გასართობისაკითხავისასარგებლო

ძაღლები და კატები :)

10 განსხვავება ძაღლებსა და კატებს შორის.

ზოგს ძაღლი უყვარს, ზოგს-კატა. მერე რა? რატომღაც ბოლო დროს ყველა აგრესიულადაა განწყობილი კატების მიმართ, საკმარისია, სადმე თქვა კატა მიყვარსო და იმწამსვე ამზერით დაგიწყებენ ყურებას. მერე იმასაც იტყვიან ღმერთი არ სწამს, კატა ხომ ეშმაკისეულიაო. ვერავინ გაიძულებს, გიყვარდეს ერთი ან მეორე, მაგრამ კატებიც ისეთივე ცხოველები არიან, როგორიც ძაღლები.

ძაღლი და კატა განსხვავებული ცხოველები არიან და რადიკალურად განსხვავებული თვისებები აქვთ. აი, რამდენიმე მათგანი:

1. ძაღლი გასცემს სითბოს, კატა-მოითხოვს. ძაღლი მოვა და მოგეფერება, იმიტომ, რომ მას შენ უყვარხარ, კატა კი მოვა იმიტომ, რომ შენ მოეფერო.

2. ძაღლი გულუბრყვილოა. კატა-ბუნებით მტაცებელი.

3. ძაღლს სჭირდება გარეთ გაყვანა და გასეირნება. ვისაც ძაღლი ჰყავს, ალბათ იცის, ხანდახან რა დამღლელი და მოსაბეზრებელია ეს, განსაკუთრებით ზამთარში. კატას გარეთ გასვლა არ სჭირდება იმისათვის, რომ კუჭი დაიცარიელოს.

4. ძაღლი რეაგირებს თავის სახელზე. კატა- არა.

5. ძაღლს სახლში დიდი ხნით ვერ დატოვებ მარტო. თუნდაც იმ მიზეზით, რომ გასეირნება სჭირდება. კატის მარტო დატოვება შეიძლება, თუ საჭმელს საკმარისი რაოდენობით დაუტოვებ.

6. ძაღლი უნდა დაბანო. კატა თვითონ ილოკავს და ისუფთავებს თავს.

7. ძაღლს არ აქვთ გამოკვეთილი სიარულის მანერა, ის დაბაჯბაჯებს. კატა ყოველთვის გრაციოზულად მოძრაობს, ლამაზად ჯდება და დაჯდომისას კუდს ფეხებთან მოაქცევს.

8. ძაღლი დიდ ყურადღებას არ აქცევს სისუფთავეს. კატა კი არ შეჭამს საჭმელს დასვრილი თეფშიდან, არ ავა საწოლზე, რომელიც დაულაგებელია და მანამდე არ მიეკარება მას, სანამ არ დაალაგებთ.

9. ძაღლი ჭამს მისთვის განკუთვნილ საჭმელს. კატა- ყველაფერს, რასაც მიაჩვევ. მე მინახავს, როგორ ჭამს კატა კვერცხს და საზამთროს :)

10. თუ კარზე ზარია, ძაღლი საგულდაგულოდ უნდა გადამალო, რომ შენს სტუმარს ფეხი არ მოაჭამოს. კატას კი თავად ეშინია სტუმრის, ის მიდის და იმალება ისეთი ავეჯის ქვეშ, რომლიდანაც ვერაფრის დიდებით ვერ გამოათრევ, მაგრამ თუ სიტუაცია მოეწონა- ძაღლიც და კატაც უპრობლემოდ უერთდება საზოგადოებას.

თქვენი დამოკიდებულება კომენტარებში :))

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close