არქივი

უცნაური ფობიები

f22fe89a9698

ფობია–არაკონტროლირებადი,მოუშორებელი შიში,რომელიც მძაფრდება მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში.ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციის,მანჩესტერ mind ის მონაცემებით დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იტანჯება ფობიებით.მათ შორის ცნობილი და დიდებული ადამიანებიც არიან.
სერგეი ესენინი იტანჯებოდა სიფილოფობიით.ეს არის სიფილისით დაავადების შიში,ასევე მას ეშინოდა პოლიციელებისაც.ერთხელაც როდესაც იგი მეგობართან ერთად სეირნობდა ზაფხულის ბაღთან,კარიბჭესთან შეამჩნია მცველი “ის მტაცებს ხელს მხრებში,მე დავინახავ მის გაყვითლებულ,დიდ თვალებს.ის მძიმედ სუნთქავს.არავის უთხრა!მე მეშინია პოლიციის!გესმის?მეშინია!”-იხსენებს მისი მეგობარი.
მწერალი ნიკოლაი გოგოლი,კომპოზიტორი ჯაკომო მეიერბერი და ამერიკელი ნაციის მამა, ჯორჯ ვაშინგტონი იტანჯებოდნენ ცოცხლად დამარხვის შიშით(ტაფეფობია).
გოგოლის შიში ხშირად ვლინდებოდა მის წერილებში,იგი მეგობრებს წერდა, რომ დაემარხათ მაშინ,როდესაც მისი ცხედარი დაიწყებდა ლპობას.
მეიერბერმა კი ბრძანა,რომ მისი სიკვდილის შემდგომ ხელებსა და ფეხებზე მიემაგრებინათ ზანზალაკები,დაეყენებინათ ცხედართან დაცვა,ოთხი დღის შემდგომ გადაეჭრათ ვენები ხელსა და ფეხზე და მხოლოდ ამის შემდგომ დაემარხათ.
ვაშინგტონმა კი თავის ადიუტანტს უბრძანა,მისი ცხედარი გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ დაეკრძალათ.
ალფრედ ჰიჩკოკი შეპყრობილი იყო ოვოფობიით-(ოვალური ფორმის საგნების შიში).ქათმის კვერცხს,იგი მხოლოდ ომლეტის სახით მიირთმევდა,რადგანაც ისინი ხომ საშინლად ოვალური ფორმისაა.
8ccf1c223396

არანაკლებ საოცარი ფობიით იყო დაავადებული ზიგმუნდ ფროიდი-ფსიქოანალიზის მამას ეშინოდა გვიმრების(ფტერიდოფობია).მისი შიშის მიზეზი უცნობია-ვარაუდის მიხედვით,ეს მცენარე დაკავშირებულია ბავშვობის ცუდ მოგონებებთან.
1ffe268764d1

სტალინს სტანჯავდა მოწამვლის შიში(ტოქსიკოფობია)რაც სრულიად ბუნებრივია.ასევე ეჭვობდნენ რომ მას აწუხებდა ძილის შიშიც(სომნიფობია)მაგრამ ვარაუდობენ რომ ეს იყო უბრალო პარანოია.
b8f40e74227c

როგორც ხედავთ,ყველაზე ძლერებსაც კი მოენახებათ სუსტი წერტილი.
და რისი გეშინიათ თქვენ?

მსგავსი ამბები

Back to top button