საკითხავისასარგებლო

ადამიანი და სურსათის პრობლემა.

საუკუნეების მანძილზე დედამიწის მოსახლეობა ნელა იზრდებოდა.ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ,რომის იმპერიის ეპოქაში,მისი რაოდენობა 200 მილლიონს შეადგენდა,ქრისტოფორე კოლუმბის დროს (1500 წელს) დედამიწაზე 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

საუკუნეების მანძილზე დედამიწის მოსახლეობა ნელა იზრდებოდა.ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ,რომის იმპერიის ეპოქაში,მისი რაოდენობა 200 მილლიონს შეადგენდა,ქრისტოფორე კოლუმბის დროს (1500 წელს) დედამიწაზე 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.მხოლოდ 1830 წელს გადააჭარბა მსოფლიო მოსახლეობამ ერთ მილიარდს.მას შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება – მეორე მილიარდ მან უკვე 100 წელიწადში მიაღწია,ხოლო 1987 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საზეიმოთ აღნიშნა მსოფლიო მოსახლეობის 5 მილიარდიან ზღურბლზე გადაბიჯება.დედამიწის მოსახლეობა 2000 წელს 6 მილიარდი გახდა.

დედამიწაზე მოსახლეობა არათანაბრადაა განაწილებული.მხოლოდ ორ ქვეყანაში – ინდოეთსა და ჩინეთში აღემატება მოსახლეობის რაოდენობა ერთ მილიარდს (დედამიწის ყოველი მეხუთე მცხოვრები ჩინელია.)მსოფლიოში კიდევ 9 სახელმწიფოა ისეთი,სადაც 100 მილიონზე მეტი მცხოვრებია.უკანასკნელი ნახევარი საუკინის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობის სურსათი მკვეთრად შეიცვალა.XX საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისისათვის მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოში არ არემატებოდა მოსახლეობის რაოდენობა მილიარდს,მხოლოდ ოთხ ქვეყანაში (ჩინეთში,ინდოეთში,საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში) იყო 100 მილიონზე მეტი.

მსოფლიო მოსახლეობის ამჟამინდელ განაწილებაზე თვალსაჩინო წარმოდგენას იძლევა კარტოგრაფიული ანამორფოზა,რომელიც შედგენილია მსოფლიო მოსახლეობის ამჟამინდელი რაოდენობის მიხედვით.მასზე კარგად ჩანს,რამდენად დიდია მსოფლიოში ჩინეთსა და ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით.

წყარო: უცხოური საიტები.

თეგები
Back to top button
Close
Close