ეს ნახატი იყიდა დახურულ აუქციონზე
843e95db9efb

4. $104,200,000. პაბლო პიკასო – ბიჭი ჩიბუხით
იმ დროისთვის ყველაზე მაღალი ფასი რომელიც გადახდილი იყო ღია აუქციონზე. ეს იყო პირველი ნახატი რომელმაც მოხსნა 100 მილიონიანი ბარიერი.
49f99bbfdef5

3. $135,000,000. გუსტავ კლიმტი – ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I.
ეს ნახატი მარია ალტმანმა გაყიდა. მარიამ მრავალი სასამართლო პროცესის შემდეგ დაამტკიცა რომ იგი ნახატის კანონიერი მფლობელი იყო. ნახატი იყიდა რონალდ ლოდერამ საკუთარი გალერიისთვის ნიუ-იორკში. ეს იყო მისი მთავარი საკოლექციო ნახატი, რომელიც ნაცისტებს გადაურჩა
c1ab4e7d2e84

2. $137,500,000.უილიამ დე კუნინგი – ქალი III .
ნახატი გაიყიდა 2006 წელს. ის მილიარდერმა სტივენ კოენმა იყიდა.
bf019d53351c

1. $140,000,000. ჯეკსონ პოლოკი – No.5, 1948 .
ნიუ-ორკ ტაიმსი იტყობინება რომ ეს ნახატი გაყიდა დევიდ გეფენმა კოლოსალურ თანხად 140 მილიონ დოლარად. მისი მყიდველია დევიდ მარტინესი . ეს იყო მარტინესის მიერ შეძენილი პირველი სურათი რომელმაც რეკორდი მოხსნა.
9379a727b55b

იმედია მოგეწონათ :)

მსგავსი ამბები

Back to top button