არქივი

ანდრეა ბოჩელი

eef219f0e9cd
ოპერის დიდი მოყვარული არ ვარ თუმცა ეს არ მიშლის ხელს,რომ დავაფასო და წინა პლანზე წამოვწიო იტალიელი ტენორის,გენიალური ანდრეა ბოჩელის შემოქმედება.მისი კომპოზიციების არაერთგზის მოსმნის შემდეგ მივხვდი,რომ ის რაღაც ახალია და ლუჩანო პავაროტის,ბენიამინო ჯილის და სხვათა გვერდით მოხსენიების ღირსია.დღეს სწორედ ანდრეა ბოჩელიზე მექნება საუბარი

ანდრეა ბოჩელი დაიბადა 1958 წელს იტალიაში,ტოსკანის პროვინციის დასახლება ლაჯატიკოში.მცირე ხნის შემდეგ აღმოჩნდა,რომ ანდრეას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა,12 წლის ასაკში ამ პრობლემამ საბოლოოდ სრული სიბრმავე გამოიწვია,თუმცა ამან ვერ შეაჩერა ბოჩელი.

d496fc878936

რაც შეეხება მის მუსიკალურ ნიჭს.ამ ნიჭმა გამოვლინება ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დაიწყო,როცა პატარა ანდრეამ ჯერ ფორტეპიანო ააჟღერა,ხოლო შემდეგ საქსაფონი.მიუხედავად ამისა მშობლები ანდრეას სულ სხვა მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ,ამ მომავალმა კი ის პიზის უნივერსიტეტამდე მიიყვანა,სადაც მან იურისპრუდენციის სწავლას მიჰყო ხელი და წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი,დოქტორის ხარისხით.ამ ხნის განმავლობაში მისი გული მუდამ მუსიკით სულდგმულობდა და სულ ახლოს იყო ის წამი როცა ხმის იოგები გამალებით ამუშავდებოდნენ,ამოიფრქვეოდა ხმა ვითარცა ვულკანი.

f38ce19209d2

გავიდა უნივერსიტეტის დამთავრებიდან მცირე დრო და “ამოიფრქვა ვულკანი”,ანდრეამ გადაწვიტა ვოკალი უფრო დაეხვეწა აეყვანა და ამისათვის მან მიმართა ცნობილ იტალიელ ტენორს ფრანკო კორელის.სწორედ კორელიმ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ანდრეა ბოჩელის გენიალურ ტენორად ჩამოყალიბების საქმეში.ეს ყველაფერი ტურინში ხდება და სწორედ აქ დამთავრდა იურისტის კარიერა,რაც შეიცვალა ოპერის მწვერვალზე სვლით და დღეს ანდრეა ამ მწვერვალის პიკზე იმყოფება,ალბათ სადღაც ევერსეტზე…

2257fe9e7c2a

ნიადაგი გამზადებული იყო და ახლა იღბალსაც უნდა ეთამაშა რაღაც როლი უსინათლო ოპერის მომღერლის კარიერაში.”იღბლის” როლში კი ანდრეას მოევლინა ცნობილი იტალიელი მომღერალი ზუკკერო(ადელმო ფორნაჩიარი),რომელიც ეძებდა ტენორს რათა ჩაეწერა კომპოზიცია “Miserere”,რომლის ავტორია სწორედ ზუკკერო და როკის ლეგენდა ბონო.არჩევანი ანდრეაზე შეჩერდა,კომპოზიციაც ჩაიწერა და ამას მოჰყვა დიდი წარმატება.ეს მოხდა 1992 წელს.

917377ecdbf9

1993 წელს ანდრეა ბოჩელიმ ზუკკეროსთან ერთად მსოფლიო ტურნეშიც მიიღო მონაწილეობა,ხოლო 1994 წელს უკვე იმღერა საქველმოქმედო საღამოზე,რომლის ორგანიზატორი ლუჩანო პავაროტი იყო.1995 წელს ბოჩელი ეწვია ბენილუქსის ქვეყნებს,გერმანიას,ესპანეთს,საფრანგეთს-მონაწილეობას ღებულობდა დადგმაში “Night Of Proms”,რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ელ ჯერო,ბრაიენ ფერი,ჯონ მოისი და სხვები.

რაც შეეხება ალბომებს,1994 წლიდან დღემდე ანდრეა ბოჩელის ხმის იოგებს ეკუთვნის 13 სტუდიური ალბომი,რომელთა უმეტესობას დიდი წარმატება ხვდა წილად.

მიუხედავად სრული სიბრმავისა,ანდრეა ბოჩელიმ მაინც მოახერხა და უსინათლობასთან დაკავშირებული სიბნელე კაშკაშა ნათებად გარდაქმნა.ეს გარდაქმნა კი დააფასა მრავალმა ადამიანმა,არაერთი ჯილდოს მფლობელია ანდრეა ბოჩელი და ასევე შეუფასებელი ჯილდოს – ხალხის სიყვარულის მფლობელი.
მოუსმინეთ და ისიამოვნეთ.

La Voce del Silenzio

Canto Della Terra

The Lord’s Prayer

http://www.youtube.com/watch?v=aEplqV0scyo

Angels We Have Heard On High

http://www.youtube.com/watch?v=WCMxPV0ngaA&feature=related

Con te Partiro

Caruso

http://www.youtube.com/watch?v=v9NYZQ5bh0c&feature=related

Miserere

Italia – კრის ბოტისთან ერთად.

http://www.youtube.com/watch?v=Ak6XFeX0Ik4

Time To Say Goodbye – სარა ბრაიტმანთან ერთად.

http://www.youtube.com/watch?v=QbN0g8-zbdY

Nessun Dorma

http://www.youtube.com/watch?v=YbGKQ8YASCY&feature=related

Besame Mucho

Melodramma

Resta Qui

God Bless Us Everyone

P.S.ალბათ ყველამ იცით ის ამბავი,რომ ახალი წლის ღამეს ანდრეა ბოჩელი გამართავს ბათუმში(ჩემს მშობლიურ) და გამართავს კონცერტს.ასე,რომ დაესწარით ამ სანახაობას და ისიამოვნეთ.

Don Mindia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button