გასართობისაკითხავიუცნაური

სიკვდილის “საინტერესო” შემთხვევები

ბევრი ადამიანი ცდილობს საკუთარი ცხოვრება საინტერესო გახადოს. ზოგსაც ერთფეროვანი, მშვიდი ცხოვრებაც არ აღიზიანებს. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ცხოვრების ბოლო წამები ზედმეტად „საინტერესოდ“ გაატაროს, თუმცა სამწუხაროდ, ცხოვრების ამ მწარე ირონიის გააზრებას ისინი უკვე ვეღარ ასწრებენ.

50 წლის ინგლისელი ალექს მიტჩელს ისეთი სასაცილო მოეჩვენა მისი საყვარელი ტელეგადაცემა, რომ 25 წუთის განმავლობაში გადაბმულად იცინოდა, სანამ გული არ გაუჩერდა და მოკვდა. მისმა მეუღლემ კი გადაცემის რედაქციას მადლობის წერილი გაუგზავნა ალექსის ბოლო წუთების გახალისებისთვის.

 

ბერძენი დრამატურგი ესქილე თავისი მდიდარი ფანტაზიითაც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მას სიცოცხლეს ციდან ჩამოვარდნილი…კუ მოუსწრაფებდა. კუ კი იმ არწივის ბრჭყალებიდან მოფრინავდა, რომელსაც ესქილეს მელოტი თავი ლოდი ეგონა და მასზე კუს ჯავშნის გატეხვას აპირებდა.


დანიელი ასტრონომი ტიხო ბრაგე ცხოვრებაშიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდა: სახლში ჰყავდა ქონდრისკაცი (ჯუჯა), რომელიც სადილის დროს მაგიდის ქვეშ იჯდა და მასხარაობდა. დუელის დროს კი ტიხომ ცვხირი დაკარგა და სახეზე ხან ოქროსგან, ხან ვერცხლისგან ჩამოსხმული „ცხვირი“ ეკეთა. ერთხელაც ბანკეტზე საპატიო სტუმრად მიპატიჟებული დანიელი დიდგვაროვანი უკვე საკმაოდ ნასვამი იყო, როდესაც სუფრას მიუჯდა. მე–16 საუკუნეში ცუდ ტონად ითვლებოდა სუფრის დროზე ადრე მიტოვება და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლგიური მოთხოვნილება აწუხებდა, თავაზიანმა ასტრონომმა ვერ შეძლო მაგიდის დატოვება. სასმელის მოყვარულ ბრაგეს სხვა რა გზა ჰქონდა, სვა და სვა რამოდენიმე საათის განმავლობაში, სანამ შარდის ბუშტი არ გაუსკდა. იგი თერთმეტი დღე იტანჯებოდა გაუსაძლისი ტკივილებით და ბოლოს გარდაიცვალა.


ბევრი ადამიანი ხდება კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული. არც 28 წლის სამხრეთ კორეელი ლი სიუნგ სეოპი აღმოჩნდა გამონაკლისი. 2005 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც სამსახურიდან წამოვიდა, იგი „ჩაჯდა“ ადგილობრივ ინტერნეტ–კაფეში და 50 საათის განმავლობაში გადაბმულად თამაშობდა. ორგანიზმისა გამოფიტვის, გაუწყლოვნებისა და გულის უკმარისობის გამო მან ბოლოს გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა.

2001 წელს ინტერნეტში საკმაოდ უცნაური განცხადება განთავსდდა: ვინმე არმინ მიუვსს უნდოდა გაეცნო ნებისმიერი მსურველი მისი შემდგომი … შეჭმის მიზნით. კიდევ უფრო საოცარია ის, რომ დიდხანს ლოდინი არ მოუწია და განცხადებას გამოეხმაურა ვინმე ბერნ იურგენ ბრანდესი. მათ ერთად ისადილეს, შემდეგ ბრანდესმა დაწერა ხელწერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ნებაყოფლობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. შემდეგ მიუვსმა კეთილ ბერნს ყელში ხანჯალი გამოუსვა და გემრიელად მიირთვა.

სახელგანთქმული ჩინელი პოეტი ლი პო ერთ მთვარიან ღამით მუზის საძებნელად მდინარე იანძზე ნავით სასეირნოდ გამოვიდა. იგი ისე აღაფრთოვანა წყალში მთვარის ანარეკლმა, რომ მისი გულში ჩახუტება მოინდომა, რითაც ჩინურ პოეზიას ბევრი შესანიშნავი ლექსი მოაკლდა.

შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკი ზედმეტი ჭამისგან დაიღუპა. დიდი ადოლფ „ბევრმჭამელა“ ცუდად გახდა მას შემდეგ, რაც მიირთვა ლობსტერი, ხიზილალა, კობოსტოს სუპი, შებოლილი ქაშაყი, სორკროტი(მჟავის ასორტი), შამპინიონები და 14 პორცია საყვარელი დესერტი სიმლა – მარციპანითა და რძით მომზადებული ტკბილი ფუნთუშა.

ახალ კი მცირეოდენი სტატისტიკა:
ყოველწლიურად:
40 ადამიანი ხდება ზვიგენის მსხვერპლი;
150 ადამიანი იღუპება ჩამოვარდნილი ქოქოსისგან;
დიდ ბრიტანეთში 5 ადამიანი კვდება მეხის დარტყმისგან. მათგან მამაკაცთა რაოდენობა 4–ჯერ მეტია ქალებისაზე;
2500 ცაცია იღუპება მარჯვენა ხელით მოსახმარი ხელსაწყოებით, ძირითადად ელექტროხერხით;
25000 ადამიანი კვდება გველის ნაკბენით, ძირითადად ინდოეთში;
ბრიტანეთში დაახლოებით 20 ადამიანი იღუპება ძილში ლოგინიდან ჩამოვარდნით და 25 ადამიანი კი საცურაო აუზში იხრჩობა.
იაპონიაში 150 ადამიანი იღუპება ცხელი წყლით დამდუღვრით.
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close