ვიდეოები

სწრაფი რეპი

0972616258d5

პირველ რიგში მოგესალმებით და მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მორიგი პოსტი, რომელიც ამჯერად იქნება სწრაფ რეპერებზე და შეგატყობინებთ მცირეოდენ ინფორმაციას მათ შესახებ
მაშ ასე დავიწყოთ. ხალისი რომ არ დაგეკარგოთ ამ პოსტის წაკითხვისა პირველი ადამიანი, რომელზეც მე მოგითხრობთ ეს არის ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი მომღერალი “Busta Rhymes”

f3ac3de72e94

“Trevor Tahiem Smith” ასეთია მისი სახელი, მაგრამ მთელი მსოფლიო მას იცნობს როგორც “Busta Rhymes” . დაიბადა 1972 წლის 20 მაისს. მეტსახელი ამერიკელმა რეპერმა ჩაკ დიმ შეარქვა (ყოფილი ფეხბურთელი ნახევარმცველი ჯორჯ “ბასტერ” რაიმზის სახელი). “Busta Rhymes” თავიდან მოღვაწეობდა ჯგუფთან “Leaders of the New School” და პირველი ორი ალბომიც მათთან ერთად გამოუშვა, ხოლო 1996 წლიდან მან უკვე დაიწყო მარტო მუშაობა თავისი კარიერისთვის. “Busta Rhymes” აგრეთვე არის კარგი კომიკოსი და მსახიობი

შემოგთავაზებთ რამდენიმე ვიდეოს, სადაც მისი სისწრაფეა წარმოჩენილი.

ყველამ კარგად იცით ცნობილი რეპერის “chris brown” ის სიმღერა look at me now . მთლიან სიმღერაში “Busta Rhymes” თან ერთად კიდევ რამდენიმე მღერის, შემოგთავაზებთ მხოლოდ იმ ნაწყვეტს სადაც მხოლოდ “Busta Rhymes”–ია.

შემდეგი მომღერალი და რეპერი ესაა “yelawolf” . მისი სრული სახელია Michael Wayne Atha. დაიბადა 1979 წლის 30 დეკემბერს, ამჟამად იგი არის “Shady Records” ში და “Interscope Record” ში . “Interscope Record” არის
“Dr Dre”–ს ჩამწერი სტუდია. ის “Redd Klay Entertainment”–ის თანამმართველიცაა.

bfc8ad02966a

შემდეგი რეპერის ნამდვილი სახელია Carl Terrell Mitchell, მაგრამ მთელ ამერიკაში და საერთოდ მსოფლიოში მას იცნობენ როგორც “Twista”. ის მას შემდეგ გახდა პოპულარული რაც 1992 წელს ჩატარებული ტურნირის შედეგად გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ტურნირის დროს დაფიქსირდა რომ მან 598 მარცვალი თქვა 55 წამში (რომ გამოვთვალე დაახლოებით გამომივიდა რომ წამში წარმოთქვამდა 5-6 სიტყვას)

7c8bc0f49fe2

ამ ვიდეოში ნაჩვენებია მისი რამდენიმე სიმღერა გაერთიანებულად

“Ceza” , მისი სრული სახელია Bilgin Özçalkan . იგი არის წარმომავლობით თურქი

2493aac22cd1

სრული სახელი Aaron Dontez Yates , იცნობენ როგორც “Tech N9ne” დაიბადა 1971 წლის 8 ნოემბერს , იგი არის ამერიკელი რეპერი კანსასის ქალაქიდან. მან გაყიდა მილიონზე მეტი ალბომი და მისი სიმღერები და მუსიკები პოპულარული და გამოყენებადი გახდა ფილმებში, ტელევიზიასა და ვიდეო თამაშებში.
მეტსახელი TEC-9 მეგობარმა რეპერის Black Walt–მა შეარქვა, მისი სწრაფი გარითმვისა და სიმღერის გამო. მას შემდეგ მან უკვე ეს სახელი გამოიყენა უფრო ღრმა მნიშვნელობით, ანუ არ ვიცი ეს თქვენთვის რამდენად გასაგებია მარა მისი სახელიდან გამომდინარე Tech ნიშნავს Technique ანუ Technique of fast rhymes ანუ სწრაფად გარითმვის ტექნიკა რომელსაც იგი გამოიყენებს.

df9740ec73ad

და ბოლოს მინდა წარმოგიდგინოთ მთავარი რამ, რაც მინდოდა რო მენახებინა. ზემოაღწერილი რეპერების ჩაწერილი სიმღერა ერთად

იმედი მაქვს მოგეწონათ , ცოტა ვჩქარობდი :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close