არქივი

ირანის უკანასკნელი შახი

e7de9bf8b0ce

ირანი უდაოდ საინტერესო ქვეყანაა, მე პირადად მაოცებს ის კონტარსტი, ერთი საუკუნის რადიკალურად განსხვავებული ორი პერიოდი, პირველი როცა ირანი ევროპული ტიპის, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით ძალიან განვითარებულ ქვეყნად ყალიბდებოდა და ახლანდელი ირანი. დღეს , როცა წარმოვიდგენთ ირანს, თვალწინ წაგვიდგება ტიპიური მუსლიმანური ქვეყანა, მკაცრი წესებით, ჩადრიანი ქალებით, აღმოსავლური ადათ-წესებით. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ჯერ კიდევ 30-იან წლებში ქალები იქ ჩადრის გარეშე და ეროპული ჩაცმულობით დადიოდნენ.ყველაფერი ეს დიდი რეფორმატორის, იმდროინდელი და უკნასკელი შახის მოჰამედ რეზა ფეჰლევის დამსაურებაა,(სვათაშორის მას ქართული გენიც ურევია) რომელზედაც მე მინდა გიამბოთ ამ პოსტში.

დღევანდელი ირანის ფონზე,მართლაც გაოცებას იწვევს იმდროინდელი ირანის მმართველის საქმეები და მოღვაწეობა , პირადი ცხოვრება, ევროპული ცხოვრების წესი, პირადი თვისებები, იგი სამხედრო მუნდირით დადიოდა, რომელსაც 240 ბრილიანტი ამშვენებდა, დაინტერესებული იყო ავიაციით და პირადად მართავდა თვითმფრინავებს, ჰყავდა განათლებული, ულამაზესი ცოლები, რომელთაგან ბოლო ირანული მოდის ფუძემდებელიცაა.

1878 ლის 16 მარტს სპარსეთის პატარა სოფელ ალაშტში დაიბდა ბიჭი, რომელმაც შეცვალა სპარსეთის ისტორიის მსვლელობა- რეზა ფეჰლევი. ერთელ სპარსეთის შახი ნარეს ედ დინი პეტერბურგს ესტუმრა , ის აღფრთოვანებული დარჩა რუსი კაზაკი მეომრებით. მისი თოვნით ალექსანდრე მეორემ ჩამოაყალიბა კაზაკთა სპარსული ბრიგადა.ნარეს ედ დინ შახს, რომელიც ეკუთვნოდა კაჯარების თურქთა დინასტიას, მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა , რომ ეს ბრიგადა აღზრდიდა იმას ვინც სწორედ კაზაკთა დახმარებით, ბოლოს მოუღებდა მის დინასტიას.

რეზა ფეჰლევი დედასთან იზრდებოდა, რადგან მამა გარდაიცვალა, როცა რეზა 1 წლისაც არ იყო.1893 წელს ის სამხედრო სამსახურში დგება ერთ-ერთ რუს ოფიცერთან, 1919 წელს ის თავად ხდება კაზაკთა ბრიგადის მეთაური.

1919 წლის 27 ოქტომბერს მას შეეძინა ბიჭი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი-ჩვენი დღევანდელი პოსტის გმირი.

1b2165e48a04

მოჰამედი პატარაობაში

1921 რეზა ფეჰლევი 2000 კაზაკის დახმარებით მოხდინა სამედრო გადატრიალება, ჩამოაგდო ტახტიდან შახი და ბოლო მოუღო კაჯარების დინასტიას სპარსეთში. ხელისუფლებაში მოსვლისას ის უარს ამბობს, სპარსეთის პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე ინგლისთან და აიძულებს ინგლისს გაიყვანოს თავისი ჯარები.

რეზა ატარებს რეფორმებს, ებრძვის გაუნათლებლობას, აშენებს სკოლებს, გაყავს გზები, რკინიგზა, დააარსა უნივერსიტეტი.
პრინცი მოჰამედი ამ დროისთვის ევოპაშია, მან მიიღო ბრყინვალე განათლება სწავლობდა შვეიცარიაში , ხოლო მამა ამ დროისათვის დაინტერესდა ჰიტლერის თეორიით არიული რასის შესახებ. სწორედ ამით შთაგონებული, მან სახელი შეუცვალა სპარსეთს და უწოდა ირანი- ანუ არიელთა ქვეყანა, 1933 წელს.

ახალგაზრდა პრინცი თეირანში 1937 წელს დაბრუნდა, ის კარგად ერკვეოდა ეკონომიკაში, ფინანსებში, ისტორიაში, იცოდა რამდენიმე ევროპული ენა. სახელმწიფო საქმეებში არ ერეოდა, თუმცა მამა ამის საშულებას ვინმე ჩარეულიყო ამ სფეროში არს არავის არ აძლევდა , თვით მემკვიდრესაც კი.
1941 წელს ბრიტანეთის და საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ ირანში და მოახდინეს მისი ოკუპაცია, რეზა ფეჰლევი იძულებული გახდა გადამდგარიყო და შვილისთვის დაეთმო ტახტი.

5818222fa15d

ახალგაზრდა მონარქმა ჩაიბარა, ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა და ყველანაერად ცდილობს ფეხზე დააყენოს იგი. ხელს აწერს სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე, საბჭოთა კავშირთან და ინგლისთან , 1943 წელს ომს უცხადებს გერმანიას ( რაც საკმაოდ უცნაურია). ცვლილებები უზარმაზარია, ის ფანჯარას ხსნის ევროპისაკენ, აშენებენ მეტალურგიულ და მანქანათმშენებელ ქარხნებს, სანავთობე კომპანიებს, საავტომობილო ქარხნებს, საფუძველი ჩაეყარა გემთმშენებლობას და საავიაციო ქარხნების მშენებლობას . გადაიდგა ნაბიჯები ატომური ენერგიის შექმნისკენაც კი.

შახის პირველი ცოლი იყო ფავზია- ეგვიპტის პრინცესა , სულთან ფუალა პირველის ქალიშვილი. ისინი 1941 წელს დაწორწინდნენ თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და ისინი 1945 წელს გაშორდნენ.

6bd26fdcc761

ულამაზესი ფავზია შაის პირველი ცოლი

მოჰამედმა მეორედ 1951 წელს იქორწინა სორაია სფანდიარ ბახტიარზე, ის იყო ევროპაში სპარული დიასპორის ხელმძღვანელის შვილი, მამა დიდი ხანი გერმანიის ელჩიც იყო , ხოლო დედით სორაია გერმანელი იყო.

ded888ac6fa8

ესეც სორაია შახის მეორე ცოლი სორაია

სამწუხაროდ ის უშვილო აღმოჩნდა, ირანის მეჯლისი(პარლამენტი) კი კაეგორიულად ითხოვდა მემკვიდრეს.
მოჰამედი გამოსავალს ეძებდა, ის მეორე ცოლის მოყვანაზეც ფიქრობდა, ხან მეჯლისს სთვაზობდა კონსტიტუციის შეცვლას, რის თანახმადაც მისი გარდაცვალების შემდეგ , თავისი ძმა გამეფდებოდა. პირველის წინააღმდეგი რა თქმა უნდა სორაია იყო, ხოლო მეორესი კი მეჯლისი.
1958 წლის მარტში შახი იძულებული გახდა გაყროდა სორაიას, რომელიც ძალიან უყვარდა , ის ცოვრების ბოლომდე მისი ერთგული დარჩა,ძალიან ხშირად აკითხავდა შვეიცარიაში სადაც სორაია გადასახლდა და გადაფრინდებოდა ხოლმე თვითმფრინავით, რომელსაც, თვითონვე მართავდა. გაყრის შემდეგ სორაიამ ბედი კინოში სცადა და რამდენიმე როლიც შეასრულა.

e3febadb1651

პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის შემდეგ, შახი მთლიანად გადაერთო ქვეყნის აღმშენებლობაში და ძალისმევას არ იშურებდა იმისთვის, რომ ქვეყანა გაეძლიერებინა და აეყვავებინა.

ამ დროისათვის ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა იყო, თუ ვინ გახდებოდა შახის მესამე ცოლი და შახმა 1959 წელს არჩევანი 24 წლის სტუდენტზე შეაჩერა, ( იგი ამ დროისათვის 40 წლის იყო)

716d49833c13

შახის მესამე ცოლი ფარახი

ფარა დიბა წარმომავლობით მდიდარი აზერბაიჯანული დიდვაროვანი გვარიდან იყო
მას განათლება პარიზში ჰქონდა მიღებული. სკოლაში გატაცებული იყო სპორტით. სკოლაში კალათბურთი სგუნდის კაპიტანიც იყო. იცოდა ფრანგული, ინგლისური და ცოტა აზერბაიჯანული ენებიც.

ფარახს ეყოლა 4 შვილი და ირანმა როგორც იქნა მიიღო მემკვიდრე.

სანამ ქმარი დაკავებული იყო ქვეყნის გაძლიერებით. ფარახმა ჩაიბარა ქვეყნის კულტურული აღმავლობის მისია. მისი ძალისხმევით ირანს დაუბრუნდა ყველა ისტორიული ძვირფსეულობა და შახის რელიქვიები( ამაზე უცნაურზეც იდო პოსტი) მან დააარსა აზიაში ყველაზე უფრი დიდი მუზეუმი. იბრძოდა ქალთა უფლებებისათვის ირანში, მდიდარი ირანელები დასავლეთში უშვებდნენ ბავშვებს სასწავლებლად, პოპულარული იყო საბალეტო სკოლები, ამ დროს ჩამოყალიბდა ძლიერი კინოსკოლა.

5898f7d3d85a

1967 წელს მოჰამედმა თავი შაინშახად ანუ მეფედ-მეფედ გამოაცხადა და ცოლს ტიტული-იმპერატრიცა უბოძა. ეს მუსლიმანურ სმყაროში გაუგონარი რამ იყო და მანამდე ადგილი არ ჰქონია.

fe4f2b0f3a91

ქვეყნის სწარფმა ეკონომიკურმა ზრდა, დასავლური ტექნოლოგიების და კულტურის დანერგვა,მოდერნიზაცია პანიკურ შიშს იწვევდა უბრალო მუსულმან ხალხში, რომელიც ძალინ ჩამორჩენილი იყო და ვერ ასწრებდა ფეხი აეწყო და შეგუებოდა ცოვრების ახალ სტილს. რელიგია ეს იყო რაც დარჩა ნაცნობი და ჩვეული ძველი ცხოვრებისაგან. ამით ისარგებლა ოპოზიციამ და სვადასხვა რელიგიურმა დაჯგუფებებმა, აითოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომელიც აცხადებდა , რომ შახმა სული “დასავლურ ეშმაკს” მიჰყიდა.

1978 წელს დახვრიტეს დემონსტრანტები,რომლებიც შახის ხელისუფლების შეკვეცას ითხოვდნენ. დაიღუპა 70 ადამიანი. ეს შანსი იყო ოპოზიციციისათვის და ქვეყანა დემონსტრაციებმა მოიცვა. შახი ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას და 1979 წლის 16 იანვარს ის იძულებული გადა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა ირანი, რისთვისაც მან ამდენი გააკეთა. ხელისუფლებაში მოვიდნენ რადიკალი მუსლიმანები, ჰომეინის მეთაურობით, ყველაფერი რაც შახმა შექმნა დაანგრიეს, ქვეყნის განვითარება შეფერხდა დღეს და არის ის რაც უკვე ვიცით.

მოჰამედი ჯერ ამერიკაში ჩავიდა , შემდეგ პანამაში, საბოლოოდ კი ეგვიპტეში 1980 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა და მასთან ერთად გარდაიცვალა ირანის ევროპეიზაციის მითიც , რომელმაც ბევრი კარგი რამე მოუტანა ქვეყანას.

b28c8c007f60
შახი ოჯახთან ერთად

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button