სახალისო ფაქტები
საინტერესო ფაქტების კიდევ ერთი ხალისიანი კრებული
1.
აღდგომის კუნძულების ამ ცნობილ ბიუსტებს მარტო თავი კი არა, ტანიც ჰქონიათ თავისი ხელებითურთ
2.
ისევ იმ აღდგომის კუნძულებზე კიბორჩხალების იშვიათი სახეობა ბინადრობს. ყოველ წელს, წვიმების პერიოდში, 50 მილიონამდე კიბორჩხალა მიემართება ზღვისაკენ. მარშრუტის გავლისას მათ უწევთ სამანქანო გზების გადაკვეთა, სადაც მათი დიდი რაოდენობა იღუპება. ფერხდება თავად მანქანების მოძრაობაც. ამიტომ მათ ასეთ სპეციალურ ხიდებს უშენებენ.
3.
ისლანდიელების 40% ამბობს, რომ ელფების არსებობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, 8% კი დარწმუნებულია მათი არსებობაში. როდესაც კომპანია ალკოამ ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება გადაწყვიტა, ისლანდიის მთავრობამ მას მოთხოვა სპეციალური მოწმობა იმ ტერიტორიაზე ელფების არ არსებობის შესახებ. მოწმობის გაცემა კი შემდეგნაირად ხდება – მთავრობის სპეციალური წარმომადგენლობა ათვალიერებს მშენებლობის არეალს და მას შემდეგ, რაც დაწრმუნდება, რომ იქ ელფები არ ცხოვრობენ, ნებართვას გასცემს. ისლანდიელების თქმით, მცირეწლოვანი ბაშვები ხედავენ ელფებს, 8 წლამდე ბავშვებს ესმით მათი, ხოლო უკვე ზრდასრული ისლანიდელი უბრალოდ გრძნობს მათ.
4.
მას შემდეგ, რაც მაგელანმა და კორტესმა მსოფლიო რუქა შეადგინეს, კარტოგრაფებს ბევრი არაფერი დარჩათ გასაკეთებელი. მაგრამ სატელიტების, ინტერნეტის და გუგლის შემოღების შემდეგ რუქები ისევ აქტუალური თემა გახდა. რასაკვირველია, სხვისი შედგენილი რუკის მოპარვა და გამოყენება უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი ხელით შექმნა. ამიტომ კარტოგრაფები ერთგვარ „ხელმოწერას“ მიმართავენ – ისინი რუქაზე აღნიშნავენ სინამდვილეში არ არსებულ, ყალბ ადგილებს, იქნება ეს რაიმე მთის სახელი, მდინარე თუ ქუჩის სახელწოდება. შესაბიმასად, ყველა ცნობს თავის რუკას და არალიცენზირებულად გამოყენების შემთვევაში ადვილად ამხელენ „ქურდებს“
5.
ჩვ.წ. 1040 წელს ბენედიქტეს მონასტრის აბატმა მიიღო ლიცენზია და გახსნა კიდეც საკუთარი ვეიჰენსტეფანის ლუდხანა მიუნხენის ჩრდილოეთით, გერმანიაში. მას შემდეგ ბევრმა რელიგიურ–პოლიტიკურმა პროცესებმა ჩაიარა, თუმცა ლუდხანას მუშაობა არ შეუწყვეტია და ეხლაც ფუნქციონირებს. ასე რომ, 29 წელიწადში ის თავის ათასწლოვან იუბილეს იზეიმებს.
6.
ცხვართავა თევზი (Semicossyphus pulche)r აშშ–ს სამხრეთ სანაპიროებთან ბინადრონბს. იგი იკვებება მოლუსკებითა, ლოკოკინებითა და კიბორჩხალებით. მათი მაგარი ჯავშნების „დასაღეჭად“ ცხვართავას მშვენიერი, ცოტა გასათეთრებელი კბილები აქვს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ადამიანისას.
7.
მთვარეზე გაფრენა კაცობრიობის უდიდესი მიღწევა იყო და რასაკვირველია, ძალიან სარისკოც. ადვილი შესაძლებელი იყო, ტრიუმფის ნაცვლად ტრაგედია მიგვეღო. ქვეყნის პრეზიდენტი კი რის პრეზიდენტია, თუ ყველანაირი შემთხვევისთვის მზად არ იქნება. ამიტომ რიჩარდ ნიქსონსაც მზად ჰქონდა გულისამაჩუყებელი სიტყვა, სადაც იგი ხოტბას შეასხამდა უდროოდ დაღუპულ ბაზ ალდრინსა და ნილ არმსტრონგს მათი, მართლაც რომ, „უგზო–უკვლოდ“ დაკარგვის შემთხვევაში.
8.
დელფინებს და ადამიანებს, გარდა იმისა, რომ ძუძუმწოვრები არიან, ბევრი რამ აქვთ საერთო. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ ისინი ადვილად მეგობრდებიან. ახლახანს გაირკვა, რომ დელფინებს განსაკუთრებით უყვართ… ორსული ქალები. ისინი მაშინვე გრძნობენ ქალის ორგანიზმში ახალ სიცოცხლეს და მომავალ დედებს გამორჩეულად ყურადღებით და სიყვარულით ექცევიან.
9.
სან მარინოს სამხედრო ბიუჯეტი 10 დოლარია. ეს „სოლიდური“ თანხა ხმარდება ცარიელ გილზებს, რომლებსაც დამოუკიდებლობის დღეს აღლუმზე ისვრიან.
10.
The Alibi Network რეალური კომპანიაა. ის სთავაზობს მომსახურებას მას, ვისაც ალიბი ჭირდება. კრიმინალური მიზნების გამორიცხვის შემდეგ, ისინი დაგიმზადებენ ნებისმიერ მტკიცებულებას, ყალბი ანდერძითა და თვითმფრინავის ბილეთებით დაწყებული, დამკრძალავი ბიუროს ცნობით დამთავრებული, რათა გამოიყენოთ იგი სადაც და როდესაც გინდათ.
11.
„ძვირფასო, მე ორსულად ვარ“ – ამ ფრაზას , ძირითადად, მანდილოსნები ამბობენ. მაგრამ აი, ფეხმძიმობის ტესტის გამოყენება კი მამაკაცებსაც შეუძლიათ და მის პასუხს არანაკლებ გულისფანცქალით უნდა ელოდონ. დადებითი პასუხის შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმს უნდა მიაკითხონ – ორი ხაზი წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მანიშნებელია.
12.
ცოტა ვინმეს თუ ახსოვს Excite.com. 2000 წლამდე ის იყო ყველაზე დიდი საძიებელი პორტალი. მაშინ google ჯერ კიდევ ახალი და წარუმატებლად ფეხადგმული იყო. მისი შექმნელი სტუნდეტები – სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი მივიდნენ excite -თან და თავიანთი პირმშოს ყიდვა მილიონ დოლარად შესთავაზეს. ჯორჯ ბელი თავიდან სიცილით მოკვდა, შემდეგ კი სერიოზულად გაბრაზდა და კაბინეტიდან გაყარა აბეზარი სტუდენტები, რომლებიც უკვე 750 ათას დოლარზე იყვნენ ჩამოსულები.
13.
პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ერთ–ერთ ფრონტის ხაზზე მებრძოლმა ჰენრი ტენდეიმ დაჭრილი მტრის ჯარისკაცი დაინახა. ბრიტანულმა აღზრდამ თავი იჩინა და ჰენრიმ უიარაღო, დაჭრილ მეომარს არარ ესროლა. მანაც მადლობის ნიშნად ხელი დაუქნია და კოჭლობით გააგრძელა გზა. ამ ამბიდან ბევრი წლის შემდეგ ახალგაზრდობაში ამგვარად გადარჩენილმა გერმანიის ფიურერმა – ადოლფ ჰიტლერმა მადლობაც კი მოუხადა ინგლისის პრემიერ–მინისტრს.
14.
და ბოლოს, წლის ფაქტი!
150>40
ყოველწლიურად მსოფლიოში ჩამოვარდნილი ქოქოსებისგან(150) უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ზვიგენის(40) თავდასხმით ;)