საკითხავისასარგებლოუცნაური

ჩვენი საერთო წინაპარი სოლარისი იყო დედამიწაზე

საიდუმლოა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხი, რომელიც შესაძლოა ვერასდროს ვერ ამოიხსნას. როგორი ჰიპოთეზაც არ უნდა წარმოადგინოს ვინმემ, სანამ არ იქნება დამადასტურებელი საბუთები მისი სისწორე რწმენის საკითხი იქნება. ან შესაძლოა ამის გაგება შეუძლებელი გახდეს მანამ სანამ არ გამოვიგონებთ დროის მანქანას და არ ვნახავთ ყველაფერს ჩვენი თვალებით. დღეს უკვე მოიძებნება უფრო მეტი ვიდრე ირიბი მოლეკულურ-გენეტიკური საბუთები, რომლებიც საშუალებას იძლება აღვადგინოთ გენეალოგიური თანმიმდევრობა საიდუმლო წინაპრეპამდე.

გუსტავო კაეტანო-ანოლესი ილნოისის უნივერსიტეტიდან გვამცნობს რადიკალურ და ჭკვიანურ გადაწყვეტას უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპრით. ეს წინაპარი (ინგლისური აბრევიატურით LUCA) იყო პირველი, რომლისგანაც გამოიყო სამი ნაკადი – არქეა, ბაქტერიები და ეუკარიოტი; ცხოვრობდა ის სავარაუდოდ 3 მილიარდი წლის წინ.

კაეტანო ფიქრობს, რომ ის ერთი იყო: მისი სიტყვებით, ეს იყო უზარმაზარი ორგანიზმი, რომელიც იკავებდა პლანეტის ბიოსფეროს მთელს მოცულობას. მისი მრავალუჯრედიანი სხეული ჩაძირული იყო ოკეანეში, ამასთანავე განსხვავებული უჯრედები არ კონკურირებდნენ ერთმანეთთან და ეხმარებოდნენ ერთმანეთ (დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი სხეულის უჯრედები, მაგრამ არა ასეთი მყარი კონტაქტით და ურთიერთქმედებით) გარკვეულ მომენტში საერთო წინაპარი გაიყო სამ ნაწილად – ბაქტერიებად, არქეად და ეუკარიოტად; ეუკარიოტი ტრანსფორმირდა მცენარეებად და ცხოველებად.

ჰიპოთეზამ ბევრი მომხრე შეიძინა და რამოდენიმე მკვლევარმა დაიწყო სერთო ცილების ძებნა, რომელბიც მიუთითებენ სამივე ფორმას ერთ სხეულს დაუკავშირებად. ასეთი ცილები 5 – დან 11%-ია, მეცნიერების აზრით ისინი კონსერვატიულებია და დიდი გენეტიკური ცვლილებებისდა მიუხედავად ინარჩუნებენ ერთნაირ სტრუქტურას. ამის გარდა ყველა ისინი მონაწილეობენ ენერგეტიკულ ცვლაში და იღებენ ენერგიას რომელიმე სუბსტრადიტან.

ამ მეგაწინაპრის ზოგიერთი შტრიხი კამათს იწვევს თეორიის მომხრეებშიც. ჟურნალში New Scientist გამოჩნდა სტატია, რომლის ავტორიც იყო მაიკლ მარშალი, მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ორგანიზმი იყო მართლაც მრავალუჯრედიანი. მას გონია, რომ უჯრედული კედლები არ ქონდა მას ჯერ ჩამოყალიბებული. ამის გარდა, ის ფიქრობს რომ ინფორმაციის მატარებელი მაშინ იყო არა დ.ნ.მ. არამედ რ.ნ.მ.

მოკლედ, საერთო გლობალურ ფონზე ეს ჰიპოთეზები და პატარა უთანხმოებები უმნიშვნელოდ ჩანს. თუმცა შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ “სიცოცხლის ოკეანის” იდეა არც ისე ახალია და მეცნიერები ერიდებოდნენ განეხილათ ლიტერატურული ფანტასტიკის გენიალური ნიმუში, რომელიც სტანილავ ლემმა დაწერა 1961 წელს.
წყარო:hi-tech.ge

თეგები

BASSBOSS

i love music.trance,house,electro,techno,dubstep

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close