საკითხავისასარგებლოსურათები

უცნაური ცხოველები


სქელტუჩა თევზი

ეს თევზი აღმოაჩინეს ტასმანიისა და ავსტრალიის ღრმა წყლებში. საერთოდ, კი ის ბინადრობს ისეთ ღრმა წყალში სადაც წნევა 10-20- ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ წყლებში. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

 

აი-აი

აი-აი მხოლოდ მადაგასკარის ჯუნგლებში ბინადრობს. ის არის უცნაური ცხოველი, რომელიც მხოლოდ ღამით არის აქტიური. აქვს შავი ბეწვი და ხის მწერებით იკვებება.

 

წამოსასხამიანი ხვლიკი

ეს ხვლიკი ბინადრობს დასავლეთ და ჩრდილოეთ ავსტრალიაში და ახალი გვინეის სამხრეთ ნაწილში. ის ასევე ცნობილია, როგორც წამოსასხამიანი დრაკონი. იგი სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ან შესაშინებლად შლის წამოსასხამს და უფრო დიდი ჩანს ვიდრე არის.

 

იეტი კიბორჩხალა

ეს კობორჩხალას დაფარულია რბილი თეთრი თმის მსგავსი სტრუქტურით. ამ სტრუქტურებზე განლაგებულია ფილამენტური ბაქტერიები, რომლებიც ეხმარებია ამ არსებას მოიშოროს შხამიანი მინარერალები, რომლებსაც იღებს ჰიდროთერმული გამონაბოლქვით. ეს იმიტომ, რომ ასეთ, ტოქსიკურ, გარემოში ბინადრობს.

 

ვარსკვლავ-ცხვირა თხნელა

ის ბინადრობს აღმოსავლეთ კანადასა და ჩრდილი-აღმოსავლეთ ა.შ.შ.-ში. ჩვეულებრივ იგი ცხოვრობს ნესტიან ადგილებში. ის ზამთარში აქტიური რჩება და ტუნელების საშუალებით გადის თოვლში და ცურაობს ყინულით დაფარულ გუბეებში.

 

ხორთუმიანი მაიმუნი

ხორთუმიანი მაიმუნი ასევე ცნონილია როგორც ცხვირა მაიმუნი და გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულ ბორნეოზე. ის არის მოწითალო-მოყავისფრო მაიმუნი.

 

საიმპერატორო ტამარინი

საიმპერატორო ტამარინი ცხოვრობს აღმოსავლეთ პერუში, ჩრდილოეთ ბოლოვიაში და ამაზონის აუზის დასავლეთ ნაწილში. ეს პრიმატი სხვებისგან თავისი თეთრი ულვაშით განსხვავდება. მისი მკერდი მოყვითალოა, ხოლო დანარჩენი ნაწილი მთლიანად რუხია. საიმპერატორო ტამარინი იკვებება ხილით და მწერებით.

 

ანგორას კურდღელი

ანგორას კურდღელი არის შინაური ცხოველი. ის ძალიან პოპულარული იყო მე-19 საუკუნეში საფრანგეთის არისტოკრატიულ ფენაში. შემდეგ ის გავრცელდა ევროპის დანარჩენ ნაწილში და ამერიკაში. ის პოპულარულია თავისი გრძელი და რბილი თმით. დღეს, ამ კურდღლის ბევრი ინდივიდუალური სახეობა არსებობს, როგორიცაა ინგლისური, დანიური, გერმანული, ფინური და ა. შ.

 

ჯუჯა ანთარი

ჯუჯა ანთარი არის მაიმუნი, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ ბრაზილიაში, აღმოსავლეთ პერუსი და ეკვადორში და სამხრეთ-აღმოსავლეთ კოლუმბიაში. ეს ცხოველი არის ყველაზე პატარა მაიმუნი, რომელიც 14-16 სანტიმეტრი სიგრძისაა კუდის გარეშე და იკვებება ხილით, ფოთლებით, მწერებით და მცირე ქვეწარმავლებით.

 

რვაფეხა დუმბო

დუმბო რვაფეხა ცხოვრობს პოლარული ზღვების მაქსიმალურ სიღრმეებში 500-დან 5000 მეტრამდე. მას აქვს ორი, ყურის მსგავსი, ამოზნექილი ფარფლი. ის იკვებება წყლის მწერებით და კიბოსნაირებით.

 

კომანდორი ძაღლი

ეს ძაღლი თავდაპირველად უნგრეთში ბინადრობდა. მისი სხეული დაფარულია მძიმე და გრძელი თმით . ამ ჯიშის მამალი ძაღლის სიგრძე 28 ინჩია, ხოლო ქალის 27. ზოგიერთი ძაღლი 30 ინჩზე მეტი სიგრძისაა.

თეგები
Back to top button
Close
Close