საკითხავისასარგებლოსურათებიუცნაური

ამერიკის ეროვნული პარკები

534e01a59aaa
წარმოგიდგენთ ამერიკის ეროვნულ პარკებს!..

თაღების ეროვნული პარკი — მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში, იუტას შტატში. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს 2000-ზე მეტი ბუნებრივი თაღი, მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიოში ცნობილი დელიკატეს თაღი, აქ აგრეთვე მდებარეობს უნიკალური თაღები.
პარკი მდებარეობს ქალაქ მოაბის სიახლოვეს და მისი ფართობი შეადგენს 310 კმ² ტერიტორიას. დაცული ტერიტორიის ყველაზე მაღალი წერტილის სიამღლე შეადგენს 1,723 მეტრს, აქ ყოველწლირად დაახლოებით 250 მმ ნალექი მოდის.

1fab27276e9c

a9ebee16c5c4

2eb6cfc38a3c

23f84456198a

6403f0c89b7d

ბისკეინის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი წარმოადგენს ბისკეინის ყურის ტერიტორიას, ეს დაცული ტერიტორია ტურისტებში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. პარკის 95% წყალს უკავია. სანაპირო ზოლში მრავლადაა მანგოს ტყეები. ბისკეინის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს — 700 კმ²-ს. ეროვნულ პარკში მარვლადაა მარჯნის კუნძულები და რიფები.ქ დაცული ტერიტორია პირველად დაარსდა 1968წლის 18 ოქტომბერს. აქ არსებულ დაცულ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი 1980წლის 28 ივნისს მიენიჭა.

3d502f6b8346

013f16316283

35ae772fa2d8

e5d5fe50f98d

სიერ-ბეის ეროვნული პარკი —პირველად აქ დაცული ტერიტორია შეიქმნა 1925 წლის 25 თებერვალს და ის ეროვნული მონუმენტის სტატუს ატარებდა, 1980 წელს შეიცვალა სტატუსი და ამ ტერიტორიამ მიიღო ეროვნული პარკის დასახელება. პარკი ალასკის დასავლეთით არის შექმნილი, დაცული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი ჯუნო. გლასიერ-ბეის ეროვნული პარკი შედის მსოფლიოს ბიოსფერული რეზერვის სიაში და იგი 1986 წლიდან აგრეთვე არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა. პარკის ფართობი შეადგენს 13 287 კმ ²-ს, მისი უდიდესი ნაწილი უკაცრიელი ტერიტორიაა.

79bebf57884f

f535d434a0ef

53ee1903b063

840a9cbdde05

c972a5bbc675

დიდი კანიონის ეროვნული პარკი –მდებარეობს არიზონის შტატში. პარკის ტერიტორია მოიცავს დიდი კანიონს და მდინარე კოლორადოს, ის ბუნების საოცრებადაა აღიარებული. დიდი კანიონის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 4 927 კმ²-ს.
დიდი კანიონის სამხრეთი ნაწილი, ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. აქ არის მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი და თან ეს ტერიტორია გზიდან 48 კილომეტრში მდებარეობს. რაც შეეხება პარკის ჩრდილოეთ ნაწილს, მას ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ. დაცული ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრი ტურისტი ბილიკების მეშვეობით მაინც ახერხებს ამ ადგილების მონახულებას.
მრავალფეროვანია პარკის ფლორა და ფაუნა. აქ დაახლოებით ცხოვრობს: 355 სახეობის ფრინველი, 89 სახეობის ძუძუმწოვარი, 47 რეპტილია, 9 სახეობისამფიბია, 17 სახეობის თევზი. პარკის ფლორიდან აღსანიშნავია: 167 სახეობის სოკო, 64 სახეობის ხავსი და 195 სახეობის ლინქენი.

da4a3020f29d

ba61426185e0

ae562b26ab67

407f7cf7e965

b57f6cc12eaf

24bc8d14dd1e

დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი – პარკი შეიქმნა 1934 წლის 15 ივნისს, აპალაჩის მთების ცენტრალურ ნაწილში. 1983 წელს დიდი კვამლიანი მთები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
პარკს უკავია დაახლოებით 2 110,4 კმ² ტერიტორია. ეროვნული პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან 277 – 2 025 მეტრ სიმაღლეზე, აქ არის თექვსმეტი მწვერვალი რომლის სიმაღლე 1 500 მეტრს აღემატება. აქ არსებული უმაღლესი მწვერვალი მესამეა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში. დიდი კვამლიანი მთები მდიდარია ფლორით და ფაუნით, გავრცელებულია ხუთი სხვადასხვა ჯიშის ტყე. დაცულ ტერიტორიაში ხარობს 3 500 სხვადასხვა სახეობის მცენარე. პარკში ბინადრობს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.

96619e8ab3b1

7d75caf6fb71

bf67396ca8b4

1dc579c6a3ff

5812d674572c

fae34dbb56e5
იმედია მოგეწონათ!!!
წყარო: wikipedia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close