გასართობისაქართველო

მეგრელის ოცნება (ახლა მეგრელებმა იგულაონ)


პატენი თქვანი ჭირიმა
მჯობნი ვართ ქვეყნად ყველაზე,
კომუნიზმის დროს მსოფლიო
გადავა მეგრულ ენაზე.

მარტო ის რად ღირს, რომ ქვეყნებს
აქვენ მეგრული გვარია,
”ავსტრალია” და “აზია”
“ბელგია”, “პორტუგალია”.

ახლა რუსულად რომა ვთქვათ
“რუმინია” და “ვენგრია”,
მოკლედ შეგვეძლო მეგრელებს
მსოფლიო გადაგვერია.

მიტომ გვაქვს ახლა მეგრელებს
ჩვენა გეგმები სულ დიდი,
მსოფლიოს დედაქალაქად
უნდა ვაქციოთ ზუგდიდი.

სამეგრელოს ისე ვაქცევთ
ჩვენზე თქვან რომ ედემია,
ზუგდიდს ვაგებთ ინსტიტუტებს,
მეტროს და აკადემიას.

აბაშა უშვებს ავტოებს
და წალენჯიხა თვითმფრინავს,
იტყვიან ფოთ-ზუგდიდს შორის
“ძუკუ-ლ-7” მიფრინავს.

ხობსა და სენაკს ქალაქებს
ვაქცევთ სამხედრო ცენტრებად
ისე რომ მტერს და მოშურნეს
სულ გოგრა დაეცენტრებათ.

ფოთს გადავაქცევთ ჭირიმა
სამეგრელოსა “ჩიკაგოდ”
ისე რომ კონკურენტები
ჯანდაბას გადაიკარგონ.

მარტვილისაკენ რკინიგზას,
ჩხორო წყუს ტრასას გავიყვანთ,
და სამეგრელოს დიდებას
სულ მწვერვალამდე ავიყვანთ

ყრილობებს ზუგდიდს გავმართავთ
მსოფლიოს კომ პარტიისა,
და დელეგატებს გადვაქცევთ
მომღერლად მეგრულ ჰიმნისა.

კინო მეგრული, სპორტში მეგრელი,
წიგნებს მეგრულად დავწერთ
სახელს მეგრული იმპერიისა
ისტორიაში ჩავწერთ.

თეგები
Back to top button
Close
Close