არქივი

ბრძოლა გადარჩენისათვის – ლენინგრადის ბლოკადა

79c4204ba747

“ჩვენ მოვახდენთ ლენინგრადის ბლოკირებას, დავანგრევთ ქალაქს ავიაციისა და არტილერიის საშუალებით, გაზაფხულზე შევალთ ქალაქში, გავიყვანთ ყველას ვინც გადარჩა ქალაქში, ნაწილს ტყვედ ავიყვანთ, დანარჩენს გადავასახლებთ ღრმად რუსეთში. მიწასთან გავასწორებთ ქალაქს და და ჩრდილოეთ რაიონს გადავცემთ ფინეთს”.
გერმანული მოხსენების თეზისებიდან-ლენინგრადის ბლოკადის შესახებ.
1941 წლის 21 სექტემბერი.გერმანია, ბერლინი.
ალბათ ბევრი რამ გვსმენია მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელებული სამხედრო ოპერაციის -ლენინგრადის ბლოკადის შესახებ, პირადად მე მზარავს ის ფაქტი, რომ ეს მე-20 საუკუნის ევროპაში ხდება. მინდა დავწერო პეტერბურგის იმ ტრაგიკული პერიოდის შესახებ, როცა 871 დღიანი ბლოკადის დროს (1941 წლის 8 სექტემბრიდან-1944 წლის18 იანვრემდე) ოფიციალური სტატისტიკით 700 000-მდე ადამინი შიმშილით დაიღუპა, 16 747 ადამაინი დაიღუპა დამომბვის შედეგად,33 782 კი დაიჭრა.

552ae4ea1619

1941 წლის სექტემბერში ქალაქში დიდ პანიკამ მოიცვა, ხალხი მიაწყდა ბანკებს, შემნახველ სალაროებს, რათა ფული გამოეტანათ და სურსათი ეყიდათ. უზარმაზარი რიგები გაჩნდა მაღაზიებთან. ხალხი ყიდულობდა ყველაფერს, ფქვილს, მარილს.. ყველა ელოდა რაღას ცუდს, თუმცა ბევრს ვერც წარმოედგინა ის ჯოჯოხეთი დ გამოცდა, რაც ელოდა ქალაქს სულ მალე.
21 სექტემბერს, ღამით, მხოლოდ ერთ დღეში ქალაქში ჩამოაგდეს 6327 ბომბი, ქალაქი შავ კვამლში გაეხვია და ნანგრევებად იქცა. ამ დროისათვის ქალაქში დარჩენილი იყო 2 544 000 ადამიანი (მათ შორის 400 000 ბავშვი), მეომრები, რომლებიც იცავდნენ ქალაქს. სურსათის მარაგი ქალაქს მხოლოდ 1-2 თვე ყოფნიდა, ამას დაემატა ის რომ დაბომბვის შედეგად დაიწვა საწყობები, სადაც ინახებოდა ქალაქის სურსათ-სანოვაგის მარაგები.ქალაქში გაჩერდა ყველა სახის ტრანსპორტი, რადგან საწვავი ფაქტიურად აღარ დარჩა. ქალაქს არ მიეწოდებოდა წყალი და არ ფუნქციონირებდა კანალიზაციის სისტემა, რადგან დაბომბვამ ინფრასტრუქტურა დაანგრია.

4c9d6a885637

უწყლოდ დარჩენილი ქალაქი

შემოიღეს ბარათები- 400 გ. პური მუშებზე და ინჟინერ-ტექნოლოგებზე, ხოლო დანარჩენზე 250-გრამი ერთ სულ ადამიანზე. ცოტა ხანში რესურსების შემცირების გამო, რაციონი კიდევ უფრო შემცირდა და 200-150 გრამი გახდა. დაიწყო შიმშილობა, სრული ქაოსი, ხალხი მარადიორობდა, ქურდობდა, გახშირდა მკვლელობები,ერთი ნაჭერი პურისათვის და ბარათისთვის კლავდნენ ადამიანს.ესხმოდნენ არბევდნენ მაღაზიებს, საცხობებს. ხალხი პირდაპირ ქუჩაში ეცემოდა და კვდებოდა. სასოწარკვეთილი ხალხი ჭამდა ყველაფერს ცხოველებს, ძაღლებს, კატებს, ვირთხებს.ჭამდნენ ფრინველებს. წებოსაგან ხარშავდნენ სუფს, ყლაპავდნენ წამლებს გლიცერინს, ვაზელინს.

fbd4bae0a994
ქუჩაში შიმშილისაგან მკვდარ მამაკაცს, ვირთხები ესევა.

ადგილი ჰქონდა კანიბალიზმსაც ხალხმა დაიყო მკვდარი ადამიანების ჭამა, რომლითაც სავსე იყო ქალაქი. იყო შემთხვევა როცა მამამ შვილიც კი შეჭამა.
ადამიანები ქუჩაში მოათრევდნენ დასამარხავად საბანში გახვეულ შიმშილისაგან მკვდარ ოჯახის წევრებს, შვილს, მამას, დედას..ქუჩაში დაწანწალებნენ ობლად დარჩენილი მშიერი ბავშვები.

4ed6d9aaebac

დედა-შვილი დაღუპულ ოჯახის წევრს მიათრევს

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს მუშაობდა ქარხნები, ამზადებდნენ სამხედრო იარაღს, ფუნქციონირებდა თეატრი და დგამნენ სპექტაკლებს, მუშაობდა მუზეუმები. არ შეწყვეტილა რადიომაუწყებლობა.
ერთადერთი კავშირი გარესამყაოსთან და სასიცოცხლო არტერია იყო ტბა-ლადოგი, საიდანაც მცირე რაოდენობით შემოდიოდა სურსათი და პროდუქტები.თუმცა დაბომბვისა და შემოდგომაზე დიდი შტორმის გამო აქ ნავიგაცია გმირობის ტოლი იყო. მას ხალხმა “სიცოცხლის გზაც” დაარქვა.ზამთარში როცა ის გაიყინა, გადაადგილება უფრო გაადვილდა და ხლხის ნაწილმა დატოვა ქალაქი, გაიყვანეს ბავშვები.
მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა 1943 წლის ზამთარში, დაიწყეს ქალაქის ნანგრევებისგან განთავისუფლება, აღადგინეს წყალგაყვანილობა და კანალიზაციის სიტემა. ქალაქში სიარული დაიყო ტრამვაიმ.
1943 წლისათვის მდგომარეობა ფრონტზე რადიკალურად შეიცვალა, საბჭოთა ჯარებმა დაიწყეს მზადება ბლოკადის მოხსნისათვის. 1944 წლის იანვრისათვის გერმანიის ჯარებმა დაიწყეს უკანდახევა და 18 იანვარს ბლოკადა მთლიანად მოიხსნა.
ბლოკადას გადაურჩა მილიონნახევარი ადამიანი, უამრავი დაავადდა და დაინვალიდდა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button