TECH & მეცნიერებაგართობა

უცნაური გასაცნობი საიტები

3a9e86ffcc43
საქართველოში ამ მხრივ ცოტა ვერ გვაქვს საქმე კარგად, მაგრამ სამაგიეროდ საგაზეთო გაცნობები არის მოდაში. მათ შორის ალბათ ლიდერობს ,,სიტყვა და საქმეს” განსაკუთრებული გვერდი სახელწოდებით პაემანი. რა განცხადებას აღარ წააწყდებით მის დალოცვილ ფურცლებზე :)) მაგრამ ახლა გადავინაცვლოთ უცხოურ საიტებზე, როგორც სჩანს ხალხის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს..

06922542c30e
1. იპოვე შენი მსგავსი ადამიანი

საიტი სწორედ იმისთვისაა შექმნილი რომ შენი მსგავსი პარტნიორი აღმოაჩინო, აქ არ იგულისხმება ხასიათების მსგავსება, არამედ გარეგნობის. დიახ, თურმე ადრე ჩატარდა რაღაც გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ რაც უფრო მსგავსი იყო ადამიანი გამოსაკითხი ობიექტის სახესთან, მით უფრო მოსწონდა იგი ამ ობიექტს.
Findyourfacemate.com -ზე დარეგისტრირებისა და სურათის ატვირთვის შემდგომ სისტემა იწყებს შესაბამისი პარტნიორის ძებნას.
საიტის დამფუძნებელი კრისტინა ბლუმი აცხადებს, რომ ზოგჯერ შესაძლოა მთლად თქვენს ტყუპისცალს ვერ წააწყდეთ, მაგრამ აუცილებლად შენიშნავთ მსგავსებას თქვენსა და მოძიებულ პირს შორის.

d2be733ee54d
2. გასაცნობი საიტი უშნო ხალხისთვის

საიტის მესვეურები აქტიურად მოუწოდებენ მომხმარებლებს თავი დაანებონ ,,უწი-პუწი”, ,,ფრონცქი-ფრუნცქი” საიტებს და გადმოინაცვლონ რეალურ სამყაროში. ასევე ამბობენ, რომ აქ, ამ საიტზე არიან რეალური ადამიანები რეალური სახეებით და არა ზედმეტად გადაპრანჭული, დაფოტოშოპებული ტიპები.
www.theuglybugball.com
განსაკუთრებით იმით ამაყობს, რომ უკვე ბედნიერი წყვილიც ჰყავთ. ტომ ცლიფორდი და ჯენინ უოლკერი სწორედ აქ შეხვდენენ ერთმანეთს, 4 პაემანის შემდგომ კი დაინიშნენ კიდეც. მერე იქორწინეს და ძალიან უყვართ ერთმანეთი. თურმე ტომი აქამდე ფიქრობდა, ზედმეტად მახინჯი იყო იმისთვის, რომ ცოლი მოეყვანა, მაგრამ რაც ჯენინს შეხვდა, მისი ცხოვრება შეიცვალა. თავდაპირველად გაცნობა შესთავაზა. ჯენინი თავს ამით იმშვიდებს: მე ვიცი,რომ ტომი ნამდვილად არაა ბრედ პიტი, მაგრამ ეგრე არც მე ვარ ანჯელინა ჯოლიო.

საიტმა კი, როგორც ბედნიერ პირველ წყვილს უფასო თაფლობის თვე აჩუქა მათ : )

09e870c0a84e

3. საიტი კაპიტნებისთვის

თქვენ გიყვართ ზღვა და პლიაჟი, გიყვართ გემი და ეს ყველაფერი რომანტიკულად გეჩვენებათ? გსურთ შეხვდეთ ნამდვილ კაპიტანს? მაშინ ეს საიტი თქვენთვისაა www.seacaptaindate.com. აქ თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ კაპიტანთა პროფილები, რომლებიც თავიანთ თავს აღწერენ, შემდეგ შეარჩიოთ სასურველი და მიწეროთ.
მოკლედ წინ ნამდვილი თავგადასავალი გელით : )

0d8e59feaea0
4. მაჭანკალი დედიკოების საიტი
http://www.faboverfifty.com/content/date-my-single-kid-2
ეს ფენომენი თურმე მხოლოდ საქართველოში კი არადა, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. დედის გული ვერა და ვერ ეგუება უყუროს თავის შვილს დაუქორწინებელს ან გაუთხოვარს. როგორც კი შვილი 30-ს მიუკაკუნებს დედებს ავტომატურ რეჟიმში ენთებათ წითელი და აქტიურად იწყებენ შესაფერისი სარძლოებისა თუ სასიძოების ძიებას.
ინტერნეტმა კი როგორც ჩვენი დროის უნივერსალურმა დამხმარემ ეს ფუნქციაც დიდი სიამოვნებით იტვირთა და ასე იშვა კიდევ ერთი საიტი, რომელიც დედიკოებს ეხმარება ,,მძიმე ჭაპნის” ზიდვაში. ისინი აქვეყნებენ თავიანთი შვილების სურათებს, ან პირდაპირ უკვე ატვირთულებიდან არჩევენ მათთვის შესაფერის კანდიდატს.

7ef17cdfde2b

5. საიტი, სადაც ლამაზი ურთიერთობები იწყება

ზოგიერთი თვლის, რომ ლამაზი ურთიერთობისთვის პირველ რიგში ლამაზი ვიზუალია საჭირო, ასეთი ხალხისთვისაა შემქნილი ეს საიტიც.
www.beautifulpeople.com. კომპანია უკანასკნელ ხანებში ,,სპერმისა და კვერცხუჯრედების ბანკის” შექმნითაა დაკავებული. რას ნიშნავს ეს? აი მაგალითად ხარ მარტოხელა ქალი, გინდა შვილი, მაგრამ კარგად იცი,რომ ლამაზი ბავშვის ,,შესაქმნელად” კარგი გენებია საჭირო. ამ საიტზე კი გეძლევა შანსი შეარჩიო საუკეთესო მამაკაცი და მიიღო მისი სპერმა, შემდეგ კი ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით გააჩინო პატარა : )
საიტი უკვე პოპულარულია და 190 ქვეყნიდან ჰყავს 600 000-ზე მეტი მომხმარებელი. თუმცა მათ მოწინააღმდეგეებიც არ აკლიათ, რომლებიც ამ კამპანიას არაეთიკურს უწოდებენ..

93879435455c

6. საიტი მწეველებისთვის

თქვენ მარტოხელა ხართ და თან მწეველი? მაშინ ამ საიტზე უნდა იპოვნოთ პარტნიორი, შემდეგ დაჯდეთ ერთად და გააბოლოთ…
www.420dating.com

ec501c6cfe30
7. გაცნობის საიტი პატიმარი ქალებისთვის
www.womenbehindbars.com
ეს ადგილი ეხმარება პატიმარ ქალებს ციხიდანაც იპოვნონ ჭეშმარიტი სიყვარული ან უბრალოდ გაერთონ ფლირტით. ტოდ მაფოლეტომ საიტი 1997 წელს დაარსა და მას შემდეგ დაახლოებით 38 წყვილი დაქორწინდა ამ სერვისით.
Lynn Noyes, რომელიც სურათზეა გამოსახული, 30 წლის, ბისექსუალი, 2 შვილის მარტოხელა დედაა. იგი ამბობს, რომ საზოგადოება პატიმარ ქალებს თითქოს ადამიანად არ აღიქვამს. ,,დიახ,ჩვენც ადამიანები ვართ, რომლებიც ვიღწვით რომ გავიცინოთ, გვიყვარდეს, ვიცოცხლოთ, დავუშვათ შეცდომები და შემდეგ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ..” ეს ქალი 1998 წელს დააპატიმრეს და 2019 წელს გაანთავისუფლებენ.

e43cd8a92902

8. გაცნობის საიტი ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვის
www.ashleymadison.com
სხვათაშორის ეს საიტი რომ არ შემხვედროდა გამიკვირდებოდა კიდეც. დარწმუნებული ვარ მოთხოვნაც დიდი იქნება : ) როცა კაცს ცოლი მობეზრდება, ან ცოლს ქმარი, შევა ამ საიტზე, ამოირჩევს სასურველ პარტნიორს და.. :D აი ასე და ამგვარად, თავად საიტი კი ამ ყველაფერს იმით ამართლებს, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა, სანამ დროა ვიგულაოთო..

5bed9b2e7c6f
9. სექსუალური ურთიერთობით გადამდები დაავადებით დაავადებულების გასაცნობი საიტი
www.stdmatch.net
ამ დაავადებების ქონას არავის ვუსურვებ, მაგრამ ვისაც უკვე აქვს, ალბათ იმათთვის შვების მომცემია, რომ შეუძლია თავისნაირი პარტნიორი იპოვნოს და დატკბნენ ერთად ცხოვრებით..

0f85462da1f0

10. მდიდარი კაცის გასაცნობი საიტი

თუ ხართ გოგონა და გინდათ მდიდარი პარტნიორი, რომელიც გაგანებივრებთ და ათას ახირებას შეგისრულებთ, მაშინ უნდა შებრძანდეთ
www.wealthymen.com აქ. დარეგისტრირებულები არიან მამაკაცები, რომელთა შემოსავალი საკმაოდ მაღალია და აქვთ კარგი კარიერა.. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ გამოეხმაუროთ სასურველ საკბილოს და ვნახოთ,მოეწონებით თუ არა მას..
ასევე ამ მხრივ გამოგადგებათ millionairemate.com ეს საიტიც, მათი სლოგანი საკმაოდ კარგად ჟღერს: ადგილი, სადაც სიმდიდრე და სილამაზე პოულობს ერთმანეთს..

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button