არქივი

დიდი ექსპერიმენტი ანუ პოლ პოტას “ხუშტურები”

37edda4ef8bb

გსმენიათ რაიმე პოლ პოტის შესახებ? ეს არის პოსტი იმის შესახებ თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ტირანის ავადმყოფური ფანტაზია.მეოცე საუკუნე, მართლაც დიქტატორერების, ტირანებისა და სხვადასხვა რეჟიმების საუკუნე იყო. თუმცა ის რაც დაატრიალა ამ კაცმა თავის ქვეყანაში- კამბოჯაში, მართლაც დაუჯერებელია. პოლ პოტი კომუნისტი იყო და ქვეყანა რომელსაც ის მართავდა “დემოკრატიული” ერქვა, თუმცა რა საერთო ჰქონდა მას დემოკრატიასთან ამაზე ქვევით ვისაუბრებთ. თვით საბჭოთა კომუნისტ ლიდერებსც კი, დასაწყისში დიდი რევერანსების შემდეგ, ბოლოს ეუხერხულებოდათ პოლ პოტას “კომუნისტობის”.
ხელისუფლებაში პოლ პოტი სამხედრო გადატრიალების გზით 1975 წელს მოვიდა. მანამდე, მან და თავისმა კომუნისტმა თანამოაზრეებმა შექმნეს არმია ” წითელი ქხმერები” , რომელიც მისდამი ფანატური ერთგულებით განწყობილი მოზარდებისაგან, ბავშვებისაგან შედგებოდა. ბავშვები, რომლებსაც ადამიანის სისხლგარეულ არაყს ასმევდნენ, რომელთაც მისცეს იარაღი და ძალაუფლება, ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ.(ისტორიას სხვთაშორის ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ არ ახსოვს, ასეთი პატარა ასაკის მებძოლებისაგან შემდგარი რაიმე შეიარაღებული ჯგუფი) სწორედ ამ არმიის მეშვეობით პოტა ზედმეტი წინააღმდეგობის და ძალისხმევის გარეშე შევიდა დედაქალაქში, ჩაიგდო ხელისუფლება ხელში და გზა გაუხსნა თავის უკიდეგანო ფანტაზიებს.

4d2688fb3ca0

კომუნისტურ კამბოჯას პოლ პოტმა სახელი შეუცვალა და კამპუჩია დაარქვა, პირველი რაც მან გააკეთა ის იყო რომ ააფეთქა ეროვნული ბანკი. ქაღალდის ბანკნოტები ფრიალით მთელ ქალაქს მოედო, ყველა ვინც ცდილობდა მის დაჭერას ადგილზევე ხვრეტდნენ. შემდგომი მისი ნაბიჯი იყო ის, რომ ქალაქიდან მთელი მოსახლეობა გადაასახლა სოფლებში, რადგან ქალაქის მოსახლეობა “მოწამლული იყო ბურჟუაზიული გავლენისაგან”. მეორე დღეს დილით ქალაქი გააღვიძა მეომრების საყვირებმა, გასცემდნენ ბრძანებას დაეტოვებინათ დედაქალაქი. გაუთავებლად ისროდნენ ჰაერში. ამავდროულად ქალაქს შეუწყვიტეს წყალი და ელექტროენერგია. 3 მილიონიანი ქალაქის მოსახლების გადასახლებას ერთ კვირამდე დასჭირდა, ადგილზევე ხვრეტდნენ არა მარტო ურჩებს, არამედ იმათაც, ვინც ახსნა -განმარტებას ითხოვდა. წითელი ქხმერები დადიოდნენ ქალაქში და თუ ვინმეს აღმოაჩენდნენ დამალულს სახლში იქვე ხვრეტდნენ. ვინც ვერ იპოვეს უბრალოდ წყურვილისაგანისგან გარდაიცვალა. ინვალიდებს ვისაც გადაადგილება არ შეეძლო ბენზინს ასხამდნენ და წვავდნენ.ქალაქი დაცარიელდა, დარჩა მხოლოდ გვამები და მაწანწალა ძაღლები, რომლებიც ამ გვამებს ჭამდნენ.

556d52088bf7

ბოლოს და ბოლოს დარჩნენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც შეუდგნენ ქვეყნის “აყვავებას”.
იგივე ბედი გაიზიარა ყველა დიდმა ქალაქმა. პოლ პოტმა გამოაცხადა, რომ ამ გზით მან მთელი მოსახლეობა გლეხებად გადააქცია. ინტელიგენცია გამოაცხადეს ხალხის მტრად და მისი წარმომადგენლები გაუშვეს ბრინჯის პლანტაციებში სამუშაოდ. დააპატიმრეს ექიმები, პოლ პოტა აცხადებდა, რომ ჯანმრთელ, რევოლუციურ დიად ხალხს ექიმი აღარ დასჭირდებოდა.
მეომრები დადიოდნენ ჩაქუჩებით, ლომებით ქალაქში და ამსხვრევდნენ ყველანაირ ტექნიკას, მანქანებს, ტელევიზორებს, სარეცხ მანქანებს, მაგნიტოფონებს და ასე შემდეგ. დაშალეს თეატრები, კინოთეატრები, გაანადგურეს ბიბლიოთეკები.
პოლ პოტმა მოიცალა სოფლის მოსახლეობისთვისაც და შექმნა ეგრეთწოდებული გლეხთა კომუნები, სადაც ასახლებდა გლეხებს, იმ სოფლის მოსახლეობა , რომლებმაც სცადეს შეწინააღმდეგებოდნენ იმათ სასტიკად გაუსწორდნენ. ხალხს დააყენებნენ უფსკრულის პირას და გადაჩეხავდნენ. თუ ხალხი ბევრი იყო ერთმანეთზე გადააბამდნენ და ისე ყრიდნენ. ტირანი არ ინდობდა ბავშვებსაც, ერთხელ ცოცხალი ბავშვები ერთმანეთს ბაწარით გადააბეს და წყალში გადაყარეს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ინდობდა ის ბავშვებს მან უპასუხა-” ისინი შეიძლება ხალხის მტრებად გაიზარდონ”
პოლ პოტა არ აღიარებდა ოჯახის და ცოლ-ქმრობის ინსტიტუტს. კომუნებში ქალები და კაცები ცალ-ცალკე ცხოვრობნენ. წყვილს შეხვედრა მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლო. ქალები გამოცხადდნენ ნაციის საკუთრებად და კომუნის მეთაურს ჰქონდა უფლება ნებისმიერი ქალი დაენიშნა კაცის პარტნიორად.
მშობლებისაგან ცალკე ცხოვრობდნენ ბავშვებიც, რათა ბავშვები დაეცვათ მშობლების “ბურჟუაზიული გავლენისაგან”. არ შეიძლებოდა ზედმეტად სიცილი, ტირილი, ვინმეს შეცოდება, სიბრლული. ნებადართული იყო მხოლოდ 1 წიგნის წაკითხვა – პოლ პოტას მიერ დაწერილი -“პატარა წითელი წიგნი”.
აიკრძალა ვაჭრობა. აიკრძალა წიგნები, ჟურნალები, გაზეთები.არ შეიძლებოდა სათვალის ტარება,ადამიანს სათვალით კლავდნენ ადგილზევე, შემოიღეს თვრამეტსაათიანი სამუშაო დღე. ყველანაირი განსხვავებული აზრი ისჯებოდა სიკვდილით. სხვათაშორის ტყვიების ეკონომიის მიზნით კლავდნენ თავში კეტის ჩარტყმით, ან რაც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია -ცოცხლად მარხავდნენ. არსებობდა სიკვდილით დასჯის ასეთი მეთოდიც, მარხავდნენ ისე რომ ადამიანს მხოლოდ თავი უჩანდა და ასე წამებით როცა მოკვდებოდა, თავს მოჭრიდნენ, სარზე წამოაცმევდნენ წარწერით- ” ხალხის მტერი”

f6e63489766e

პოლ პოტმა აკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, აკრძალა ველოსიპედიც- როგორც ბურჟუაზიული ფუფუნების საგანი. არ შეიძლებოდა ქორწილების გადახდა, დაბადების დღის გადახდა,ნებისმიერი დღესასწაულის აღნიშვნა. ქვეყნის ხელმძღვანელები ერთმანეთს მიმართავდნენ ასე-“უფროსო ძმავ”, მაგრამ არა სახელებით ან გვარებით არამედ ნუმერაციით. მაგალითად-უფროსო ძმავ პირველო, უფროსო ძმავ მეორე. თვითონ პოლ პოტამ მოკრძალებული 87 ნომერი აირჩია და ხელს ბრძანებებს ასე აწერდა – მეგობარი 87.
უცნაურია ისიც, რომ იქ არ იყო პიროვნების კულტი, კლასიკური ფორმით, ისე როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ანუ არ იყო პორტრეტები და სურათები გამოფენილი ყველგან ქალაქში და ორგანიზაციებში, ლექსები, ხოტბა -დიდება “ბელადის” და ასე შემდეგ, როგორც ეს ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება ხოლმე. ხალხმა არც იცოდა ვინ იყო ხელისუფლებაში. პოლ პოტა არ ანებებდა არავის, რომ სურათი გადაეღოთ მისთვის. ვერსად ნახვდით მის სურათებს. მხოლოდ ერთმა მხატვარმა დახატა ის ჩუმად და მისი ასლი გავრცელდა. დაუჯერებელია , მაგრამ ერთხელ , ისევე როგორც ყველა გადასახლებაში მყოფმა პოლ პოტას და-ძმამ, შემთხვევით ნახეს ეს ქსეროასლი სურათის და გაოცებულებმა დაიძახეს-რა ჩვენ გვმართავს პატარა სარი?( ასე ერქვა მას სანამ სახელს შეიცვლიდა პარტიული ზედმეტსახელით-პოლ პოტა)
მხატვარი იპოვეს და სიკვდილით დასაჯეს, ასევე სიკვდილით დასაჯეს ასლის გამავრცელებლები.
პოლ პოტამ რა თქმა უნდა იცოდა თავისი ოჯახის წევრების რეპრესიის შესახებ, მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა რევოლუციონერმა ჩათვალა, რომ საერთო საზოგადოებრივი ინტერესები უფრო მაღლა დგას ვიდრე პირადი ინტერესები.
იდევნებოდა რელიგია, რელიგიური პირები დააპატიმრეს, საკულტე ნაგებობები ყაზარმებად და საჯინიბოებად გადააკეთეს.
გაწყვიტეს ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან. არ მუშაობდა ფოსტა და სატელეგრაფო კავშირი. რათა საბოლოოდ მოეხდინათ სრული იზოლაცია ქვეყნის, აკრძალეს უცხო ენაზე საუბარი. განსაკუთრებით იკრძალებოდა ფრანგული ენა. (კამბოჯა საფრანგეთის ყოფილი კოლონია იყო)
ბანაკებში იყენებდნენ წამების საშინელ მეთოდებს. იყო სპეციალური ინსტრუქცია, მითითებებით, თუ როგორ უნდა ეწამებინათ ადამინი, რომ გამოეტეხათ იგი.”წამების დროსაც კი ჩვენ უნდა ვეწეოდეთ სააგიტაციო-პროპაგანდისტულ მუშაობას, წამებისას უნდა ვიყოთ დაუნდობელი, შეუდრეკელი, რათა მივიღოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე. უნდა გვხსოვდეს, რომ ყოყმანმა შეიძლება შეგვაფერხოს ჩვენს საქმეში, ჩვენ უნდა შევუდგეთ წამებას ყოველგვარი მოტივაციის, ახსნა-განმარტების გრეშე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავტეხავთ მტერს”- ეწერა ინსტრუქციაში.
ასე აშენებდნენ “უფროსი ძმები”- სანუკვარ კომუნისტურ კამპუჩიას.
ძნელი სთქმელია, სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი, რომ არა “უფროსი ძმების ” შეცდომა, მათ დაიწყეს ეთნიკური წმენდა მოსხლეობის, მათ შორის ვიეტნამელების ხოცვა. ეს იყო მიზეზი იმისა , რომ ვიეტნამის არმიამ გადალახა კმბოჯის საზღვარი. რა თქმა უნდა ვიეტნამის არმია უფრო ძლიერი ღმოჩნდა, ვიდრე ბავშვებისაგან შემდგარი კამბოჯას არმია და 1979 წლის იანვარში პოლ პოტა იძულებული გახდა ჯუნგლებში გახიზნულიყო და იქედან აწარმოებდა პარტიზანულ ომს.მას ბრძოლის გაგრძელებისათვის სახსრები სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ ხელი მიჰყო ოპიუმით ვაჭრობას.
ამის შემდეგ პოლ პოტის კვალი რაღაც პერიოდით იკარგება, დადიოდა სხვადასხვა ხმები,იყო ვერსია რომ მოკვდა, ამბობდნენ რომ ჩინეთში ცხოვრობდა და პოლიტიკიდან წავიდა.
სინამდვილეში პოლ პოტა მცირე არმიით განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლას, მაგრამ თანამოაზრეები და თანამებრძოლები თანდათან აკლდებოდა და ყველაზე ბოლოს თავისმა მეგობარმა და თანამებრძოლმა სან სენმა გადაწყვიტა ჩამოშორებოდ მას და ამინისტიის სანაცვლოდ გაეცა იგი, მაგრამ დიქტატორმა გაუგო განზრახვა და საშინლად აწამა. ამის შემდეგ ძალიან მალე ის დააპატიმრა ცალფეხა “ჯუნგლების” ოფიცერმა, ზედმეტსახელად “მეხორცემ”.
მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ არ დაუხვრეტიათ, სიკვდილმისჯილი პოლ პოტა ჟურნალისტებცსაც კი აძლევდა ინტერვიუს, ამბობდა რომ არაფერს არ ნანობდა, თავს დამნაშავედ არ თვლიდა, აცხადებდა, რომ მის სიტყვებს ვერ გებულობდნენ, ბრძანებებს მეთაურები არასწორად ასრულებდნენ.

9c38647f825b

ტირანი 70 წლის ასაკში წყნარად მშვიდად გარდაიცვალა, 1998 წლის 15 აპრილს. მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი გაფანტეს.სხვათაშორის სისხლიან დიქტატორს არანაირი ქონება არ დაუტოვებია. მას არ ჰქონდა არც სასახლეები, არც ძვირფასი მანქანები, არც პირადი ანგარიშები ბანკებში. ბინაც კი არ ჰქონია საკუთარი. მას დარჩა მხოლოდ ძველი ტანსაცმელი რაც ეცვა, ჯოხი, ბამბუკის სანიავებელი და წამლები… რომლებიც დაწვეს მასთან ერთად ცეცლში. ასე დამთავრდა ამ უცნაური დიქტატორის ისტორია.
მსოფლიო ცივილიზაციაში გაუგონარი ტირანიის შედეგები ასეთია- 4 წლის განმავლობაში 3 მილიონი მოკლული ადამიანი, 8 მილიონი მოსახლეობიდან. სხვათაშორის “წითელი ქხმერები” დღესაც არსებობენ კამბოჯაში და ჯუნგლებს აფარებენ თავს.

მსგავსი ამბები

Back to top button