არქივი

ცოტა რამ ფეხსაცმელზე

s

უძველესი დროიდან ხალხი ფეხსაცმელს სხვადასხვა ჩვეულებებს და რწმენებს უკავშირებდნენ. მაგალითად ეგვიპტელები და რომაელები ფეხსაცმლის საფენებზე გამოსახავდნენ თავისი მტრების სახეებს, რომლთაც პირდაპირი გაგებით თელავდნენ. ჩინეთში მიღებლი იყო ბავშვის ფეხსაცმლის სხვადასხვა ცხოველების გამოსახულებით დამშვენება: ითვლებოდა რომ ცხოველი დაიცავდა ბავშვს ბოროტი სულებისგან. ბევრი ევროპელი კი ფაეხსაცმელს მშენებარე სახლის კედელში აყოლებდა ისევ და ისევ ბოროტი სულებისგან დასაცავად…

s

ჩდება კითხვა რამ განაპირობა ამ რწმუნებების გაჩენა. ფეხსაცმლის ისტორია ისეთივე ძველია როგორც კაცობრიობის. ძველად ხალხი ფეხსაცმელს ცხოველების ტყავისგან კერავდნენ, და შიგ გამხმარ ბალახს აფენდნენ ასე რომ არც ზამთარში უჭირდათ და არც ზაფხულში. ზოგიერთი სპეციალისტი, რომელთაც რამდენიმე პრეისტორიული ფახსაცმლის აღდგენა შეძლეს , ვარაუდობს რომ ძველი ფეხსაცმელი ახლანდელზე კომფორტულიც კი იყო .

s

ყველა დროს და ყველა ერში იცვლებოდა ფეხსაცმლის ფორმა. ყველაზე ძველი და სიცოცხლის უნარიანი ფეხსაცმლის ფორმა , რომელმაც ჩვენამდე მოახწია, აღმოჩნდნენ სანდლები. აგრეთვე ხაზგასასმელია რომ ყველა კულტურას ამ ფეხსაცმლის თავისი ვარიანტი ჰქონდა.

s

ანტიკურ საბერძნეთში მიღებული იყო სანდლების განსაკუთრებული ფორმა , ამ სანდლები ფეხის თითებს არ იფარავდნენ. სხვაობა მარცხენასა და მარჯვენა ფეხსაცმელს შორის იმ დროს არ არსებობდა : ფეხსაცმელი სიარულის დროს ერგებოდა მფლობელს. ბერძნებმა პირველებმა მოარგეს სადლები მარცხენა და მარჯვენა ფეხებს და ამით დიდი წვლილი შეიტანეს ფაეხსაცმლის ისტორიაში.

s

ანტიკურ რომში ფეხსაცმელი მოქალაქეების სოციალური მდგომარეიბის მიმანიშნებელი იყო. სენატორებს ფეხსაცმლების შავი შეფერილობით გამოარჩევდით , რომელიც მოოქროვილი ან მოვერცხლილი მთვარის ფორმით იყო დამშვენებული. იმპერატრიცების ფეხსაცმლის ქუსლები კი ოქროსგან იყო დამზადებული და სხვადასხვა ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული. უბრალო მოკვდავებს კი ხის ფეხსაცმელბით სიარული უწევდათ.

s

იმ ფეხსაცმელებს კი რომლებსაც ასეული წლების წინ ჩინელი მანდილოსნები იცვამდნენ თავისი მცირე ზომებით და სიკოხტავით განცვიფრებაში მოჰყავს ადამიანი. მაგრამ იმისთვის რომ ასეთი ფეხსაცმლის მფლობელი გამხდარიყო , ჩინელ ქალბატონს ძალიან სასტიკი და დაუნდობელი რიტუალის გავლა უწევდა: გოგონებს 3–დან 11 წლამდე ფეხებს უხვევდნენ, რათა ისინი არ გაზრდილიყვნენ. ეს კი აუტანელ ტკივილთან იყო დაკავშირებული. აუცილებლობა კი იმაში მდგომარეობდა რომ ჩინელ ქალს არ შეეძლო იღბლიანად გათხოვება თუ მას ფეხის დიდი ზომა ჰქონდა.

sss

s

გასული საუკუნე ნამდვილი ტრიუმფი იყო მაწაღეებისთვის. ამ დროის განმავლობაში იმდენი სახის ფეხსაცმელი მოიგონეს რაც არ მოუგონიათ ჩვენს წიანპრებს მთელი გასული ისტორიის განმავლობაში. ყველაზე კრეატიულები იაპონელები გამოდგნენ. მათ ფეხსაცმლებში მიკროკომპიუტერი ჩაამონტაჟეს. თუ ეცდებით ცივი წვიმიანი ამინდის დროს საზაფხულო ფეხსაცმელი ჩაიცვათ ისინი იკუმშებიან მოცულობაში და ადამიანური ხმით ამბობენ „ დღეს ეს ფეხსაცმელი გამოუსადეგარია “.

s

პ.ს ჩინელების შემხედვარე რასიზმი მოგინდება საქართველოში.

მსგავსი ამბები

Back to top button