არქივი

ვინ გამოიგონა აიპოდი(ipod)?

ad9f4cec76b7

წარმოგიდგენთ დღეისთვის ყველაზე ნაცნობი პროდუქტის- აიპოდის დაარსების ისტორიას:
აიპოდი ბაზარზე პირველად 2001 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. მას აწარმოებს კომპანია Apple…

აიპოდი(ipod) არის Apple Computer, Inc.-ის ექსკლუზიური ბრენდი.ხუთი ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი რომლებიც იყვნენ: ჯონ რუბინშტეინი(ტექნიკის საინჟინროს ვიცე პრეზიდენტი), ჯონათან აივი(დიზაინის ვიცე პრეზიდენტი)
ტონი ფადელი(ინჟინერი) და მაიკლ დუეი(ინჟინერი), სტივ ჯობსის ხელმძღვანელობით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ იმისათვის რომ შეექმნათ აიპოდი. Apple-მა მისი დიზაინი აიღო კომპანია Portal Player-სგან, ამიტომ ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ეფლის ნამუშევარი. სახელწოდება Ipod შეთავაზებული იქნა ვინი ჩიეკოს მიერ.

აიპოდის ოროგინალური კონცეფცია იყო ინგლისელი კეინ კრამერის. 1979 წელს, მან 23 წლის ასაკში დახატა მოწყობილობის უხეში დიზაინი რომელშიც შესაძლებელი იყო მუსიკების ჩატვირთვა.იგი მუშაობდა თავის მეგობარ ჯეიმს კემპბელთან ერთად რომელთაც იგი შექმნეს და შემგდომში დააპატენტეს ინგლისში სახელწოდებით “IXI”.სამწუხაროდ ფულის არ ქონის გამო პატენტი ვერ განახლდა და ვადა გაუვიდა 1988 წელს.

დღესდღეობით აიპოდი ფართოდ გამოიყენება და შექმნილია მისი რამდენიმე სახის დიზაინი, სტილი და ტქნიკა. მათ აქვთ ხმის კარგი ხარისხი და საკმაოდ დიდი ტევადობა.მაღაზიებს აქვთ საკმაოდ ფართო არჩევანი: iPod mini, iPod photo, iPod video, iPod shuffle, iPod nano and iPod touch(გავრცელებული როგორც i-touch). თითოეულ მათგანს აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები.

მსგავსი ამბები

Back to top button