რეკორდებისურათები

ყველაზე მაღლები

055d3ef39b71
ამ პოსტში ნახავთ ყველაზე მაღალ ნივთებს,ცხოველებს,შენობებს და ა.შ

1.დავიწყოთ ყველაზე მაღალი მოდელით.
2cd89ffc229e

cf00be39d54c

ამ მოდელის სახელია ევა, ის ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში,მისი სიმაღლეა 205სმ,ამ წელს იგი გამოჩნდა ჟურნალში სახელად Zoo Weekly,ავსტრიელ მოდელთან ერთად,რომლის სიმაღლეა 162სმ.

2.ყველაზე მაღალი ცხენი
055d3ef39b71

ეს ტერმინატორი სიმაღლეში 203 სანტიმეტრია,ის შესულია გინესის წიგნის რეკორდებში.ამ ცხენის მოვლა არც თუ ისე ადვილია,ის ხომ დღეში 4.5 კილოგრამ თივას ჭამს და დიდი რაოდენობით წყალს სვამს.მის პატრონს დღეში ასობით ადამიანი ურეკავს და თხოვს,რომ ანახონ ცხენი.

3.ყველაზე მაღალი ხიდი.
a253c096ffb4

ამ ხიდის სახელია-le Viaduc de Millau,იგი მდებარეობს საფრანგეთის უკიდურეს სამხრეთში.ის გაიხსნა 2004 წლის 14 დეკემბერს,ხოლო ტრანსპორტმა გადაადგილება დაიწყო ამავე წლის 16 დეკემბერს.მისი სიმაღლეა 341 მეტრი,ის ცოტათი მაღალია ეიფელის კოშკზე და 40 მეტრით დაბალია Еmpire State Building-ზე.

4.ყველაზე მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელი
3fff0b817c98

არ ვიცი ასეთი ფეხსაცმელით ვინმე თუ დადის,მაგრამ გინესის წიგნში კი იგი შეტანილია,მისი სიმაღლე თითქმის 43 სანტიმეტრია.

5.ყველაზე მაღალი შენობა
0c6e27ff897c

ყველაზე მაღალი შენობის სახელია Burj Dubai,მისი სიმაღლე 818 მეტრს აღწევს.Burj DUbai-ს მშენებლობა დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს,მისი შენება 4,1 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. კვადრატული მეტრი ამ შენობისა 43000$-ია, ამიტომ ოფისი აქ,მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს აქვთ.

6.ყველაზე მაღალი კოშკი ლეგოსგან.
84fb56503a49

ბევრი დრო დასჭირდებოდა ალბათ ამის აშენებას,მისი სიმაღლე 29 მეტრია და 465 ათასი კუბიკისაგან შედგება.წინა რეკორდი
27 მეტრი იყო(2006წელი,დანია)

7.ყველაზე მაღალი ძაღლი
31aa901c7885

ეს ძაღლი სახელად ტიტანი ოფიციალურად შეტანილია გინესის რეკორდებში,მისი სიმაღლეა 1 მეტრი და 73 სანტიმეტრი.ეს სიმაღლე ძაღლისთვის წყევლასავითაა,ამ სიმაღლის დამსახურებაა,რომ ის ყრუ და ბრმაა.

მოგეწონათ? :D

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close