არქივი

მითები, რომლებიც გვჯერა

d9fb6dfa7e0f
რძე ძალიან სასარგებლოა.
არ გიყვართ რძე? ( მე მესმის თქვენი) არც არის აუცილებელი. საყოველთაოდ ცნობილი რძის სასარგებლო თვისებები ასაკის მატებასთან ერთად უსარგებლო ხდება. რძე იდეალური საკვებია ჩვილი ბავშვებისთვის, რადგან ცილებს, კალციუმს და სხვა სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს შეიცავს და ადვილად მოინელება პაწაწინა ორგანიზმის მიერ. მაგრამ არ არის სავალდებულო, წამოზრდილებიც რძის ერთგულნი დავრჩეთ.რასაკვირველია, კალციუმი ისევ გვჭირდება, მაგრამ არის სხვა ალტერნატიული პროდუქტები, რომლებიც კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავენ და ბევრად უფრო გემრიელია( მაგალითად, იოგურტი უფრო მეტ კალციუმს შეიცავს). გარდა ამისა, რძეში შემავალი ცილები უკვე მოზარდობის ასაკიდან ძნელი მოსანელებელია, ასაკოვანი ადამიანებისთვის კი საერთოდ არ არის მიზანშეწონილი.

ხარს წითელი აღიზიანებს

36fd0c24ad6b

აი, გამძვინვარებული ხარი არენაზე შემორბის, მატადორი წითელ ნაჭერს უფრიალებს და ისიც განრისხებული მიემართება მისკენ. ეს სიუჟეტი ბევრ რეკლამებშიც არის გამოყენებული – როგორ ღიზიანდება და მისდევს ხარი წითლად ჩაცმულ ადამიანებს. სინამდვილეში, ხარი ფერებს ვერ არჩევს. მას აღიზიანებს ნაჭრის მოულოდნელი, სწრაფი მოძრაობა. იგივე რეაქცია ექნება მას ლურჯ ნაჭერზეც. ასე რომ, თუ, მაგალითად, მწვანე ტანსაცმელი გაცვიათ, გული არ დაიმშვიდოთ და გაავებული ხარის წინ ცკევასა და მკვეთრ მოძრაობებს მოერიდეთ:).

ცუდი განათება ვნებს მხედველობას

96f615d1937e

რამდენჯერ უთქვამთ მშობლებსა და თვალის ექმიბებსაც, რომ ღამის სანათურის შუქზე კითხვა არ შეიძლება და ყველაზე საინტერესო ადგილას დაგვიხურავს წიგნი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაბალ შუქზე კითხვა სულაც არ აუარესებს მხედველობას. მართალია, იგი ღლის თვალს, მაგრამ ეს დაღლილობა ათ წუთში აღდგება და არავითარ კვალს არ ტოვებს მხედველობაზე. ასე რომ, იკითხეთ, როგორ შუქზეც გნებავთ, ოღონდ იკითხეთ :)

ტროას ცხენი

3e8da8b1bf1b

ლეგენდის დეტალების მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, ვიკიპედია სავსეა მსგავსი სტატიებით.ალბათ გახსოვთ, მშვენიერი ელენა რომ მოიტაცეს და წაიყვანეს ( ან იქნებ სულაც თავის ნებით წავიდა) ტროაში. ოდისევსიც სასწრაფოდ გაეშურა მის გამოსახსნელად, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოახერხა. შემდეგ მოიფიქრეს იმ ძალიან ცნობილი უზარმაზარი ხის ცხენის გაკეთება, რომელშიც დაიმალნენ მეომრები. ცხენი ტროელებმა ძღვენად ჩათვალეს და ქალაქში შეიტანეს. ღამით კი ჩუმად გადმოვიდნენ მეომრები და საბოლოოდ ტროა დამარცხდა. იმის შემდეგ გამოთქმა „ტროას ცხენი“ უსიამოვნო სიურპრიზს ან მოულოდნელ შემოპარულ საფრთხეს გულისხმობს. სინამდვილეში კი, როგორც არ ეცადნენ ისტორიკოსები და მეცნერები, ვერავითარ ტროას ცხენს ვერ მიაკვლიეს. ბერვი კვლევების შემდეგ კი დაასკვნეს, რომ ეს მხატვრული გაფორმებებისა და გაბუქების მოყვარული ჰომეროსის ფანტაზიის კიდევ ერთი ნაყოფია.

ჩინეთის კედელი კოსმოსიდან ჩანს

a26d40cae4dd

ესეც მცდარი მოსაზრებაა. ჩინეთის კედლის მაქსიმალური სიგანე 10 მეტრია. ამ ზომის „საგნის“ დანახვა მაქსიმუმ 36 კილომეტრის სიმაღლიდან არის შესაძლებელი. ამ სიმაღლეს კი ბევრი აკლია ატმოსფეროს ზედა ფენებამდეც კი. ჩინეთის კედელს კოსმომსში სპეციალური ფოტოაპარატები „ხედავენ“, ამ მეთოდით კი პიზის კოშკიც მშვენივრად გამოჩნდება. რისი დანახვაც მართლა შეიძლება, ესაა კედლის ჩრდილი, მზის სხივების ძალიან დახრილი კუთხით მინათებისას. ეს დასკვნა თავად ჩინელმა მეცნიერებმა გააკეთეს, ასე რომ, ნამდვილად დასაჯერებელია. თუმცა ჩინეთის ტურისტული სააგენტოები საკუთარი ქვეყნის მეცნიერებს არ „ენდობიან“ და გეპატიჟებიან ნახოთ მსოფლიოში ერთადერთი, ადამიანის ხელით აშენებული ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს.

ტვინის მხოლოდ 10% მუშაობს

d2c46388d98f

ხშირად გაგიგიათ, რომ ადამიანის ტვინის მხოლოდ 3, 6, 10 % მუშაობს. აქვე დაამატებენ ხოლმე, რომ რომელიღაც გენიოსს მთელი 15 ან 20 პროცენტი უმუშავებდა. ეს გამონათქვამი, მსუბუქად რომ ვთვათ, არასწორად გვესმის. ტექნოლიურმა პროგრესმა, კონკრეტულად კი MRI –ს (მაგნიტო–რეზონანსული გამოსახულების) გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს ტვინის „უმოქმედო“ უბანი. ტვინის ყველა ნეირონიც კი ჩართულია და მუშაობს. უბრალოდ, ერთდროულად, ერთ მომენტში შეიძლება მართლაც რაღაც გარკვეული % “ფიქრობდეს”, მაგრამ, ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში, ტვინი მთელი თავისი 100% –ით ჩართულია სხვადსხვა პროცესებში სხვადსხვა დროს.

b3560d3ed68a

მსგავსი ამბები

Back to top button