არქივი

სიგიჟით ცნობილი მონარქები

123b5a63896e
სამეფო დინასტიის ისტორია ბევრ საიდუმლოს ინახავს, ზოგიერთი მათგანი უფრო მეტადაა ცნობილი, ზოგი ნაკლებად.სულიერად დაავადებული მონარქების პირად ცხოვრებაზე ბევრს წერდნენ, თუმცა შესაძლოა, ბევრი რამ მონაგონიც იყოს. სახელმწიფო მმართველებს აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდათ და მაქსიმალურად ავლენდნენ მანკიერ თვისებებს.

6b6678653357
1. ნაბუქოდონოსორს თავი თხა ეგონა
ძველი დროის ყველაზე ცნობილი მმართველი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ა. მისი მეფობისას ბაბილონი გაძლიერდა. იგი ცნობილი მეომარი იყო, ასურეთ -ეგვიპტის ჯარი დაამარცხა, პალესტინისა და ფინიკიის შემოსაერთებლად იბრძოლა, იერუსალიმი დაიპყრო და დაანგრია. ებრაელების დიდი ნაწილი ეგვიპტეში გადაასახლა , ქვეყანაში ტაძრები და სასახლეები ააშენა. ბერძნებმა მისი ”დაკიდებული ბაღები” მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად აღიარეს (ეს კი მათთვის ვინც არ დაიჯერა :) დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. მე-9 საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა მე-6 საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.) ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ცხოვრების ბოლოს სახელოვანი ნაბუქოდონოსორი შეურაცხადი გახდა. ფიზიკურადაც დაძაბუნდა და ჭკუასუსტობის ნიშნებიც გაუჩნდა. იგი მთვარეული იყო, ღამ-ღამობით მძინარე დადიოდა და საუბრობდა. საკუთარი თავი თხა ეგონა, საქონელთან ერთად საძოვარზე დადიოდა და მათთან ერთად ბალახსაც ჭამდა.

2d9f36f0a8b7
2. რატომ ეჯავრებოდა კალიგულას სიტყვა-ბანჯგვლიანი
ნებისმიერი ისტორიული წყაროს მიხედვით, რომის იმპერატორ კალიგულას ჭკუასუსტობის ნიშნები ჰქონდა და განდიდების მანიით იყო შეპყრობილი. სასტიკსა და დესპოტს სადიზმისაკენ ჰქონდა მიდრეკილება და დაუოკებელი ენერგიით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით სიკვდილის დასჯის ან წამების პროცესზე დასწრება უყვარდა და ცდილობდა ეს სანახაობა , რაც შეიძლება დიდხანს გაეხანგრძლივებინა. კალიგულა თხელი და მაღალი იყო. ადრე გამელოტდა, რასაც ავადმყოფურად განიცდიდა. სახელმწიფო დანაშაულად ითვლებოდა მისი ქუჩაში გასვლისას მაღალი ადგილიდან გადმოხედვა და იმპერატორის ტიტველი თავის დანახვა. ვინც თვალს მოკრავდა , თავს პარსავდნენ, მელოტ იმპერატორს ბანჯგვლიანი ტანი ჰქონდა, ამასაც საშინლად განიცდიდა. ძალზე სახიფათო იყო ბანჯგვლიანის ხსენებაც კი. კალიგულა ანუ პატარა ჩექმა, ჯარისკაცემა შეარქვეს. ბავშვობიდან მათ შორის იზრდებოდა და სამხედრო ტანსაცმელს იცვამდა. საკუთარ ცხენს -ინციტაციუსს , ძვირფასი ქვებით შემკული უნაგირი მიართვა და მარმარილოს თავლა აუშენა, ტაძრის მსახური გახადა და ცხენის სენატორად დანიშვნაც სურდა. სასახლეში საროსკიპო გახსნა , სადაც როგორც წარჩინებულთა შვილებს, ისე თავისუფალ მოქალაქეებსაც შეეძლოთ ფულის შოვნა. კალიგულას ყველანაირი ქალი იზიდავდა. ვინც მოეწონებოდა, გამოიძახებდა , ცოტა ხანში კი აღარც ახსოვდა. ინტიმურ დეტალებს სრულიად ღიად ,დაწვრილებით განიხილავდა. როცა ცოლს, ან საყვარელს კოცნიდა, ამბობდა -რა საყვარელი კისერია , როგორც კი ვბრძანებ მაშინვე მოკვეთენო. კალიგულა ითხოვდა , მისთვის, როგორც ღმერთისთვის ეცათ თაყვანი. საკუთარი ოქროს ქანდაკება გააკეთებინა და ყველა დღე ის ტანსაცმელი უნდა ჩაეცმიათ , რასაც თავად იცვამდა.ბოლოს თავი იუპიტერად გამოაცხადა და როცა ერთ მსახიობს ჰკითხა იუპიტერი უფრო დიდია თუ მეო,, როცა ეს უკანასკნელი შეყოყმანდა, ცხოველებს დააგლეჯინა. სიკვდილის შიში მუდამ თან დევდა, ამანაც დაღი დაასვა, მას უმძიმესი დაავადება ეპილეფსიაც სჭირდა. 25 წელი იცოცხლა და 4 წელი იმეფა. შეთქმულებმა ცოლთან და შვილთან ერთად მოკლეს, მისი სხეული დაწვეს და ბაღში ჩამარხეს.მისი სიკვდილი ხალხს არ სჯეროდა, ეჭვობდნენ ხმები თავად კალიგულამ გაავრცელა, რათა გაიგოს ხალხი რას იტყვისო.

628a413353ef
3. ავსტრიის მეფე მაღალ კაცებს იტაცებდა
ავსტრიის მეფე ფრედერიკ უილიამი ერთი სისუსტით იყო ცნობილი-მაღალი ჯარისკაცები უყვარდა. მან შესანაიშნავი ჯარი შექმნა. მთელ ევროპაში მაღალი მამაკაცების მოსაძებნად აგენტებს გზავნიდა და პოტსდამის გიგანტთა პოლკს ავსებდა.ყოფილა შემთხვევები, როცა ახირებული მეფის ბრძანებით, მაღალი მამაკაცბი მოუტაცნიათ კიდეც. პოლკში ბევრ ფულს უხდიდნენ , მაგრამ მძიმე პირობების გამო იქ ყოფნა არავის სურდა.ბევრი გიგანტი ან გარბოდა ან თავს იკლავდა.როცა ევროპის სხვა სამეფოების მმართველებმა გატაცებაზე უარი განაცხადეს, მეფე გამრავლების პროგრამის განხორციელებას შეუდგა:მთელ სამეფოში მაღალ ქალებს ეძებდა და მაღალ მამკაცებზე აქორწინებდა.ამან მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მემკვიდრეები ყოველთვის მაღლები არ იყვნენ.ამის გამო მეფეს ენთუზიაზმი გაუქრა. მისის ავადმყოფობის ან დეპრესიის დროს გიგანტების პოლკს საძინებლის წინ გამოიყვანდნენ და მეფის გასამხნევებლად მარშირებდნენ. ფრედერიკ უილიამი ძალიან დაბალი იყო. სიცოცხლის ბოლოს ძალინ გასუქდა 123 კგ. გახდა.მას დიდი თავი და მოკლე კისერი ჰქონდა. წინასწარ გასცა განკარგულება სად და როგორ უნდა დაესაფლავებინათ. ერთ დილით გაიღვიძა და დედოფალს უთხრა-ადექი , დღეს გარდაცვალებას ვაპირებო.სასახლის წინ გიგანტები ჩამოატარებინა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა კიდეც.
a51792ec33c2
4. ფერდინანდ პირველს არწივი ორთავიანი ეგონა
ავსტრიის იმპერატორმა ფერდინანდ პირველმაერთხელ განაცხადა-ქვეყნის მართვა ადვილია, ბრძანებებზე ხელის მოწერაა ძნელიო. მისი საყვარელი გართობა იმ სანაგვე ყუთში ჩაჯდომა და ქანაობა იყო, რომელშიც ქაღალდებს ყრიდნენ. მას ჰაბსბურგების საგვარეულო დაავადება-ეპილეფსია სტანჯავდა და ამ დინასტიისთვის დამახასიათებელი დაკიდებული ტუჩი და დიდი ცხვირი ჰქონდა.ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ რომ ფერდინანდს მემკვიდრე არ ეყოლებოდა. 37 წლისას საცოდავი ანა მარია სარდინიელი შერთეს. ფერდინანდს ბიძამ ასწავლა , ქორწინების ღამეს , როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ საიდუმლო არავისთვის იყო, რომ ქორწინება ფიქტიური იყო.ანა მარია მომვლელი და არა თანამეცხედრე იყო.ერთხელ სანადიროდ ყოფნისას მეფის ამალის წევრებმა არწივი მოკლეს, ფერდინანდი ამტკიცებდა ეს არწივი ვერ იქნება , მას ხომ მხოლოდ ერთი თავი აქვს, ნამდვილს ხომ 2 უნდა ჰქონდესო. (ჰაბსბურგების გერბზე ორთავიანი არწივი იყო გამოსახული).

5. დიდი ჰერცოგი ცოლთან ექიმის თანდასწრებით წვებოდა (სურათი ვერ მოვიპოვე)
დიდი ჰერცოგი კოსომო მესამე მედიჩი მკაცრი და პირქუში მმართველი გახლდათ, თანაც მელანქოლიისკენ მიდრეკილი. მისის თანამედროვენი ირწმუნებიან, სიცოცხლეში არასოდეს გაუცინიაო, ცოლი კი ძალზე ხალისიანი და ხუმრობის და გართობის მოყვარული შეხვდა. კოსომო მესამე ცოლთან ფიზიკურ სიახლოვეს ერიდებოდა. ეშინოდა, სექსუალურ აქტივობას მისი ჯანმრთელობა არ შეერყია. ცოლთან კვირაში ერთხელ, ისიც ექიმის თანდასწრებით წვებოდა.მის ცოლს ეს მალევე მობეზრდა და ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა, რის გამოც სასახლედან გააგდეს.

29beb7685636
6. დონ კარლოსი დიდ ღვეზელს 10 ლიტრ წყალს აყოლებდა.
ესპანეთის გვირგვინოსან პრინცს, ბავშვობიდან სხვადასხვა დაავადება ტანჯავდა.მას გოგონას ხმა ჰქონდა, ბუნებით კი ნამდვილი მოძალადე იყო. მშობლები ბიძაშვილები იყვნენ, დედა ადრე მოუკვდა , მამასაც იშვიათად ხედავდა. ფიზიკურად ძლიერი დონ კარლოსი ბავშვობაში ძიძებს მკერდში უმოწყალოდ უტყამდა. დაბალსა და მსუქანს მხოლოდ საჭმელი, ღვინო და ქალები აინტერესებდა.ახალგაზრდა გოგონებს უმოწყალოდ სცემდა.ერთხელ მეწაღის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი არ მოეწონა, იქვე დააჭრევინა და აიძულა შეეჭამა. დონ კარლოსის მამა იძულებული გახდა შვილი არევალოს ციხესიმაგრეში ჩაემწყვდია იმ ოთახში, რომელსაც ერთი ფანჯარა ჰქონდა. სწორე ამ ოთახში დაასრულა სიცოცხლე მისმა ბებია ხუანამ, რომელსაც იგივე დაავადება ტანჯავდა. შიმშილის შეტევებისას განურჩევლად ყველაფერს ჭამდა, ბრილიანტის ბეჭედიც კი გადაყლაპა. დიდ ღვეზელს ითხოვდა და მას 10 ლიტრ წყალს აყოლებდა., მერე გული ერეოდა. ამბობენ , რომ იგი მამის ბრძანებით მოწამლეს.

მსგავსი ამბები

Back to top button