მისტიკაუცნაური

სული გამოძახებით

20ee4360bbb9
მოიმარაგეთ ძაფი, ბეჭედი, პატარა ჭიქა და ფურცლებზე დაწერილი ასოები თანმიმდებრობით (თხოვნა იქნება ნელ-ნელა ჩაუყვეთ პოსტს და შეასრულოთ ქვემოთ მოცემული დავალებები)

773b5c216e83

ისტორია
მსოფლიოს გარშემო მრავალი თინეიჯერი ინტერესდება სპირიტიზმით და გართობისათვის შეკრებს საკუთარ მეგობრებს, ბნელ ოთახში ჩასხდებიან სანთლის შუქზე და სხვადასხვა ადგილას გაგონილი შელცვებითა თუ სხვა ხერხებით იძახებენ სულებს. სინამდვილეში ეს ყველაფერი სამმა დამ – დებმა ფოქსებმა წამოიწყეს. ისინი ატარებდნენ სეანსებს ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. რამოდენიმე წლის შემდეგ სპირიტიზმი ისე გავრცელდა, რომ ხალხი ყველაფერს ადვილად იჯერებდა, ამიტომ ერთ-ერთმა დამ განაცხადა, რომ ყველაფერი თავად გამოიგონეს, მაგრამ ამან არავითარი ცვლილება არ მოახდინა და სპირიტიზმის გავრცელება ვერ შეაფერხა.
სიმართლე გითხრად მეც არ მჯერა სულების გამოძახების, მაგრამ მსურს თქვენი დახმარებით ჩავატარო ექსპერიმენტი იმ საშუალებებით, რომელსაც ძველ დროში “მედიუმები” იყენებდნენ.

გამოიძახე სული
მსგავსი სეანსი ინტერნეტ სივრცეში არ ჩატარებულა (ან მე ვერ მოვიძიე), ასე რომ არ ვიცი ზუსტად რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს, მაგრამ ცადეთ და გაარკვევთ.
ახლა გადავდივართ ყველაზე მნიშვნელოვანზე. პირველ რიგში მოვძებნით იმ სულს, რომელიც ყველაზე ახლოსაა.
ამის გასაგებად, გამოვა თუ არა კონტაქტზე მედიუმები შემდეგ “ცდას” ატარებინებდნენ მსურველს:

4be3a8cc7913

მოაბით ბეჭედი ძაფზე და დაიჭირეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. გააჩერეთ ბეჭედი და წარმოიდგინეთ, რომ სული ხელს კრავს ბეჭედს. ბეჭედი იწყებს მოძრაობას მარჯვნივ … მარცხნივ …
მარჯვნივ … მარცხნივ …
მარჯვნივ … მარცხნივ …
წრეზე … წრეზე … წრეზე

67be0d60e101

თუ ეს ყველაფერი წარმატებით გამოგივიდათ, მაშინ შემდეგი პროცედურაც მარტივათ შესრულდება. განალაგეთ ასოები ჭიქის გარშემო და დაადეთ ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითი ჭიქას, ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ეს პროცედურა რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით სრულდება, შესაბაამისად არაა ცნობილი, რა ეფექტი აქვს ერთი ადამიანის მოქმედებას. პირველ რიგში საჭიროა სულს კითხოთ სახელი. არ იმოქმედოთ ჭიქაზე ძალით, მაგრამ არც ხელი შეუშალოთ მას, თუ მოძრაობას დაიწყებს.

ამ ცდის წარმატების შემთხვევაში გთხოვთ დაწეროთ და სხვებს გაუზიაროთ, სულის სახელი, რომელიც დაგეკონტაქტათ და ასევე ინფორმაცია, რაც გითხრათ.

ალბათ ბევრი თქვენგანი (ვისაც ეს ყველაფერი გამოუვიდა) გაკვირვებული დარჩა და ახსნას ეძებს. ახლავე აგიხსნით თუ რატომ მოძრაობდა ბეჭედი და ჭიქა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ მოქმედებდით მასზე. პასუხი მარტივია, როდესაც თქვენ რაიმეს წარმოდგენას ცდილობთ თქვენი ქვეცნობიერი კუნთის მცირე მოძრაობით ახორციელებს ამ ყველაფერს, თან ისე, რომ გგონიათ თქვენ არაფერ შუაში ხართ. ამას ფსიქოლოგებმა უწოდეს Ideo motor response. ანუ სინამდვილეში თქვენ დაწერდით იმას, რასაც ქვეცნობიერი ფიქრობდა. სპირიტული დაფის მოქმედება ერთ-ერთმა მეცნიერმა გამოიკვლია და ქვემოთაა მოცემული ის ექსპერიმენტი რომელიც მან ჩაატარა.

ამიტომ დაიმახსოვრეთ ექსტრაორდინალურ მოვლენებს ექსტრაორდინალური დამამტკიცებელი საბუთი ჭირდება

წყარო: Funtasie.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close