საკითხავი

გარდაცვლილ როკ მუსიკოსთა TOP10


მუსიკალურ სამყაროში ძალიან პოპულარულმა ჟურნალმა Rolling Stones, სთხოვა თავის მკითხველებს გამოეთქვათ აზრი – ვინ მიაჩნიათ ყველაზე საუკეთესოდ გარდაცვლილ მუსიკოსებს შორის.

თვითონ ჟურნალის მესვეურები თვლიდნენ, რომ ეს გამოკითხვა ცოტა უხერხულობას ქმნიდა, მაგრამ გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. შედეგი:

1. John Lennon

2. Jimi Hendrix

3. Kurt Cobain

4. Jim Morrison

5. Elvis Presley

6. Freddie Mercury

7. Janis Joplin

8. George Harrison

9. John Bonham

10.Keith Moon

პრინციპში, ყველა მოელოდა რომ პირველ ადგილზე ჯონ ლენონი გავიდოდა. მან საკმაოდ დიდი უპირატესობით გაასწრო სხვა გარდაცვლილ ვერსკვლავებს ამ გამოკითხვაში.

ჯონ ლენონი მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული მოვლენაა. გარდა ამისა, ჯონ ლენონის გარდაცვალებაც განსაკუთრებულია – ის მოკლეს.

გამოკითხვამ ბევრი მუსიკის მოყვარული უკმაყოფილო დატოვა. ზოგს ეწყინა, რომ საერთოდ ჩატარდა ასეთი გამოკითხვა. თუმცა თანამედროვე მუსიკის სამყაროს ახასიათებს მუსიკოსებისა და ნაწარმოებების შედარება, კონკურსი. დაწყებული გამოთვლით თუ ვინ რამდენი გაყიდა ჩანაწერი და ვის უფრო უსმენენ მიმდინარე კვირში და სხვა.

ბევრს ეწყინა, რომ სიაში ვერ მოხვდა უნიჭიერესი ქერა ბიჭი – ბრაიან ჯონსი, რომელიც მეგობრებისაგან გულნატკენი და ნარკოტიკებისადან გაბრუებული ტრაგიკულად დაიღუპა საცურაო აუზში. Rollind Stonezis პირველი პერიოდის (ბრაიანის წასვლამდე) სიმღერებში ბევრია მის მიერ დანერგილი ექსპერიმენტული ჟღერადობის მშვენიერება.

როკ-ენდ-როლის ძველ თაყვანისმცემლებს ძალიან მოსწონთ ამ მიმდინარეობის დამაარსებელი, ბილი ჰეილი, რომელიც ასევე ვერ მოხვდა სიაში. და ა. შ.

ყველა, ვინც ამ, ასე ვთქვათ, უხერხულ ათეულში მოხვდა, ადრეულ ასაკშია გარდაცვლილი და საკმაო ხნის წინ, თუმცა, მათი მუსიკით დღესაც ვტკბებით. ამ დიდი მუსიკოსების სიცოცხლის ტრაგიკული დასასრული კიდევ უფრო ამძაფრებს მათი შემოქმედებით ტკბობის წყურვილს. პარადოქსია, მაგრამ ხელოვნებას ეს ახასიათებს…

ყველა მუსიკოსი, ვინც ამ ათეულში მოხვდა, მართლაც განსაკუთრებულია და დაჯილდოებული იყო დიდი ნიჭით. მათ დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე მუსიკის განვითარებაში. მათი ხალასი ნიჭი და ექსპერიმენტატორობა, სიახლის წყურვილი და შრომისმოყვარეობა, მუსიკის თავგადაკლული სიყვარული და მაყურებელთა დიდი პატივისცემა, განსაზღვრავდა მათი წარმატების საიდუმლოს.

სიკვდილი, ერთგვარად, საიდუმლო იერს აძლევს ყველა ხელოვანს. სიკვდილით დამთავრდა მათი შემოქმედებითი გზა, როგორც კომპოზიტორებისა და მუსიკოსებისა, მაგრამ დაიწყო სრულიად ახალი პერიოდი მათთვის – შემოქმედებითი უკვდავება.

ამ ათეულში წარმოდგენილი ყველა მუსიკოსი მართლაც უკვდავია.

მათთვის უკვდავება დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ახერხებდნენ და სიყვარულითა და აღფრთოვანებით აძგერებდნენ მილიონობით ადამიანის გულს, თავისი მუსიკის რიტმებზე.

ისინი თითქოს ყველა ჩვენთაგანის, მუსიკის მოყვარულებს ვგულისხმობ, ოჯახის წევრები არიან. მათი სურათები კედლებზე გვაქვს გაკრული, მათ შესახებ წიგნებს ვკითხულობთ, ვეძებთ ფილმებს, ვიძენდით და ველოლიავებოდით ძველ დისკებს…

ახლაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ხშირად ისტორიებს ვუამბობთ ხოლმე მათ შესახებ ერთმანეთს. მათ ცხოვრებაში ვეძებთ კეთილშობილებისა და ვაჟკაცობის გამოვლინებებს და ხშირად ვპოულობთ კიდეც.

რა ასაკშიც ჩვენ ვართ, იმავე ასაკისა გგვგონია – ჯონი თუ ბონზო, ჯორჯი თუ ელვისი.

თითქმის არასდროს არ განვიხილავთ მათ გარდაცვლილებად. ისინი ჩვენთვის ჩვენი ტოლები არიან და ჩვენთან ერთად ცოცხლები. სწორედ ჩვენთვის ცხოვრობენ, ჩვენთვის წერენ, უკრავენ და მღერიან.
ვერ ვძღებით მათი შემოქმედებით. სიხარულისა და წარმატებების დროს მათი სიმღერების მოსმენას რა სჯობს. თუ რაიმე სიძნელე გვაქვს ცხოვრებაში, მათი შემოქმედებით შეიძლება დარდი გავიქარვოთ.
ამ დიდი ათეულის ბიჭები (და ერთი გოგო), მუსიკის მოყვარულთათვის დიდი პოეტები არიან და მშვიდობის მომღერლები.

ძალიან გვინდა ჩვენს შვილებსაც შევაყვაროთ მათი შემოქმედება, ასე მიგვაჩნია, და მგონი ობიექტურად, რომ ეს კარგი გემოვნებაა…

მოკლედ ხელოვნება უკვდავია. მათ შორის უკვდავი არიან როკის გარდაცვლილი ვერსკვლავები, ვინც ამ ათეულში დასახელდა, და ისინიც, ვინც ვერ მოხვდა ამ სიაში, მაგრამ სიხარულს გვანიჭებს დღესაც.

ახლა, გავიხსენოთ დიდი ათეულის გარდაცვალების მიზეზები და მათი ასაკი.


1. 1980 წლის 8 დეკემბერს, არანორმალურმა მარკ ჩეპმენმა დილით ავტოგრაფი სთხოვა ჯონ ლენონს, ხოლო საღამოს კი ტყვია ესროლა საკუთარის სახლის შესასვლელთან. ჯონი 40 წლის იყო.


2. ჯიმი ჰენდრიქსს 2009 წელს ჟურნალმა Time უწოდა ყველა დროის უდიდესი გიტარისტი. ის იყო არა მარტო ვირტუოზი, თვითნასწავლი გიტარისტი, არამედ მომღერალი და კომპოზიტორიც. გარდაიცვალა 1970 წლის 18 სექტემბერს. სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა აღმოჩნდა. სულ 28 წელი იცოცხლა.


3. კურტ კობაინს, ვიკალისტს, გიტარისტს და კომპოზიტორს, ჯგუფიდან Nirvana, 20 თებერვალს 43 წელი შეუსრულდებოდა. ისიც ნარკოტიკმა დაღუპა. 1994 წლის 8 აპრილს ჰეროინი გაიკეთა და მერე თავი მოიკლა.


4. ჯგუფ The Doors მომღერალი, მუსიკოსი და პოეტი ჯიმ მორისონი 1971 წელს გარდაიცვალა პარიზში, 32 წლის ასაკში.


5. როკ-ენდ-როლის მეფე ელვის პრესლი გარდაიცვალა დიდი დოზით, არა ნარკოტიკების, არამედ დამაწყნარებელი წამლების მიღების შედეგად 1977 წლის 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში.


6. ფრედი მერკური, queen-ის ლიდერი გარდაიცვალა 1991 წლის 24 ნოემბერს შიდსით. ის 45 წლის იყო.


7. ჟანეს ჯოპლინი ერთადერთი ქალია ამ ათეულში. ბრწყინვალე ხმის ჟანესი ტრაგიკულად დაიღუპა ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღებისას 1970 წლის 4 ოქტომბერს. სულ 27 წლისა იყო.


8. ლეგენდარული ლივერპულელი ჯორჯ ჰარისონი გარდაიცვალა 2001 წელს ფილტვების კიბოთი, 58 წლის ასაკში.


9. Led Zeppelin-ს დასარტყამი ინსტრუმენტის ჯადოქარი, მეტსახელად `ბონზო~ გარდაიცვალა ალკოჰოლისგან, 1980 წელს, 32 წლისა.


10. კეიტ მუნი, ჯგუფ The Who დასარტყმელი ინსტრუმენტის ვირტუოზი, გარდაიცვალა 1978 წლის 7 სექტემბერს 32 წლის ასაკში. მიზეზი: ექიმის მიერ გამოწერილი დამამშვიდებელი წამლების დიდი დოზა.

წყარო: presa.ge

John Lennon – Imagine by jenni

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close