არქივი

სკოპცები – კასტრირებული ანგელოზები

bce96ee3580e

სკოპცების სექტა 18 საუკუნის 60-70-იან წლებში დაარსდა.. ამ სექტის წევრებს ცეცხლოვანი ნათლობა უნდა მიეღოთ… ისინი გამოეყვნენ ხლისტებს და შექმნეს თავიანთი სექტა…

რუსეთის ერთ-ერთ სოფელში მსხვილი თოვლის ფიფქები ეცემოდა მიწას და რამოდენიმე წუთში თოვლის სქელი ფენა ჩნდებოდა, ეს ფენა კი უფროდაუფრო დიდდებოდა… თეთრ თოვლში 40-მდე კაცი მიაბიჯებდა. სარდაფში ჩავიდნენ და მათგან მხოლოდ თოვლზე დატოვებული კვალი დარჩა… ეს ხალხი გლეხები იყვნენ, უიმედო და საცოდავი გლეხები რომლებიც ხსნას სკოპცების სექტაში ნახულობდნენ…
სარდაფის კიბეები ჩაიარეს და მათ წინ გადაიშალა დიდი ოთახი… ამ ოთახში საცოდავად იდგა რამოდენიმე სკამი და შეშაზე მომუშავე გამათბობელი ღუმელი…
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! – მიეგება მათ სექტის დაამარსებელი კონდრატე სელივანოვი – მეგობრებო, თქვენ მიიღებთ “ცეცხლოვან ნათლობას”, ამის შემდეგ ჩვენი სექტის წევრები გახდებით.. თქვენ ანგელოზებად გადაიქცევით, წმინდა და უბიწო ანგელოზებად… ჩვენი რიცხვი როდესაც 144 ათას მიაღწევს დადგება საშინელი სამსჯავრო, მხოლოდ ჩვენ გადავრჩებით! სხვა ყველა კი მოკვდება ტანჯვით და დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში…
დადგა “ცეცლოვანი ნათლობის” დროც. მაგიდაზე სამი პატარა გილიოტინა შემოიტანეს, ეს იყო სახლის პირობებში დამზადებული გილიოტინა… მას ჰქონდა ხის კორპუსი, ერთი ხვრელი რომელშიც ყველაზე მსხვილი პენისიც შეეტეოდა და მაღლა აღმართული მჭრელი დანის პირი რომელიც ხელოვნურად იყო დამძიმებული, რათა დანა მოწყვეტით დაშვებულიყო…
იური ერთ-ერთი გლეხი იყო რომელსაც პირველს მოუწია ნათლობის მიღება… გაშიშვლდა, პენისი ხვრელში გაატარა და თვალები დახუჭა… სელივანოვი იმეორებდა “თქვენ ანგელოზები ხართ! თქვენ სამოთხეში იცხოვრებთ როგორც წმინდა ანგელოზები”… დანა დიდი სიჩქარით მოწყდა საწყის წერტილს, იურის მხოლოდ სელივანოვის სიტყვები ჩაესმოდა…. გაისმა ყრუ ხმა, დანა რბილად დაეცა, იურის პენისი კი იქვე მაგიდაზე უპატრონოდ გაგორდა… სისხლი მოსდიოდა მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს ტკივილიც ვერ იგრძნო…
ასე მოინათლა 40 ადამიანი, ჯერჯერობით ამ სექტაში 2500-მდე ადამიანი იყო, მათი ვინაობა კი საიდუმლოდ რჩებოდა, არავის არაფერს უმხელდნენ…
თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვეს და ფეხშიშველნი დადიოდნენ წრეში, ნახევრად სიბნელე იყო, ლოცულობდნენ და ექსტაზს განიცდიდნენ, უაზრო სიტყვებს წარმოთქვამდნენ რასაც წინასწარმეტყველებას უწოდებდნენ… ეს რიტუალი გოლოსოლალიას* წააგავდა…
ლოცვას და “წინასწარმეტყველებას” მორჩნენ, სელივანოვი ისევ სიტყვით გამოვიდა:
– დღეიდან თქვენ ანგელოზები ხართ… ერექციას დაივიწყებთ, თქვენი სული კი ამით გაიწმინდება… მართალია ამ სიცივეში ერექცია ისედაც შეუძლებელია მაგრამ მაინც… ჩვენ გვდევნიან, მაგრამ სულიერი სიმშვიდის პოვნა მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი… გაიხსენეთ იესო, იგი ჩვენი ცოდვების გამო ეწამა, ჩვენ კი მის გზას უნდა გავყვეთ, წმინდა გზას…
გლეხები ზომბებად იქცნენ, ასე მიდიოდა ყოველდღე რამოდენიმე იმედდაკარგული გლეხი, ბოლოს ამ სექტის წევრებმა 4-6 ათასს მიაღწიეს, რევოლუციის შემდეგ კი სექტა მთლიანად დაიშალა…

გოლოსოლალია – ორმოცდაათიანელების რიტუალი, რომლის დროსაც უაზრო სიტყვებს წარმოთქვამდნენ

წყარო: lukajafaridze.wordpress.com

Luka Japaridze
100001108967378.1923.875278685
Create Your Badge

მსგავსი ამბები

Back to top button