გასართობისაკითხავი

TOP 10 ჰონორარი როლისთვის

2d86cb6ae6e0
ალბათ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით კინოინდუსტრია საკმაოდ მომგებიანი სფეროა.შესაძლოა ბევრმა თქენგანმა იცის, თუ რა კოლოსალურ თანხებს აგროვებენ ჰოლივუდის წარმატებული ფილმები, და ალბათ დაინტერესდებოდით თუ რა ჰონორარს ღებულობენ წარმატებული მსახიობები ამა თუ იმ ფილმებში. პოსტში იხილავთ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად კინოროლს.
02ee3ec08a9e

10. Daniel Radcliffe – Harry Potter and the Deathly Hallows- Part II – Harry Potter – $33.000,000

ea2bbfb16842

დენიელ რედკლიფმა, ჰარი პოტერის დასკვნით ნაწილში – ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები-ნაწილი2, მიიღო 33 მილიონი დოლარი, ჰარი პოტერის როლის უკანასკნელად შესრულებისთვის.10 წლის წინ, სერიების პირველ ნაწილში იმავე როლზე მას მხოლოდ 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს.ბოლო ფილმმა დაამყარა სხვადასხვა რეკორდი შემოსავლების თვალსაზრიით, რომელთაგანაც აღანიშნავია, ჩვენების პირველი დღის შემოსავალი – 91 მილიონი დოლარი, ხოლო საბოლოო შემოავალმა $1,328,108,000-ს მიაღწია.
02ee3ec08a9e

9. Tom Hanks – Saving Private Ryan – Capt. John H. Miller – $40,000,000
88b73d130cf0

ტომ ჰენკსმა, ფილმში – რიგითი რაიანის გადაარჩენად, კაპიტან ჯონ მილერის როლისთვის მიიღო 40 მილიონი დოლარი. 1999 ამ ფილმისათვის ის ნომინირებული იყო ოსკარზე მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.ფილმმა ასევე მოიპოვა 5 ოსკარი და ნომინირებული იყო 5 კატეგორიაში.ფილმის შემოსავალმა $481,840,909 შეადგინა.
02ee3ec08a9e

8. Tom Hanks – Angels & Demons – Robert Langdon – $50,000,000
3e497f850fbc

ისევ ტომ ჰენკსმა მისტიკურ ტრილერში – ანგელოზები და დემონები, რობერტ ლენგდონის როლისთვის მიიღო 50 მილიონი დოლარი. იგივე გმირი განასახიერა მან 2006 წელს ფილმში – და ვინჩის კოდი, “სულ რაღაც” 18 მილიონ დოლარად.ანგელოზები და დემონების შემოსავალმა $485,930,816-ს მიაღწია.
02ee3ec08a9e

7. Johnny Depp – Alice in Wonderland – Mad Hatter – $50,000,000
b1a86a66794a

ჯონი დეპმა ტიმ ბარტონის ფილმში – ალისა საოცრებათა ქვეყანაში, შეშლილი მექუდეს როლისთვის მიიღო 50 მილიონი დოლარი. ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
02ee3ec08a9e

6. Johnny Depp – Pirates Of The Caribbean: On Stranger Tides – Jack Sparrow – 55,000,000

3d99f43643bb

ისევ ჯონი დეპმა კარიბის ზღვის მეკობრეების მე-4 ნაწილში, კაპიტან ჯეკ ბეღურას როლითვის 55 მილიონი დოლარი მიიღო. ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ რომ არა ჯონი დეპი ფილმი ნაკლებად წარმატებული იქნებოდა.ჯეკ ბეღურას როლისთვის 2003 წელს დეპი ნომინირებული იყო ოსკარზე.ფილმის შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
02ee3ec08a9e

5. Leonardo DiCaprio – Inception – Cobb – 59,000,000
0f91034cd155

ლეონარდო დიკაპრიომ კრისტოფერ ნოლანის ფილმში – დასაწყისი, კობის როლისთვის 59 მილიონი დოლარი მიიღო.ფილმი ყოველმხრივ წარმატებული გამოვიდა და შემოსავალმა $825,532,764 შეადგინა.
02ee3ec08a9e

4.Tom Cruise – Mission: Impossible – Ethan Hunt – $70,000,000
e8b14121aa2f

ტომ კრუსმა ფილმში – შეუსრულებელი მისია, ეთან ჰანთის როლისთვის 70 მილიონი დოლარი მიიღო.სხვათა შორის ეს ფილმი იყო პირველი, რომელიც ამერიკაში 3000-ზე მეტ კინოთეატრში იქნა ნაჩვენები.ფილმის შემოსავალმა 457 მილიონი დოლარს მიაღწია.
02ee3ec08a9e

3.Tom Hanks -Forrest Gump – Forrest Gump – $70,000,000

981b1946f6e9
ისევ და ისევ ტომ ჰენკსმა 1994 წელს ფორესთ გამპის როლისთვის ამავე ახელწოდების ფილმში 70 მილიონი მიიღო, ასევე მიიღო ოსკარი ამავე როლისთვის 1995 წელს.ფილმის შემოსავალმა 677 მილიონი დოლარი შეადგინა
02ee3ec08a9e

2.Tom Cruise – Mission: Impossible II – Ethan Hunt – $75,000,000
5074de0b5632

ტომ კრუსს კვლავ არფიანად უხდიან. ფილმის შემოსავალმა $546,388,105 შეადგინა.
02ee3ec08a9e

1.Tom Cruise – Mission: Impossible III – Ethan Hunt – $75,000,000
60605b13edda
ფილმის მესამე ნაწილში კრუსის ჰონორარმა ისევ 75 მილიონი დოლარი შეადგინა.შემოსავალმა 397 მილიონ დოლარს მიაღწია
შეუსრულებელი მისიის მე-4 ნაწილი გამოდის 2011 წლის 21 დეკემბერს, ამჯერად ტომ კრუსი მხოლოდ 12 მილიონს დაჯერდა.
02ee3ec08a9e

წყარო:

http://www.imdb.com/

http://boxofficemojo.com/

მსგავსი ამბები

Back to top button